EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« იეღოველები ქუთაისში »
კატეგორია: იუმორიავტორი: Juloboy
თარიღი: 2017-02-16 15:22:59
ქუთაისელ ტაქსისტს იქირავებენ იეღოველები ქუთაისში.... შეუთანხმდებიან რაღაც თანხაზე, დღის ანაზღაურებაზე, და აპახავებენ მთელი დღე, დაქრის წინდაუკან, გამოაქვს სტამბიდან ლიტერატურა, მიაქვს ოფისში, ოფისიდან ლიტერატურა მიაქვს წყალტუბოში და ბაღდათში და ა.შ....
მოკლედ მაგრა შრომობს, არც საუზმე, არც სადილი, არც მოდი მოისვენე...
დღის ბოლოს ეტყვიან, ჩვენ 10 საათზე კრება გვაქვს და ბარემ გაგისწორდებითო, გადაუხდიან ფულს და თავისუფალი ხარო ეტყვიან. შეიკეტებიან კრებაზე....
ეს მძღოლი მივა სახლში, გამოიცვლის, ჩაყოფს ფეხებს ჩუსტებში, გააცხელებს სუპს, დაისხამს, მიუჯდება და ამ დროს ზარი რეკავს კარებზე....
გააღებს – დგას იეღოველი ხელში ლიტერატურით...
-იეღოველი...გინდათ გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე?....
-ქუთეისელი ტაქსისტი - ჭეშმარიტი ღმერთი კი არა, კრებაზე რატო არა ხარ შე დედა მო@@@@@–ლო?!...