EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-13 16:25:18

გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ

დასახეთ მომავალი – ყველა ადამიანმა, რომელიც დღეს რაიმეს წარმოადგენს დაიწყო წარმოსახვით. დასახეთ საკუთარი თავი მომავალში: ვინ გინდათ იყოთ, რისი გაკეთება გსურთ ან მოგიხდებათ ამისთვის. წარმოიდგინეთ როგორი იქნება ცხოვრება თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც გსურთ და როგორი იქნებით თქვენ.

 

კონცენტრირდით საკუთარ პოტენციალზე – ნუ გაამახვილებთ ყურადღებას პრობლემებსა და სუსტ მხარეებზე, დაფიქრდით საკუთარ პოტენციალზე და კარგად გაიაზრეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ.

 

არ დანებდეთ – არ მისცეთ სხვებს უფლება გავლენა მოახდინონ თქვენს გადაწყვეტილებებზე, საკუთარი ცხოვრება თავად უნდა მართოთ, საკუთარი შესაძლებლობებიც თავად უნდა გაიაზროთ.

 

გაჰყევით დასახულ გზას – ახლა, როცა უკვე იცით რა გსურთ და რისკენ მიისრაფვით გაჰყევით დასახულ გზას, ვიდრე არ დაიჭერთ შესაფერის მომენტს, რომელსაც ჩაეჭიდებით.

 

გახდით ისეთი, როგორიც  გსურდათ – როდესაც გაივლით ყველა ეტაპს , თქვენ მიხვდებით, რომ გახდით ისეთი ადამიანი, როგორიც დასაწყისში დახატეთ. ახლა მთავარია შეინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და არ ჩათვალოთ, რომ ეს თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო.