EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობდა დატოვა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: keke
თარიღი: 2017-02-19 01:15:21
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენმა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა. როგორც ირკვევა შოთაძის გადადგომის მიზეზი, ე.წ. ციანიდის საქმეა.
„ჯი-ეიჩ-ენის“ წყაროს ინფორმაციით ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან დღეს გადადგა. ამ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში არ ადასტურებენ, თუმცა „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ორშაბათს გაკეთდება.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის ნოემბრიდან იკავებდა.
ამავდროულად საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს...
"მედიასაშუალებებში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს" ,- ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.