EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სამღვდელოებავ მოემზადეთ დადგა თქვენი ჟამი განკითხვისა, ქრისტეს ჯიბის ქურდებო »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-14 22:19:01

„სამღვდელოებავ მოემზადეთ დადგა თქვენი ჟამი განკითხვისა, ქრისტეს ჯიბის ქურდებო" - მეუფე მიქაელი

მეუფლე-მიქაელი

დასაქმება იერუსალიმში, ამ სახელწოდებით მეუფლე მიქაელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დასაქმება იერუსალიმში.

დღეს, ჩამოვფრინდი იერუსალიმში ორ თანმხლებ პირთან ერთად.როგორც ყოველთვის სამივენი გაგვამწესეს იმ ავბედით ოთახში საიდანაც ჩამსვლელთ ადეპორტებენ. მე გამომიძახეს და მომცეს საშვი რამდენ დღეზეც მინდოდა ხოლო ჩემს თანხლებ პირებს კი უარი უთხრეს შეშვებაზე მხოლოდ იმიტომ რომ მუშებს გავდნენ. მე მკაცრად მომთხოვეს გავსულიყავი საზღვარზე წინააღმდეგ შემთხვევაში დამადეპორტებდნენ. ორი გუშაგის დახმარებით გადამაკვეთინეს საზღვარი ხოლო ჩემს თანმხლებ პირებზე განახორციელეს მორალური ზრწოლა.აიძულებდნენ ეთქვათ თუ რა თანხა გადამიხადეს მათ გადაყვანაში. ეს შესავალი მხოლოდ იმიტომ გავაკეთე რომ მიხვდეთ თუ რა ხდება დღეს ბენგურიონის აეროპორტში ჩვენი კეთილმორწმუნე სამღვდელოების ქმედებების გამო.

ეხლა მთავარზე გადავიდეთ, როგორც გაირკვასამღვდელოება სოლიდურ ანაზღაურებას იღებს მოქალაქეების ისრაელში გადასაყვანათ და ამაში მათ საპატრიარქოეხმარება. კრიბავენ ვითომდა მომლოცველთა ჯგუფს რომელთაგან აქამდე 3000$ ეხლა კი გაზარდეს სტავკა და 5000$ იღებენ მერე ადგენენ ვითომდა მოსალოცი ადგილების გეგმებს, ამის მერე მიდიან საპატრიარქოში საიდანაც მოაქვთ ბეჭდით დადასტურებული საბუთი და ამის შემდგომ ხდება მათი გადაყვანა საზღვარზე.

მინდა მივმართო ამ სულგაყიდულებს, რომლის გამოც დღეს არ გამოუშვეს ის ორი ადამიანი რომლებსაც ჭეშმარიტად უნდოდათ მაცხოვრის საფლავის მოლოცვა და არა სამუშაოდ დარჩენა. რით ვერ გაძეხით თქვე სინდის-ნამუს გარეცხილებო, თქვე სირცხვილო მმართლმადიდებლობისა თქვე ქრისტეს ჯიბის ქვაბავაზაკო ქურდებო როდემდე მოგითმენთ უფალი ამ მმზაკვრობას ნუ გგონიათ და ნურც დაიიმედებთ თავებს რომ არ მოგეკითხებათ ამ საცოდავი ხალხის დაცინვა და მასხრად აგდება. ღმრთის პირისაგან შერისხულო ვაი სამღვდელოებავ მოემზადეთ დადგა თქვენი ჟამი განკითხვისა .

p.s.გინდათ სამსახური ისრაელში? მაშ მიმართეთ ტურისტულ-დამსაქმებელ კომპანიას სახელწოდებით "საპატრიარქო"

facebook.com - ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი