EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ანთურიუმი (Antorium) - ოთახის ამ ულამაზეს მცენარეს „კაცური ბედნიერების“ სიმბოლოსაც უწოდებენ »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2017-02-18 14:04:50
ის თავისი მომხიბვლელობით, პრაქტიკულად, მთელი წლის მანძილზე გაგახარებთ. ანტორიუმი ადრე გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას და დროდადრო ახალ-ახალი ყვავილები გამოაქვს.
მცენარეს არ უყვარს ორპირი ქარი და პირდაპირი მზის სხივები. არის სითბოს მოყვარული (ტემპერატურული რეჟიმი – 20 გრადუსი).
ანთურიუმი ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც ფართოდაა წარმოდგენილი. ოთახის ამ ულამაზეს მცენარეს „კაცური ბედნიერების“ სიმბოლოსაც უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მამაკაცებისთვის ბედნიერებისა და კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.
ანთურიუმი (Anthurium) - არალიასებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული რაიონებია, სადაც მცენარის ათეულობით სახეობა იზრდება. არსებობს მცენარის გამოყვანილი ჯიშებიც. თუმცა, საოთახო დეკორაციაში ანთურიუმის მხოლოდ რამდენიმე სახეობა გამოყენება. ადგილობრივები ანთურიუმს ფლამინგოს ყვავილსაც ეძახიან და მას „კაცური ბედნიერების“ სიმბოლოდ მიიჩნევენ.
ანთურიუმის სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება - ზოგიერთი სახეობა უფრო ტანმაღალია, ზოგი უფრო ფართოფოთლებიანი ან ღი ფერის ძარღვებით. ყვავილის ფერიც განსხვავებული აქვთ - ზოგის ყვავილი კაშკაშა წითელია, ზოგის - ვარდისფერი, თეთრი, სალათისფერი ან სულაც ჭრელი (წითელი და მწვანე ფერია შერეული). მართალია, ყველა მათგანი არ გამოირჩევა სურნელით, მაგრამ სამაგიეროდ ყველა სახეობას ხანგრძლივი ყვავილობა ახასიათებს. რ
აც შეეხება ჰიბრიდულ ჯიშებს, შეიძლება იყოს მინიატურული ზომის, ჭრელყვავილა ან შოკოლადისფერ-შინდისფერი და ა.შ.
მოვლა
ანთურიუმი საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა და ხანდახან მისი მოვლა გამოცდილ მეყვავილეებსაც კი უჭირთ, თუმცა, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს გაითვალსიწინებთ, ეს მცენარე დიდხანს დაამშვენებს თქვენს ინტერიერს თავისი საოცარი სილამაზით.
მცენარე კარგად განათებულ, მყუდრო და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილსაც მოითხოვს, რადგან სინათლის ნაკლებობისგან ფოთლები და ყვავილები უფერმკრთალდება, მზის პირდაპირი სხივები კი ადვილად წვავს. თუმცა, ჩვენს პირობებში, ანთურიუმისთვის ყველაზე დიდი ხელშემშლელი ჰაერის სიმშრალეა. ანთურიუმი ვერც ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას იტანს - მისი ზრდა-განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 16-25 გრადუსია, ამაზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში კი ყვავილობისა და ნორმალური ზრდისთვის ჰაერის ტენიანობაც უფრო მაღალი სჭირდება. ზამთრის პერიოდში მცენარეს თუ სიგრილეში (10-12 გრადუს ტემპერატურაზე) გამოაზამთრებთ - დაისვენებს, სითბოში კი ყვავილობით მთელი ზამთრის განმავლობაში „გაგანებივრებთ“.
ნიადაგი
ანთურიუმი ეპიტიფი მცენარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშობლოში იგი ხეებზე, ტოტებს შორის შექმნილ ე.წ. ბუდეებში ცხოვრობს, სადაც ნიადაგს ხეებიდან ჩამოცვენილი ნაწილები ქმნიან. ამიტომ, ეს ფაქტი ქოთანში გამოზრდისას უნდა გავითვალისწინოთ და წყლის კარგი გამტარი, მსუბუქი და ნოყიერი (ნეშომპალით მდიდარი) მიწა შეურჩიოთ. კარგი იქნება, თუ წყალგამტარობისთვის ქვიშას ან დაფხვნილ აგურს გადაურევთ. ასევე მოუხდება, თუ მიწის 1/3-ს ტორფს, წიწვოვანი ხეების დაქუცმაცებულ ქერქს ან გირჩის ნაშალით შეავსებთ - ანთურიუმს მჟავე რეაქციის ნიადაგი სჭირდება, ეს მასალები კი ნიადაგის მჯავიანობას ამაღლებს. ნიადაგის დასატენიანებლად ხის დაფხვნილი ნახშირიც გამოგადგებათ. თუ ფესვის ყელთან ხავსსაც შემოუფენთ, ამით მცენარეს დამატებითი ფესვების გაზრდაშიც დაეხმარებით, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მცენარის გახშირებას და გვერდითი ამონაყარის განვითარებას (ეს ამონაყარი შემდეგ მცენარის გამრავლებაშიც დაგეხმარებათ). ანთურიუმი ცუდად რეაგირებს სასუქის ზედმეტ დოზაზე, ამიტომ ამ საკითხში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ და მცენარე 2 კვირაში ერთხელ, მინერალური სასუქისა და მიკროელემენტების მცირეოდენი დოზით გამოკვებეთ.
მორწყვა
ანთურიუმი სისტემატურად და უხვად უნდა მოირწყას (ნიადაგის გამოშრობა არ უნდა დაუშვათ), შემდეგ კი ზედმეტი წყლისგან სათანადოდ დაიწრიტოს. გახსოვდეთ, რომ ფესვებში ჩამდგარი წყალი მცენარეს ადვილად დაალპობს და მავნებლებსაც გაუჩენს. სასურველია, მოსარწავად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენოთ, რადგან ონკანის წყალი ხისტია და დროთა განმავლობაში ნიადაგს ტუტე რეაქციას უმატებს. თუ ფოთლებზე მტვერი დაედო და გაწმენდა გსურთ, ფოთლები აკურატულად ჩამორეცხეთ ან ფრთხილად გაწმინდეთ, რადგან სისველე მცენარის ყვავილებს ალპობს.
გადარგვა
ანთურიუმი აუცილებლად ყოველწლიურად უნდა გადაირგოს, ამისთვის ხელსაყრელია ნებისმიერი სავეგეტაციო პერიოდი, მთავარია ყვავილი არ დაუზიანოთ. კარგი იქნება თუ ფართო ქოთანში ჩარგავთ, მაგრამ გადარგვისას ისიც გაითვალსწინეთ, რომ მცენარე შხამიანია და დაზიანებული ან მოჭრილი ნაწილების წვენი ლორწოვან გარსზე მოხვედრას უნდა მოარიდოთ.
გამრავლება
ანთურიუმი შეგიძლიათ, ღეროს კენწეროს კალმის დაფესვიანებით გაამრავლოთ. ამისთვის საჭიროა: კალამი სველ ქვიშაში, დაახოლებით, 22 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსოთ და დაფესვიანებას დაელოდოთ. ან შეგიძლიათ, გამრავლების უფრო მარტივი გზა აირჩიოთ და მცენარე იმ გვერდითი ამონაყარით გადარგოთ, რომელსაც უკვე თავისი ფესვები აქვს.