EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სამშობლო საფრთხეშია! დროა გამოვფხიზლდეთ! »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-02-17 17:03:55

სამშობლო საფრთხეშია! დროა გამოვფხიზლდეთ!
mgvdeli
- დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა აცლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სახელმწიფო რელიგიად, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, მკვიდრდება ლიბერალიზმი. აღრეულია ცნებები! სიძვას და მრუშობას სიყვარულს უწოდებენ. აღვირახსნილობას – თავისუფლებას! სიცრუეს – სიმართლეს! ღვთის გმობას – აღმსარებლობას! საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გადაურჩეს ამ ნებაყოფლობით სიგიჟეს. ღვთივკურთხეული ქართველი ერი დედა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშაა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოცხალია ჭეშმარიტი რწმენა. ყველას, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია სინდისი, გთხოვთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ ღვთისმგმობ, აღვირახსნილ და წამლეკავ იდეოლოგიას. ყველგან, სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში, პარტიებში, ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლო დაწესებულებებში, ყველგან, სადაც ხართ პატიოსანი ადამიანები, ჩვენი ერის ერთგული მამულიშვილები, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგული აღმსარებლები, წინ აღუდეგით ერის თვითმკვლელობას! თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენი მომავლის წინაშე, ღიად გამოხატეთ თქვენი სარწმუნოება, გაერთიანდით ღვთის გულისათვის!
დროა გამოვფხიზლდეთ!
აღვირახსნილობა თავისუფლება არ არის!
ჭეშმარიტება სიცრუე არ არის!
ეშმაკი ღმერთი არაა!
არც მრუშობაა სიყვარული!
დროა დავიცვათ ჩვენი მომავალი!
დროა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება!
ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს!.. 
ჭეშმარიტი ღმერთის ეკლესიის ვალია ეცადოს სიყვარულით დააბრუნოს ღმერთთან გზააბნეული შვილები. სწორედ ესაა ღვთის ეკლესიის მთავარი დანიშნულება.''



 
 
სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი
 
karibche.ambebi.ge