EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თბილისის ცირკი – რაში მდგომარეობდა არქიტექტორების მთავარი ჩანაფიქრი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Demi

თარიღი: 2017-02-14 22:12:14

თბილისის ცირკი – რაში მდგომარეობდა არქიტექტორების მთავარი ჩანაფიქრი
თბილისის-ცირკი
 
თბილისის გმირთა მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბორცვის თავს სახელმწიფო ცირკის შენობა აგვირგვინებს, რომელიც 1940 წელს, არქიტექტორების ნიკოლოზ ნეპრინცევის, ვლადიმერ ურუშაძისა და სტეფანე სატინცის პროექტით ააგეს. მოედნიდან ცირკისკენ მიემართება ფართო ბაზალტის კიბე. მის ბაქნებზე შეგიძლიათ დაისვენოთ და დატკბეთ ქალაქის მზერით.
ჩელუსკინელების ქუჩიდან ბორცვის მწვერვალისკენ საავტომობილო გზაც მიდის.
ცირკის შენობა აგებულია წრიული ფორმით და ჰორიზონტალის მიხედვით სამ ნაწილად იყოფა. ქვედა 64 მეტრის დიამეტრით, მაღალი და მძლავრი, რვასვეტიანი იონური პორტიკით მთავარ შესასვლელთან, საშუალო – ესეც მრგვალი, მაგრამ გაცილებით მცირე მოცულობით, და ზემოთა – რომელსაც ამთავრებს 13 მეტრიანი დიამეტრის კონუსისმაგვარი გუმბათი. ასეთი საფეხურებრივი კომპოზიცია, არქიტექტორთა ჩანაფიქრით, თითქოს აგრძელებს ბორცვის ხაზის სიმაღლისკენ ლტოლვას. 2000 – ადგილიანი მაყურებელთა დარბაზი საყრდენ სვეტებს გარეშეა. ეს ქმნის სივრცეს და იმავე დროს კომპაქტურობის შთაბეჭდილებას, რაც კიდევ უფრო ძლიერდება უზარმაზარი გუმბათის პლატფორმიდან ჩამოღვრილი სინათლის წყალობით.
ანალიტიკოსი ლელა ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ცირკი სწორედ ასეთ შემაღლებულ ადგილას უნდა იდგას და იქ მოსახვედრად ბავშვმა უამრავი საფეხური გაიარონ. თავადაც ბავშვობაში, როცა დედას მიჰყავდა ცირკში, კიბეზე ფეხით ადიოდა და იღლებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ფეხით ასვლა ერჩივნა, რადგან ლამაზი კარიდან შესულიყო ცირკის ეზოში.
” თბილისის ცირკი… ბავშვობის ჯადოსნური სამყარო, მხოლოდ ასე მაღლა უნდა იყოს განთავსებული. საინტერესოა, სადმე სხვაგან, თბილისის გარდა, ცირკში მოსახვედრად ამდენი ასავლელი საფეხური თუ არსებობს? მოსკოვის ვერნანდსკის პროსპექტის ახალი ცირკი, მაგალითად – სწორ ადგილას დგას… ძველ, ცვეტნოი ბულვარზე ცირკში შესასვლელადაც სულ, რამდენიმე კიბეა ასასვლელი”,- წერს ლელა ანჯაფარიძე.
 
ფოტო: არჩილ ჩხუბიანიშვილი 
წყარო: გიორგი ხუციშვილი, “ჩემი თბილის-ქალაქი”