EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ ხვდებიან ჰაკერები თქვენს კომპიუტერში და როგორ იპარავენ პაროლებს »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Demi

თარიღი: 2017-02-17 23:40:50

როგორ ხვდებიან ჰაკერები თქვენს კომპიუტერში და როგორ იპარავენ პაროლებს

Haker

ჰაკერს შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს იმისთვის, რომ გატეხოს თქვენი ელ-ფოსტა ან ნებისმიერი სოციალური ქსელის გვერდი. ვირუსის შექმნა ძალიან მარტივია, ჰაკერი გადმოწერს იმ პროგრამას, სადაც ჰაკერისთვის საჭირო ინფორმაცია იქნება ჩატვირთული. მასში მიუთითებს რომელი პროგრამებიდან სჭირდება პაროლი და სად გაგზავნოს მიღებული რეზულტატი.

მიღებული ფაილი მყისვე ვირუსი ხდება, ანტივირუსი მას "წაეჩხუბება", ამიტომ არსებობს სხვა პროგრამები, რომელსაც "კრიპტორები "ჰქვია, ეს პროგრამა ვირუსს უხილავს ხდის, ამიტომ ანტივირუსი მას ვეღარ პოულობს.

 

ამიტომ ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ რა ფაილს ხსნით.ვირუსების უმეტესობა არის «.exe» ფორმატის.ასეთი ვირუსი ხშირად სხვა პროგრამებზეა მიბმული.პროგრამის გაშვებისას ხშირად მომხმარებელი მას ვერ ამჩნევს.

 

საშიში პროგრამა ყველაგან შეიძლება იყოს.მაგალითად: შეხვედით რომელიმე საიტზე, და კომპიუტერმა დაგიწეროთ:"შეცდომა", განაახლეთ "Flash Player–ი, ან მსგავსი რამ.გამოუცდელი მომხმარებელი უმალ აჭერს "გადმოწერას" და პროგრამის დაყენებას.ამის შემდეგ რა მოხდება არავინ იცის.შეიძლება უბრალოდ დაგიწეროთ "შეცდომა" ან საერთოდ არაფერი მოხდეს.მთვარია ის, რომ უკვე ჰაკერთან გადაბარგდება თქვენი ყველა პაროლი.

ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი ჰაკერისთვის მაინც თქვენი ყულაბა იქნება: Webmoney ან Qiwi.

 

რამოდენიმე რჩევა იმისთვის, რომ არ გახდეთ ჰაკერის მსხვერპლი:

 

ანტივირუსი ყოველთვის ჩართული გქონდეთ.

 

შეამოწმეთ გადმოსაქაჩი პროგრამის მოცულობა. თუ ის ძალიან მცირეა შეშფოთების საფუძველს იძლევა.

 

არასდროს გახსნათ ის ბმული, რომელსაც უცნობი ადამიანი გიგზავნით. (ან ხშირია შემთხვევები "მაგარი ნაშა" გიგზავნით წერილს: "როგორ ხარ?" ან სხვა რეპლიკით)

 

თუ რომელიმე საიტი გთვაზობთ რომელიმე პროგრამის განახლებას (გიწერს:მოძველებულია, გადმოქაჩეთ განახლებული ვერსია), ჯერ შედით ამ პროგრამის ოფიციალაურ საიტზე და დააზუსტეთ არსებობს თუ არა ახალი ვერსია.

 

თუ ზუსტად დარწმუნებულ არ ხართ უსაფრთხოა თუ არა გადმოსაქაჩი პროგრამა, ჯერ VirusTotal-ზე (https://www.virustotal.com/) ჩატვირთეთ. ის აუცილებლად გაჩვენებთ ფაილი თუ დაზიანებულია.