EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მამა გიორგი მამალაძის ნათლულის ძმა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს »
კატეგორია: რელიგიაავტორი: Demi
თარიღი: 2017-02-17 12:15:27
ვფიქრობდი დამეწერა თუ არა რაიმე იმ აფსურდის თეატრის მიმართ რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოაწყო დეკანოზი მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ ..
სანამ უშუალოდ ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ მინდა გითხრათ რომ მამა გიორგი ჩემი დის სულიერი მამა და ნათლიაა, ადამიანი რომელმაც ის ჭეშმარიტ სარწმუნოებას აზიარა.
ხოლო რაც შეეხება ჩემ პოზიციას: მამა გიორგი არის ადამიანი, რომელიც არაერთ გაჭირვებულ ადამიანს თუ ოჯახს დაუდგა გვერდით, ის დიდი პატივისცემით სარგებლობს საკუთარ მრევლში და შეუძლებელია დავიჯეროთ ჩვენ ადამიანებმა რომლებიც მას ვიცნობდით ის რის შემოსაღებასაც პროკურატურა ცდილობს.
რაში ჭირდებოდა ადამიანს რომელსაც შეუბღალავი რეპუტაცია ქონდა და აქ დღემდე, ადამიანს რომელსაც ქართულ სამოციქულო ეკლესიაშიც დიდი გავლენით სარგებლობს და უწმინდესთან დახლოებული სასულიერო პირია, გაეკეთებინა ის რასაც მთავარი პროკურატურა დებს ბრალად.
ასევე მინდა გამოვეხმაურო გუშინ რუსთავი-2-ზე გასულ სიუჟეტს სადაც გადაცემის პირველ ნაწილში სკანდალურ დოკუმენტზე ისაუბრეს, 99% დარწმუნებული ვარ რომ მამა გიორგიმ მოამზადა ეს დოკუმენტი, ხოლო შემდეგ სინოდში გასატანად ე.წ კორუმპირებულმა სასულიერო პირებმა დაბლოკეს ეს ყოველივე, რათა საზოგაოდებას არ ეხილა რეალობა თუ რა ხდება ქართულ სამოციქულო ეკლესიაში და ზოგიერთი როგორც ზემოთ ვთქვი სასულიერო პიირები როგორ არიან გარიგებულები კორუმპირებულ ჩინოვნიკებთნ თუ სხვადასხვა ბიზნესმენებთან.
დიახ 100% დარწმუნებული ვარ რომ მამა გიორგი აპირებდა პატრიარქთან მათ მხილებას ვინც ჩვენი დედა ეკლესია ბიზნესის კეთების წყაროდ გადააქცია, თუმცა მოხდა ის რაც მოხდა : საქართველოს მთავარმა პროკურატრუამ შეთითხნა საქმე სასულიერო პირის წინააღმდეგ, რომელიც სიმართლის მხარეს იბრძოდა და იბრძვის დღესაც.
ამ სპეკტაკლის დადგმა მამა გიორგის წინააღმდეგ არ შერჩება არც მთავარ პროკურატურას, არც ჩინოვნიკებს და არც იმ სასულიერო პირებს ვინც ამ უსამართლო დაკავებას ხელი შეუწყო.
მოუწოდებ მთავარ პროკურატურას : დაუყონებლივ გაასაჯაროვოს საქმის ყველა დეტალი; მიეცეს მამა გიორგის შესაძლებლობა საზოგადოებას მოახსენოს მისი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით; დაუყონებლივ გასაჯაროვდეს ასევე ინფორმაცია მამა გიორგის ჯანმრთელობის შესახებ.”-წერს მამა გიორგი მამალაძის ნათლულის ძმა მწერალ იდა პუბლიცისტი ოთარ ბუტა მამარდაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ირაკლი მამალაძე
მამარდაშვილი ასევე პროკურატურის მოწმის ირაკლი მამალაძის შესახებაც წერს სოციალურ ქსელში: “გაიცანით მეგობრებო ირაკლი მამალაძე სუსის აგენტი და პროკურატურის მოწმე მამა გიორგის წინააღმდეგ!
ირაკლი მამალაძე ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ინფო9-ის ჟურნალისტი 2012 წელის საპარალმენტო არჩევნებზე გურიის რეგიონში , ჯერ კიდევ მაშინ მახსოვს ამ ადამიანის საქციელები , ის არის პროვოკატორი , ძალიან კარგად მახსოვს ისიც თუ როგორ ასრულებდა ირაკლი მამალაძე ქართული ოცნების ბინძურ დავალებებს ჯერ კიდევ იმ პერიოდში!, 2012 წლის შემდეგ კი ის არის სუსის აგენტი….
მოკლედ თუკი გაინტერესებთ როგორი გაიძვერა და მატყუარა ირაკლი მამალაძე რომელიც პროკურატურის დადგმულ სპეკლტაკში მონაწილებოს შემიძლია ბევრი რამ გიამბოთ მასზე!