EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ორქიდეა - ულამაზესი ტროპიკული მცენარე »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-02-18 14:16:46

ორქიდეა - ულამაზესი ტროპიკული მცენარე

რომელ მცენარეს ისურვებდა თავის კოლექციაში ნებისმიერი სახლის ყვავილების მოყვარული? რა თქმა უნდა, ორქიდეას! ყველაზე ხანგრძლივი დროით, ორქიდეებს შორის, ფალენოპსისი ყვავის. მცენარე წელიწადში 2-3-ჯერ ყვავდება. ამასთან, ყვავილი 3 თვის მანძილზე ჩერდება მცენარეზე.

ორქიდეა - ულამაზესი ტროპიკული მცენარე

ორქიდეის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. მას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, მაგრამ მოსწონს კარგად განათებული ადგილები.

ორქიდეა ულამაზესი ტროპიკული მცენარეა, რომელიც სხვადასხვა ფერისა და ფორმის სურნელოვანი ყვავილებით გამოირჩევა და  ჩვენში საოთახო დეკორატიულ მცენარედ გამოიყენება.

ორქიდეა
ორქიდეა ტროპიკული მცენარეა, რომელიც ორიგინალური ფორმის, ულამაზესი და უპირატესად სურნელოვანი ყვავილებით გამოირჩევა. ის ჩვენში, ძირითადად, საოთახო დეკორატიულ მცენარედ გამოიყენება, მაგრამ ველურ ბუნებაში – ტყეებში, ხეებზე  იზრდება და დიდი ხეების ფუღუროებსა და ტოტებს შორის შექმნილ უბეებში სახლობს, სადაც დროთა განმავლობაში უხვად გროვდება ხეებიდან ჩამოცვენილი ქერქი, ფოთლები და სხვა მცენარეული ნარჩენები. ასეთ ადგილებში მათი თესლი ხან ქარს, ხანაც რომელიმე ცხოველს ან ფრინველს მიაქვს, ხელსაყრელ გარემოში მოხვედრილი თესლი კი ადვილად ღივდება და მიწიდან საკმაოდ დიდ სიმაღლეზე იწყებს განვითარებას.

ორქიდეა - ულამაზესი ტროპიკული მცენარე

მორწყვა
ორქიდეების საარსებო გარემო სიმყუდროვეს, ჰაერის მაღალ ტენიანობასა და იშვიათად მორწყვას გულისხმობს. ხშირი ფოთლებით დაფარული ორქიდეები მხოლოდ წვიმის დროს ირწყვება, ოთახშიც ეს პირობა უნდა დაიცვათ: 
მცენარე მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ორპირ ქარს და მხოლოდ 10-15 დღეში ერთხელ უნდა მორწყათ. მოსარწყავად საჭიროა, ორქიდეის ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგათ, ყოველ მეორე-მესამე მორწყვაზე კი წყალში ორქიდეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქი ან ჩვეულებრივი სასუქის ნახევარი დოზა ჩაამატეთ. ქოთანი პირთამდე წყალში 15-20 წუთი უნდა იდგეს, რომ სუბსტრატით კარგად გაიჟღინთოს, შემდეგ ამოიღეთ და ნათელ ადგილზე მოათავსეთ. 
სიცხის დროს, ორქიდეას შედარებით ხშირად სჭირდება მორწყვა, ხოლო თუ ოთახში სიცივეა, მორწყვაც უნდა შემცირდეს.

 

ჰაერის ტენიანობაორქიდეა - ულამაზესი ტროპიკული მცენარე
ორქიდეისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ საჭიროა, მშრალი ჰაერის პირობებში მცენარეს სასურველი გარემო ხელოვნურად შეუქმნათ. ამისთვის ორქიდეა ქოთნით ფართო ლანგარზე უნდა მოათავსოთ, რომელზეც კენჭები, ნიჟარები და სხვა დეკორატიული მასალა ეყრება. კენჭებიან ლანგარზე წყალს ისე დაასხამთ, რომ ქოთანი წყალს არ ეხებოდეს. 
ასე, დროთა განმავლობაში, ქვემოდან აორთქლებული წყალი მცენარეს ტენიან მიკროკლიმატს შეუქმნის და საარსებო გარემოს გაუუმჯობესებს. 
დღის განმავლობაში მცენარე სასხურებლითაც შეგიძლიათ დანამოთ.

 

განათება და ტემპერატურა
ორქიდეას არ მოსწონს შუადღის მზის სხივები (ზედმეტი განათებისას ფოთლები ეწვება, ლაქები უჩნდება ან იჭმუჭნება და ჭკნება), ამიტომ მწველი სინათლე თხელი ფარდით უნდა გაუფანტოთ. სინათლის ნაკლებობისას მცენარეს ფოთლები მუქი მწვანე უხდება. ორქიდეას საჭირო ტემპერატურული რეჟიმი უნდა ჰქონდეს – მისთვის ოპტიმალური დღის ტემპერატურა 18-24C0 -ია, თუმცა ცოტათი უფრო მაღალ ტემპერატურასაც კარგად იტანს. იმისთვის, რომ მცენარემ კარგად იყვავილოს, აუცილებელია ღამის ტემპერატურა დღისაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყოს.

 

ნიადაგი
ორქიდეა სპეციალურ სუბსტრატში ირგვება, მათთვის დაუშვებელია ჩვეულებრივი მიწის ან ტორფის გრუნტის გამოყენება. ორქიდეა - ულამაზესი ტროპიკული მცენარესუბსტრატის ძირითადი შემადგენელია ხის ქერქის (ქოქოსის, ფიჭვის, მუხის და ა.შ.) ნამტვრევები, ამას შეიძლება ნახშირი, კერამზიტი, კორპის ნამცეცები, თიხის ნამტვრევები  და კაკლის ნაჭუჭიც დაემატოს. დროთა განმავლობაში სუბსტრატის შემადგენელი ნაწილები იშლება და ქოთნიდან გამოირეცხება, ამიტომ საჭიროა, ზემოჩამოთვლილი ნაწილები ქოთანში თქვენ თვითონ ჩაამატოთ.

 

გადარგვა

ორქიდეის გადარგვა საჭიროა მაშინ, როცა მიწისზედა ნაწილი გაიზრდება და არა მაშინ, როცა ქოთნიდან ფესვები გამოეზრდება. 
გადაზრდილი მცენარე ქოთნიდან ფრთხილად უნდა ამოიღოთ, გადაზრდის წინ დაჩუტული, მკვდარი ფესვები უნდა მოაჭრათ, ფესვებზე სუბსტრატის ის ნაწილი უნდა დაუტოვოთ, რომელზეც ფესვებით შეზრდილია, დანარჩენი კი მსუბუქად ჩამოფერთხოთ. 
გადარგვის შემთხვევაში მცენარე ძველ ქოთანზე 2-4 სმ-ით დიდ ქოთანში უნდა ჩარგოთ. წყალი ზემოდან უნდა გადაასხათ და გადარგვიდან 5-7 დღის განმავლობაში არ მორწყათ. ამ დროის გასვლის შემდეგ,  მცენარეს ჩვეულებრივად უნდა მოუაროთ.
რაც შეეხება მცენარისთვის განკუთვნილ ქოთანს, ორქიდეების ერთ სახეობას – ფალენოპსისს - განსაკუთრებული, გამჭვირვალე ქოთანი სჭირდება, რადგან მცენარის ეს სახეობა ფესვებიდანაც ითვისებს სინათლეს. ორქიდეების სხვა სახეობებისთვის კი გამჭვირვალე ქოთანი საჭირო არ არის, რადგან მათ ფესვებს სინათლე არ სჭირდებათ.