EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად, NASA ევროპაზე ზონდს გაგზავნის »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: Juloboy

თარიღი: 2017-02-15 01:26:40

არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად, NASA ევროპაზე ზონდს გაგზავნის

არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად, NASA ევროპაზე ზონდს გაგზავნის

არის თუ არა სიცოცხლე ევროპაზე — იუპიტერის გარშემო მოძრავ ყინულოვან მთვარეზე? როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხს მალე მივიღებთ, რადგან NASA-მ მტკიცედ გადაწყვიტა, ევროპაზე რობოტი გაუშვას, რომელიც მის ყინულოვან ქერქს გაბურღავს და არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებს მოიძიებს.

სააგენტოს ახალი ანგარიში აღწერს ხომალდის გაგზავნის გეგმას, რომელიც მთვარის ზედაპირს 10 სმ სიღრმეზე გაბურღავს და სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, ანალიზებს ჩაუტარებს აღებულ ნიმუშებს, რის შემდეგაც მკვლევრებს მოაწვდის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მისი შემადგენლობის შესახებ, ასევე გაირკვევა, ყვავის თუ არა იქ სიცოცხლე.

მიუხედავად რამდენიმე გადაფრენისა, ამ ყინულოვანი მთვარის გარემოს შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით; შესაბამისად, ზონდი მზად იქნება ზედაპირზე არსებული მოულოდნელი გარემო პირობებისათვისაც.

მკვლევართა განცხადებით, უკვე არსებობს ხომალდის კონცეპტიც. მისიამ სტარტი 2024 წელს უნდა აიღოს და ევროპაზე 2031 წელს დაჯდეს. 

„ვფიქრობ, ეს გახლავთ დიდებული დიზაინი. სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ შევძლებდით ხომალდის დაპროექტებას ტექნოლოგიური სიმწიფისა და შედარებით სიმარტივის კომბინაციით. ინჟინერთა დამსახურებით, მოიძებნა ძალიან პრაქტიკული გამოსავალი. მჯერა, რომ ეს მისია 20 წელიწადში განხორციელდება“, — უთხრა Gizmodo-ს ასტრონომმა ჯონათან ლუნინმა.

არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად, NASA ევროპაზე ზონდს გაგზავნის2

ზონდის სქემა მოიცავს კამერების სისტემას ზედაპირის ფოტოების გადასაღებად და სხვადასხვა ინსტრუმენტებს ანალიზებისათვის, მათ შორის მაღალსარგებლიან ანტენას კომუნიკაციისათვის და გეოფონს გეოლოგიურ აქტივობაზე დასაკვირვებლად.

ხომალდის 42,5 კილოგრამიან მარგ ტვირთში ასევე შედის მასის სპექტრომეტრიული სისტემა, რომელიც იონიზაციის პროცესის წყალობით განსაზღვრავს აღებული ნიმუშების ქიმიურ შემადგენლობას.

მკვლევართა მთავარი მიზანი კი მაინც არის იპოვონ ბიოსიგნატურა — წარსული ან ამჟამინდელი სიცოცხლის კვალი, რომელიც იზოტოპებში ან მოლეკულებში იმალება. 

გარდა სიცოცხლის ძიებისა, ხომალდის კიდევ ერთი დავალება იქნება შეაფასოს ევროპას სიცოცხლისათვის ვარგისიანობა და შეაგროვოს ინფორმაცია, რომელიც მეცნიერებს იქ სამომავლოდ გასაგზავნი ხოლამდების დაპროექტებაში გამოადგებათ.

ერთ-ერთი ასეთი სამომავლო მისია ევროპას ზედაპირს გაბურღავს და 19 კმ სიღრმეზე, მთვარის ზედაპირქვეშა ოკეანეში ჩააღწევს. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაზე ზედაპირქვეშა ოკეანის არსებობა ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის,  არსებობს ძლიერი მტკიცებულებები, რომლებიც მის არსებობას ადასტურებს. და როგორც წესი, სადაც წყალია, იქ სიცოცხლეცაა; შესაბამისად, ევროპა ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ადგილია მზის სისტემაში დედამიწის გარდა, სადაც შესაძლოა ასევე ყვაოდეს სიცოცხლე. 

2020-იანი წლების დასაწყისში, NASA ვეროპას თავზე რამდენიმე გადაფრენის განხორციელებას გეგმავს, რაც კიდევ უფრო მეტი საჭირო ინფორმაციით მოგვამარაგებს. ამ მისიის მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლოა ძალიან გადამწყვეტი აღმოჩნდეს სამომავლო ზონდის დიზაინისათვის.არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად, NASA ევროპაზე ზონდს გაგზავნის3

გამოქვეყნებულ 264-გვერდიან ანგარიშში, NASA-ს მკვლევართა ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამის უკუკავშირს მიიღებს სამეცნიერო საზოგადოებისაგან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს მათ მიერ წარმოდგენილი ხომალდი.

თუკი აღნიშნულ იდეას NASA-მ და მისმა პარტნიორებმა მწვანე შუქი აუნთეს, რობოტული მავალი შესაძლოა თავის გზას კოსმოსში უკვე მომდევნო ათწლეულში შეუდგეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ევროპაზე სიცოცხლეს ვერ იპოვის, აუცილებლად აღმოაჩენს მეცნიერთათვის საჭირო ინფორმაციის საგანძურს. 

„ეს მისის მნიშვნელოვნად წასწევს წინ ჩვენეულ გაგებას ევროპის, როგორც ოკეანის მქონე მსოფლიოს შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი თუ სიცოცხლის ვერანაირი ნიშანი ვერ იპოვა“, — წერენ მკვლევრები ანგარიშში.

ანგარიში ხელმისაწვდომია NASA-ს ვებსაიტზე.

მომზადებულია Gizmodo-სა და ScienceAlert-ის მიხედვით