EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2017-02-20 14:33:47
როდესაც საქმე სახლის ყვავილებს ეხება, რატომღაც თვლიან, რომ მხოლოდ წყლის დასხმა და დროდადრო მიწის გამოცვლა, სავსებით საკმარისია. მაგრამ, ეს ასე არ არის.
ოთახის ყვავილებსაც ესაჭიროება გამოკვება და კიდევ უფრო ხშირად, ვიდრე ბაღების და აგარაკის ყვავილებს. თუ სახლის ყვავილი დიდ, ფართე ქოთანში არის ჩარგული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საკმარისი რაოდენობის მინერალური ნივთიერებები აქვს. მცენარეები, ქოთანში ჩარგვიდან, გარკვეული დროის შემდეგ, მიწას ფიტავენ და ამიტომ, მათი გამოკვება არის საჭირო.
გამოუცდელი ყვავილების მოყვარულები, ყვავილის კვების პრობლემას, მისი ახალ ქოთანში გადარგვით აგვარებენ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმარისი არ არის და ახალი მიწის შემადგენლობაში არსებული მინერალები, მცენარეს მხოლოდ 2 თვის მანძილზე ყოფნის. ამის შემდეგ, მიწა ისევ იფიტება და მცენარე შიმშილს იწყებს.
ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ყვავილს დამატებითი კვება ესაჭიროება. ამის ნიშანი შეიძლება იყოს: ნელი ზრდა; სუსტი წაგრძელებული ღეროები; გახუნებული, ცუდად “გაფერადებული" ან პატარა, გაუწყლოვებული ფოთლები; ყვავილების არ ქონა; ფოთლების გაყვითლება, მათზე ლაქების გაჩენა და ფოთოლცვენა.
თუ ყვავილს, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, რომელიმე აღენიშნება, სასწრაფოდ სასუქი უნდა მიაწოდოთ, რომლის მომზადება, სახლის პირობებში, ადვილად შეიძლება.
ამ სასუქებიდან რომელიმე აირჩიეთ და თქვენი ყვავილი გადაარჩინეთ.
შაქარი
ყველაზე პოპულარული სასუქი, ნატურალურ სასუქებს შორის, რომელიც ყვავილების საკვებად გამოიყენება, ჩვეულებრივი შაქარი არის. პირველად ვინ გამოიყენა შაქარი სასუქად, ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია შედეგი, რომელიც მისი გამოყენების შემდეგ მიიღება:
როგორც ცნობილია, შაქარი ფრუქტოზის და გლუკოზის ნაერთი არის. ფრუკტოზა ყვავილებს არაფერში სჭირდება, მაგრამ გლუკოზა 2 ფუნქციას ასრულებს. ის მცენარის ცხოველმოქმედების (სუნთქვა, სასარგებლო ნივთიერების ათვისება და ა. შ.) ენერგიის წყაროა და შესანიშნავი საშენი მასალა არის, რომელიც რთული ორგანული მოლეკულების ფორმირებისას გამოიყენება.
მაგრამ არის ერთი ნიუანსი: ლუკოზა – მოლეკულების მშენებლობისთვის იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ მისი ათვისება მოხდება. გლუკოზის ასათვისებლად კი, ნახშირორჟანგი არის საჭირო. თუ ეს გაზი საკმარისი რაოდენობით არ იქნება, მიწაზე მოხვედრილი გლუკოზა, ობის ბაქტერიების საკვებად იქცევა და მცენარეს ობი მოეკიდება. ამიტომ შაქართან ერთად, სასუქის მომზადებისას, დამატებითი კომპონენტებიც უნდა გამოიყენოთ.
საჭირო ინგრედიენტები:
სარეველა მცენარე, ჭინჭარი ან თივა
შაქარი – 2 ს. კ.
წყალი
მომზადება:
ვიდრე მომზადებას დაიწყებთ, წინა დღეს, ონკანიდან აიღეთ წყალი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 24 სთ, რომ ქლორი აორთქლდეს > აიღეთ პატარა ვედრო ან პატარა და ღრმა თასი, მოათავსეთ შიგნით ბალახი ან თივა და იმდენი წყალი დაასხით, რომ ბალახი დაიფაროს > ასე გააჩერეთ მანამდე, ვიდრე ლპობას არ დაიწყებს ბალახი. ცუდი სუნი რომ აუვა, ნაყენი გადაწურეთ > 1 ლ. წყაროს წყალში გახსენით 100 მლ. ბალახის ნაყენი და 2 ს. კ. შაქარი.
ასე მომზადებული სასუქი, შეგიძლიათ დაუსხათ და მიასხუროთ თქვენს მცენარეს, თვეში ერთხელ.
ყავის ნალექი
ამ სასუქის მომზადება საჭირო არ არის. უბრალოდ, როდესაც ყავას დალევთ, მორჩენილი ნალექი მიწას შეურიეთ. ამის შედეგად, მიწა გაფხვიერდება და ნიადაგის მჟავიანობა გაიზრდება.
ციტრუსები და ბანანი
ფორთოხლის ცედრით, მანდარინის და ბანანის ქერქით ძალიან კარგი და სასარგებლო სასუქის მომზადება შეიძლება.
ფორთოხლის ცედრით და მანდარინის ქერქით ნაყენის მოსამზადებლად: აიღოთ 1 ლიტრიანი ქილა, 1/3-ზე ჩაყარეთ ციტრუსის ქერქი და შეავსეთ მდუღარე წყლით პირამდე > გააჩერეთ ნაყენი 24 სთ. > გადაწურეთ მეორე ლიტრიან ქილაში და შეავსეთ ქილა სუფთა (წყაროს) წყლით.
თითქმის ასევე მზადდება ბანანის ქერქის სასუქი: დაანაწევრეთ ქერქი და მოათავსეთ ლიტრიან ქილაში ნახევრამდე > შეავსეთ ქილა წყლით > გააჩერეთ 24 სთ. > ამოიღეთ ქერქი ქილიდან და შეავსეთ წყლით.
ციტრუსის და ბანანის ქერქით “ასორტის" მომზადებაც შეიძლება: თანაბარი რაოდენობით ციტრუსის და ბანაბის ქერქი დაანაწევრეთ და მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში 1/3-ზე > დაამატეთ 2 ჩ. კ. შაქარი > დაასხით თბილი წყალი, ისე რომ ქერქი დაიფაროს > 3 კვირის მანძილზე მოათავსეთ თბილ ადგილზე და დროდადრო შეანჯღრიეთ > მიღებული ნაყენი მაცივარში შეინახეთ.
“ასორტის" გამოყენება შეგიძლიათ თვეში ერთხელ – 1 წილი ნაყენი გააზავეთ 20 წილ წყალში და დაუსხით მცენარეს.
ნაცარი
კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, თუთია და არა მარტო. ამ ყვეაფერს ნაცარი შეიცავს და ის საუკეთესო სასუქი არის მცენარეებისთვის.
ნაცრის გამოყენება შეიძლება როგორც მშრალი, ისე ნაყენის სახით.
მშრალი ნაცარი გამოიყენება მცენარის გადარგვის დროს. მას ნიადაგში ურევენ და მასში რგავენ მცენარეს. ხოლო ნაყენის მოსამზადებლად, 1 ს. კ. ნაცარი გახსნათ 1 ლ. წყალში.
საფუარი
საფუარი გამოყოფს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, რომლებიც მცენარის ზრდის სტიმულირებას იწვევს.
საფუარის სასუქის მოსამზადებლად: 10 გრ. საფუარს და 1 ს. კ. შაქარს დაასხით 1 ლ. ოდნავ თბილი წყალი (მშრალი საფუარის შემთხვევაში, 10 გრ. საფუარზე, 3 ს.კ. შაქარი და 10 ლ. წყალი არის საჭირო). საფუარის სახეობის მიუხედავად, გააჩერეთ ნაყენი 2 სთ. და შემდეგ, გააზავეთ წყალში პროპორციით 1:5.
ხახვის კოკტეილი
ხახვის კოკტეილს, მეორენაირად «მაცოცხლებელ კოქტეილსაც» ეძახიან, რადგან მასში უამრავი მიკროელემენტია, რომელიც მცენარეებისთვის სასარგებლო და აუცილებელია.
ამ კოკტეილის მოსამზადებლად: 50 გრამ ხახვის ფურცელს დაასხით 2 ლ. ცხელი წყალი > მიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ადუღეთ 10 წუთი > გააჩერეთ 3 სთ. > როდესაც კარგად გაცივდება, ნაყენი გადაწურეთ და მცენარეს მიასხურეთ.
აკვარიუმის წყალი
აკვარიუმის წყლს გამოყენებაც შეიძლება სასუქად. მასში უამრავი სასარგებლო ნივთიერება არის, რომელიც მცენარის ზრდის სტიმულირებას იწვევს. ეს წყალი ძალიან რბილია, აქვს ნეიტრალური рН. მაგრამ, მისი გამოყენება მცენარეების გამოსაკვებად, მხოლოდ გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში შეიძლება — როდესაც მცენარეებს ფოთლები, ყლორტები და პწკალები გამოსდის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოყენება მხოლოდ თვეში ერთხელ შეიძლება. რადგან ხშირი გამოყენების შემთხვევაში, მიწის ზედაპირი წყალმცენარეებით დაიფარება და ხავსი გჩნდება.
ქარვის მჟავა
ქარვას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს და ის მცენარეების სასუქადაც გამოიყენება. ქარვის მჟავა, ნატურალური ქარვის გადამუშავების შედეგად მიღებული, ფხვნილით მზადდება.
სასუქის მოსამზადებლად: 1 გრ. ფხვნილს დაასხით 5 ლ. წყალი.
სითხე გამოიყენება როგორც მოსარწყავად, ისე მისასხურებლად.
გაითვალისწინეთ: ამ მჟავის გამოყენება, მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სარგებლის ნაცვლად, ზიანი მიაყენოს მცენარეს.