EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სიგარეტის კვამლი ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-18 00:45:04

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სიგარეტის კვამლი ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს

ერთადერთი-შემთხვევა-როდესაც-სიგარეტის-კვამლი-ადამიანის-ჯანმრთელობაზე-მავნე-ზეგავლენას-არ-ახდენს

Journal of Biological Chemistry-მ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღწერილია ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სიგარეტის კვამლი ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. კვლევა ანემიით გენეტიკურად დაავადებულ გერმანელ კაცზე ჩატარდა, რომელიც მოწევამ დაავადების სიმპტომებისგან იხსნა.

თავდაპირველად რკინადეფიციტური ანემია გერმანელის ქალიშვილს დაუდგინდა. როგორც აღმოჩნდა, დაავადება გენის მუტაციამ გამოიწვია. დაავადების გამო ჰემოგლობინი O2-თან რეაქციაში შესუსტდა და ამის გამო სისხლის წითელი უჯრედები, ერითროციტები სხვა უჯრედებს ჟანგბადით საკმარისად ვეღარ კვებავდნენ.

გოგოს მამას ანემია არ აწუხებდა, რადგან მწეველი იყო და მისი ჰემოგლობინის სტაბილიზაცას მხუთავი აირი უწყობდა ხელს.

თამბაქოს მოწევის გამო მსოფლიოში 8 წამში ერთხელ საშუალოდ 1 ადამიანი კვდება. წლიური ანგარიშით, სიგარეტის გამო 5 მილიონი ადამიანი იღუპება.