EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ნარკოტიკი - ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ფსიქიკური მდგომარეობის შესაცვლელად »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Drugger

თარიღი: 2017-02-20 15:06:38

ნარკოტიკი - ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ფსიქიკური მდგომარეობის შესაცვლელად

რა არის ნარკოტიკი?

drugs, cocine, sigaretes

ნარკოტიკი არის ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ფსიქიკური მდგომარეობის შესაცვლელად – თრობის, “კაიფის” მისაღებად.

ყველა ნარკოტიკის თვისებაა, გამოიწვიოს დამოკიდებულება. ადრე თუ გვიან, ადამიანს უჩნდება დაუძლეველი ლტოლვა, მიიღოს ნარკოტიკი. ამ დროს ამბობენ, რომ მას განუვითარდა დაავადება ნარკომანია.

 

რატომ იყიდება ნარკოტიკები?

ზოგიერთი ნარკოტიკი წამლად გამოიყენება ოპერაციების დროს ან ძლიერი ტკივილების გასაყუჩებლად. ამიტომ მათი ყიდვა აფთიაქშიც შეიძლება ექიმის დანიშნულებით.

ნარკოტიკები უკანონოდაც იყიდება, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც სხვისთვის ზიანის მიყენებით ფულს შოულობენ. ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია და ამაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს.

 

ყველა ნარკოტიკი სახიფათოა?

გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ არსებობს “მსუბუქი” და “მძიმე”, “სახიფათო” და “ნაკლებად სახიფათო” ნარკოტიკები.

სიმართლე ის არის, რომ ყველა ნარკოტიკი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. არავინ იცის, ვისთან როდის იჩენს თავს ხიფათი.

ნარკოტიკს ბევრი სინჯავს, მაგრამ ყველა ხომ არ ხდება ნარკომანი?

მართალია, ნარკოტიკის გასინჯვა ყოველთვის არ იწვევს დაავადებას, მაგრამ ისიც მართალია, რომ რომ ყველა ნარკომანმა, ოდესღაც, გასინჯვით დაიწყო და არ აპირებდა, ნარკომანი გამხდარიყო.

წინასწარ არავინ იცის, როგორ იმოქმედებს მასზე ნარკოტიკი და როდის იგრძნობს, რომ უკვე დამოკიდებულია.

ამიტომ, დაფიქრდით, სანამ პირველ ნაბიჯს გადადგამთ!

 

რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკებს?

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნარკოტიკის ერთხელ მიღებაც ზიანს აყენებს ორგანიზმს.

ყოველთვის, როცა ნარკოტიკი ხვდება ორგანიზმში, ყველა ორგანოს მუშაობა იცვლება. განსაკუთრებული ჯაფა ადგება ღვიძლს და თირკმლებს _ ისინი მთელი დატვირთვით მუშაობენ, რომ ორგანიზმი ამ შხამისგან გაწმინდონ. ნარკოტიკები აზიანებენ თავის ტვინს.

მოზარდებისთვის ნარკოტიკის მიღება განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ფერხდება ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება.

 

რას ნიშნავს ნარკოტიკზე დამოკიდებულება?

დამოკიდებულება არის ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება.

ამბობენ, რომ ყველა ნარკოტიკი არ იწვევს დამოკიდებულებას. ეს სიცრუეა.

სიმართლე ის არის, რომ სხვადასხვა ნარკოტიკი სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას იწვევს. ზოგიერთი ნარკოტიკი ძალიან მალე იწვევს “ლომკას” _ ფიზიკურ დამოკიდებულებას. ზოგი კი ფიზიკურ ტკივილს არ იწვევს, მაგრამ ძალიან ძლიერ ფსიქიკურ დამოკიდებულებას აყალიბებს.

ნებისმიერი ნარკომანი დაგიდასტურებთ, რომ ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ნარკოტიკს “კაიფისთვის” კი აღარ იღებს, არამედ უნარკოტიკობით გამოწვეული ტკივილებისგან თავის დასაღწევად.

 

შეუძლია ნარკომანს აკონტროლოს სიტუაცია?

ნარკომანებს შორის გავრცელებული აზრი – როცა მომინდება, მაშინ დავანებებ თავს – მხოლოდ თავის მოტყუებაა.

სიმართლე კი ის არის, რომ ყველა ნარკომანს ბევრჯერ უცდია თავის დანებება, მაგრამ დაუხმარებლად ამას ერთეულები ახერხებენ.

ნარკოტიკი ტვინს აზიანებს, ამიტომ ქვეითდება საკუთარი მდგომარეობის და შესაძლებლობების სწორად შეფასების უნარი. მთავარი, რასაც ნარკოტიკი ართმევს ადამიანს, არის თავისუფლება და ძალა – ნარკოტიკი მართავს ადამიანს და არა ადამიანი ნარკოტიკს.