EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საყრდენი სისტემები — ჟოლოს ბაღის გაშენებისთვის »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-20 16:20:58

საყრდენი სისტემები — ჟოლოს ბაღის გაშენებისთვის

ჟოლოს ბაღის გაშენება

ჟოლოს ვერტიკალურად იზრდება, მაგრამ ზრდასა და ნაყოფის მოცემასთან ერთად იხრება. ამიტომ, ტოტების გასამაგრებლად და სწორი ზრდის შესანარჩუნებლად აუცილებელია მავთულის საყრდენი სისტემის მოწყობა.

ჟოლოს საყრდენი სისტემის რამდენიმე ტიპი:

  • ორიარუსიანი ერთმავთულიანი (I—სებრი) საყრდენი სისტემა;
  • ორიარუსიანი ორმავთულიანი (T—სებრი) საყრდენი სისტემა;
  • ორიარუსიანი დახრილი (V—სებრი) საყრდენი სისტემა;
  • ორიარუსიანი დახრილი (Y—სებრი) საყრდენი სისტემა.

უმეტესად გამოიყენება:

  • ორიარუსიანი ერთმავთულიანი (I—სებრი) საყრდენი სისტემა;
  • ორიარუსიანი ორმავთულიანი (T—სებრი) საყრდენი სისტემა.

I—სებრი საყრდენი სისტემა უფრო ხშირად გამოიყენება მეორე წელს მსხმოიარე ჯიშებისთვის, T—სებრი სისტემა კი უფრო ხშირად გამოიყენება პირველივე წელს მსხმოიარე ჯიშებისთვის.

I—სებრი სისტემის შემთხვევაში ღეროები ინდივიდუალურად მაგრდება ორივე მავთულზე.

ჟოლო

საყრდენი ბოძები უნდა განთავსდეს 8—10 მეტრის დაშორებით რიგის/კვლის ცენტრში.

საჭიროა ყოველი რიგის ბოლოს სათავე საყრდენი ბოძების გამაგრება ღუზებით მავთულის დაჭიმულობის უზრუნველსაყოფად.

I—სებრ სისტემაში ორი მავთული დამაგრებულია საყრდენ ბოძებზე ნიადაგის ზედაპირიდან, დაახლოებით, 80 სმ და 1.7 მ სიმაღლეზე.

ჟოლო

T—სებრ სისტემაში საყრდენი ბოძები, ასევე, უნდა განთავსდეს 8—10 მეტრის დაშორებით, რიგის/კვლის ცენტრში.

თუმცა, ამ სტრუქტურაში ორი 60 სმ სიგრძის ხის T—სებრი კონსტრუქცია (2.0 x 2.5 სმ x60 სმ) ემაგრება ყოველ ბოძს, დაახლოებით, 80 სმ და 1.7 მ სიმაღლეზე ნიადაგის ზედაპირიდან

ჟოლო

საყრდენი ბოძები ნიადაგში უნდა დამაგრდეს, დაახლოებით, 0.8 მ სიღრმეზე და მისი სიმაღლე მიწის ზედაპირიდან უნდა იყოს თითქმის 2 მ.

T—ს ტიპის შპალერის თითოეულ კიდეზე უნდა მიემაგროს მოთუთიებული მავთულები ან ნეილონის სიმები რიგის მთელ სიგრძეზე.

მავთულებს ან სიმებს შორის მანძილი უნდა იყოს, დაახლოებით, 60 სმ.

ღეროები ფორმირდება ისე, რომ ისინი გაიზარდოს მავთულებს შორის. შესაძლებელია მავთულების პერპენდიკულარულად დამაგრებული მომჭერების გამოყენება მათი მოშვების/გაშლის თავიდან ასაცილებლად.

ავტორი: დევიდ პიჩა

agrokavkaz.ge