EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« „მადლობა ღმერთს! ჩემი ეჭვები 100%-ით გამართლდა, ეკლესია და ხელისუფლება დიდ სკანდალში გაეხვა” »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2017-02-17 16:10:22
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს ხვდება. მეუფე პეტრე დაკავებული დეკანოზის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა.
როგორც მეუფემ საპატიმროში შესვლამდე განაცხადა, მამა გიორგი მამალაძეს ეკლესიის წინაშე ბევრი დამსახურება აქვს.
მეუფე პეტრე საქართველოს პატრიარქის განცხადებასაც გამოეხმაურა.
"ეპარქიიდან ჩამოვედი, რომ მოვინახულო მამა გიორგი. პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის და მას ნამდვილად ბევრი სიკეთე და დამსახურება გააჩნია დედა ეკლესიის წინაშე"...
ციხიდან გამოსვლისას მან განაცხადა:
“მადლობა ღმერთს! ჩემი ეჭვები თითქმის გამართლდა 100%-ით. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად… წინა ხელისუფლებისთვისაც არაერთხელ მითქვამს და ამჟამადაც, რომ ბრძენი ადამიანი არასოდეს არ ჩაიგდებს თვს განსაცდელში, ის წინასწარ განჭვრიტავს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი. ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს არსებული მდგომარეობიდან და შექმნილი პრობლემიდან მისი შეცდომით დაშვებული, იპოვოს კარგი გამოსავალი, თუ რამდენად ჭკვიანია იმდენად ახერხებენ ხოლმე გამოსავლის პოვნას. ეხლა მთავარია ჭკუა მიანც აღმოაჩნდეთ, თუ სიბრძნე არა.”
რაც მოხდა, არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. გარდა პირადი ინტერესებისა, ჩემი ეჭვია, რომ ეს ყველაფერი ასევე მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ. დღემდე იბრძვიან ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში და ეკლესიაში. სამწუხაროდ, ამ ქალის (შორენა თეთრუაშვილი) მმართველობა ათწლეულების მანძილზე არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ნამდვილად ამ საუკუნო პრობლემას ჩვენ ქართველი ერი ერთად და ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები აუცილებლად ერთად მივიყვანთ ბოლომდე. შორენა წარამოდგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.