EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გერანი, ზეთის ნემსიწვერა (Pelargonium roseum) »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-17 22:34:30
გერანი, ზეთის ნემსიწვერა (Pelargonium roseum), მრავალწლოვანი, ძლიერ დატოტვილი ბუჩქ-ბალახა ეთერზეთოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. აქვს 5-7 ნაკვთად დაყოფილი, გულისებრი და ღეროზე მოგირეობით განლაგებული ფოთოლი. გერანის სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. გავრცელებულია საქართველოში, სომხეთსა და ტაჯიკეთში. მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი კულტურა, რადგან 3-იდან 5°C ტემპერატურაზე იღუპება. საქართველოში კულტივირებულია ლაგოდეხის, თელავის, ყვარლის, მარნეულის, აბაშის, გალისა და სხვა რაიონებში და 600 ჰა-ზე მეტი ფართობი უკავია. 1929 წლიდან სოხუმში დაიწყო გერანის პირველი სამრეწველო რგვა; აქვე ეთერზეთოვანი კულტურების საცდელ სადგუეში გამოიყენეს უხვზეთოვანი ჰიბრალები № 24 და № 7, რომლებიც 1969 წლიდან სარაიონებულია აფხაზეთში, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონებში. გერანის შებუსული ღეროსა და ფოღლებისაგან ღებულობ ვარდის სურნელების მქონე, გამჭვირვალე, მომწვანო, ზოგჯერ კი მოყვითალო ეთეროვან ზეთს, რომელიც შეიცავს ციტრონელოლის სპირტს; (42-47%), გერანიოლს (20-25%), ლინალოოლსა და მენთოლს. გერანის ზეთს იყენებენ პარფიუმერიაში, საპნის წარმოებაში, კოსმეტიკასა და კვების მრეწველობაში.
გერანი ეთერზეთებით არის გაჯერებული და მძაფრ სურნელს გამოსცემს, რომელიც ძალიან არ უყვართ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს და თვალით უხილავ პარაზიტებს, რომლებიც ადამიანთან ცხოვრობენ. გარდა ამისა, ოთახში სადაც გერანი არის, არასოდეს გაჩნდება ჩრჩილი.
გერანი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დაძინება უჭირს, ვინც ნერვული სისტემის გამოფიტვას უჩივის ან არასტაბილური წნევა აწუხებს – ყველა ეს დაავადება გაქრება, თუ ოთახში პელარგონია (ლათ. Pelargōnium – გერანის სამეცნიერო საცელი) გამოჩნდება.
მაგრამ, გერანის უკუჩვენებაც აქვს. იმის გამო, რომ ის ჰაერში ეთერზეთებს აფრქვევს, არ შეიძლება მისი გაჩერება იმ ოთახში, რომელშიც ალერგიული ადამიანი დიდი ხნის მანძილზე იმყოფება. გარდა ამისა, ის მავნებელია კატებისთვისაც. ცხოველის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში – ის ფაღარათს იწვევს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულში მცენარეს ძალიან უყვარს სუფთა ჰაერზე ყოფნა (თან ამ დროს, ვირუსების სეზონიც დამთავრებულია). ამიტომ, ის აივანზე უნდა გაიტანოთ ან თუ საშუალება გაქვთ, ბაღში, ღია გრუნტში გადარგეთ. პირველ ხანში, ახალი გარემოთი გამოწვეული სტრესის გამი, გერანს ფოთლები გაუყვითლდება და ჩამოსცვივდება. მაგრამ შემდეგ, უხვი ყვავილობით გაგახარებთ. გარეთ მცენარე, მზის გულზე, უფრო ღია ფერის არის, ვიდრე სახლში – ეს მისთვის ნორმალური მოვლენაა და ავადმყოფობაში არ ითვლება.
გერანის გარეთ გაჩერება მანამდე შეიძლება, ვიდრე ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე არ დაეცემა. ამის შემდეგ, ის ქოთანში უნდა გადაიტანოთ და სახლში შეიტანოთ. დადგით გრილ ადგილზე (ტემპერატურა, დაახლოებით, 10-12 გრადუსი რომ იყოს) და სითბოს ნელ-ნელა შეაჩვიეთ. მხოლოდ ამის შემდეგ, შეიტანეთ ოთახში, სადაც ცივ სეზონს გაატარებს და ჰაერს მავნე ბაქტერიებისგან გაასუფთავებს.