EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ზოგიერთი სასულიერო პირის საყურადღებოდ! აუცილებლად მიმაჩნია ამის დაწერა »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2017-02-15 11:29:56
ზოგიერთი სასულიერო პირის საყურადღღებოდ! აუცილებლად მიმაჩნია ამის დაწერა! ძალიან გავრცელდა ამ ბოლო დროს ყოვლად არასწორი ფრაზა, როდესაც საუბარია სასულიერო პირებზე, ნამეტარი “ეკლესიური” ტიპები ასე “აპრავებენ” იმ მღვდლებს, ვინც შეუფერებელ საქციელებში, ან სკანდალურ განცხადებებშია შემჩნეული.
“ხალხო, მღვდელიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, რა გჭირთ, რატომ ლანძღავთო?” აქეთ გვაგდებენ ნამუსზე. არა! არავითარ შემთხვევაში! ეს ფრაზა არის სასტიკად არასწორი და დემაგოგიური!
მიპასუხეთ:
მღვდელი თუ “ჩვეულებრივი ადამიანია”, რატომ უნდა ჩავაბარო მე “ჩვეულებრივ ადამიანს” აღსარება?
მაშინ წავალ და ჩემს მეზობელ თამაზას ჩავაბარებ! ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია? ასეთი სასულიერო პირების საყურადღებოდ, ვინც თავადაც აიტაცა ეს უაზრობა და სიამოვნებით “იპრავებს” სასულიერო პირისთვის შეუფერებელ საკუთარ საქციელებს თუ განცხადებებს ამით!!!!
თქვენ შეგნებული უნდა გქონდეთ, რომ არ ხართ “ჩვეულებრივი ადამიანები!” თქვენ თქვენი სიტყვით, თქვენი საქციელით, თქვენი მოთმინების უნარით, უნდა განაპირობოთ, მე, მართლა”ჩვეულებრივ მოკვდავს” უნდა მომინდეს, რომ მოვიდე და აღსარება გითხრათ!!!!
მე უნდა დავინახო, რომ თქვენ არ ხართ “ჩემნაირები”!!!! თქვენ გაკისრიათ განსაკუთრებული მისია და თუ ეს არ გაქვთ გასიგრძეგანებული, გაიხადეთ ეგ ანაფორები და იყავით “ჩვეულებრივები”!
ვინც მაინც ვერ გაიგო რას ვამბობ, მათთვის დავაზუსტებ:- არსებობს ამ ცხოვრებაში “არაჩვეულებრივი” პროფესიები! მაგალითად – მ ა შ ვ ე ლ ი!
შენ თუ გაქვს “მაშველის” კვალიფიკაცია და დაინახე რომ ადამიანი წყალში იხრჩობა და გაიარე და არ მიშველე!
თუ დაინახე რომ ავარიაა და ადამიანი სისხლისგან იცლება და მანქანა არ გააჩერე და არ დაეხმარე! ამ შემთხვევაში შენ კანონით ისჯები! ჩვეულებრივი ადამიანი – არა!
ასე რომ, ჩემო პატივცემულო მღვდლებო! თქვენ ადამიანის სულის “მაშველები” ხართ!!!! თქვენ არ გაქვთ უფლება იყოთ “ჩვეულებრივი” თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ მე, მართლა ყველაზე უფრო ჩვეულებრივ მოკვდავს მიწევს თქვენთვის ამის ახსნა!
შემინდოს უფალმა ეს თავხედობა
ბაკურ სვანიძე – ჟურნალისტი, იუმორისტი