EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ამბები გურიაზე და გურულებზე »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-12 20:25:00
...მოიგონეთ გურიის მოძრაობა. იქ თვითეულ სოფელსა ქონდა თავისი პატარა თავისუფლება" _ მიხაკო წერეთელი
გურიის ამბებით აღფრთოვანებული მიხაკო წერეთელი 1906 წელს წერდა: ,,...მოიგონეთ გურიის მოძრაობა. იქ თვითეულ სოფელსა ქონდა თავისი პატარა თავისუფლება: აღარც პოლიციელი, აღარც მღვდელის ბატონობა, – აღარც მემამულისა, აღარც მსაჯულისა, – ყოველივე გაჰქრა. სახელმწიფო უარყოფილ იქმნა.
წარმოიდგინეთ, რომ ამგვარად მოაწყეს საქმე ყველა სოფლებმა და მერე შეერთდნენ თავისუფლად... გურიაში ხომ აღარ იყო არც პოლიციელი, არც მსაჯული, არც საპყრობილე, და წამება ადამიანის, – შემდეგ, ზემოხსენებულ საზოგადოებაში სრულიად მოსპეს, ძირიანად ამოაგდეს ყველა დაწესებულებანი, რომელნიც გურულებმა უარ ჰყვეს, – და ესე იქმნება ანარქია, ე. ი. ის წესი ცხოვრებისა, როდესაც აღარც პოლიცია, აღარც ჯარი, მსაჯული, და ციხე აღარ იქმნება. ერთი სიტყვით, – ჩვენი სოციალიზმი – კომუნისტური და ანარქიულია, და ეს არის ჩვენი იდეალი".
ნაწყვეტი ირაკლი მახარაძის წიგნიდან "გურიის რესპუბლიკა".
„ ერთი ცქრიალა, ინგლისელი ქალი გამაცვნეს _ გურულად უქცევდა კილოს" _ აკაკი წერეთლის მოგონებებიდან
აკაკი წერეთელი წერდა: ,,ამას წინათ ერთი ახალგაზრდა, ცქრიალა, ინგლისელი ქალი გამაცვნეს, რომელიც კარგათ ლაპარაკობდა ქართულათ, მხოლოთ გურულად კი უქცევდა კილოს. მე, რასაკვირველია, ის ჩვენში დაბადებული და აქვე გაზდილი მეგონა, მაგრამ გამოდგა, რომ სტუმრათ ყოფილა მოსული ერთ მის ნათესავთან და მას აქეთ, რაც მოსულა, ორი წელიწადის მეტი არ გასულა.
გამიკვირდა და ვკითხე: _ ასე ჩქარა როგორ შეისწავლეთ-მეთქი?
სიცილით მიპასუხა: _ ,,თუ კი მოინდომა, ორი წლის განმავლობაში რომ კაცმა ენა ვერ ისწავლოს, აბდალი უნდა იყოსო”. ეს რომ თქვა, ალბათ იფიქრა ჩემზე, რომ ამ გურულ სიტყვას ,,აბდალს” ვერ გაიგებსო და გადაასწორა” ,,უვარგისიო”.
ირაკლი მახარაძე
gurianews.com