EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« „პატრიარქმა პრემიერს კატეგორიულად მოსთხოვა მამა გიორგის განთავისუფლება და გამოძიების შეწყვეტა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-02-18 15:31:15

პატრიარქმა პრემიერს კატეგორიულად მოსთხოვა მამა გიორგის განთავისუფლება და გამოძიების შეწყვეტა

პატრიარქმა პრემიერს კატეგორიულად მოსთხოვა მამა გიორგის განთავისუფლება და გამოძიების შეწყვეტა

„პატრიარქს პრემიერისთვის კატეგორიულად მოუთხოვია მამა გიორგის განთავისუფლება და გამოძიების შეწყვეტა!"- ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ხელისუფლება თბილისში პატრიარქის საზეიმო დახვედრას გეგმავს, რასაც პოლიტიკოსი მთავრობის მხრიდან პირფერობად აფასებს. 

„საინტერესო ინფო მომაწოდეს!
- ხელისუფლება გეგმავს გერმანიიდან დაბრუნებულ პატრიარქს გრანდიოზული საზეიმო დახვედრა მოუწყონ! ამისათვის უკვე დაიწყო პარტიული და ადმინისტრაციული რესურსის ჩართვა!
---- წარმოგიდგენიათ რა ვაზელინები არიან? ჯერ გადაუარეს საპატრიარქოს და დედა ეკლესიას და ეხლა "ვაზელინ წაცხობილები" ცდილობენ სიტუაციის დალაგებას! არ გრცხვენიათ თქვე უბედურებო? ასეთი მართლაც რომ უნიათოები როგორ ხართ? 4-5 წელიწადში სახელმწიფო მართვა ვერ ისწავლეთ! თუმცა მევახშეებმა და ავტოგოლშიკებმა რა სახელმწიფო მართვა რა პოლიტიკა... მოკლედ რა!
ps თურმე პატრიარქს პრემიერისთვის კატეგორიულად მოუთხოვია მამა გიორგის განთავისუფლება და გამოძიების შეწყვეტა! საინტერესოა ვის შეეწმინდება ხელი?"- წერს ლადო სადღობელაშვილი.