EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« უძველესი ჰოროსკოპი ზოდიაქოს 32 ნიშნისთვის გვ.2 »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: Drugger

თარიღი: 2017-02-20 17:00:59

უძველესი ჰოროსკოპი ზოდიაქოს 32 ნიშნისთვის გვ.2

მელია

1933, 1965, 1997, 2029

image

ადამიანები, რომლებივ მელიას წლებში არიან დაბადებულები, – ინტელექტით და ეშმაკობით არიან დაჯილდოვებულები. მათ შეუძლიათ ყველაზე ჩახლართული საქმეების და რთული გამოცანების ამოხსნა. მათი მოწოდება ადვოკატობა არის. ჩვეულებრივ, ამ წლებში დაბადებული ადამიანების ბედი რთული და ჩახლართული არის. მათ შეიძლება ნებისმიერი სახის ცხოვრება ჰქონდეთ – მონოტონურის გარდა! ადამიან-მელიებს სპონტანური სითამამე არ ახასიათებთ, მეტისმეტად წინდახედულები და ეშმაკები არიან. ამასთან, რთული ლაბირინთიდან მხოლოდ თვითონ კი არ გამოდიან, სხვებსაც ეხმარებიან ხაფანგიდან თავის დაღწევაში.

image

დელფინი

1934, 1966, 1998, 2030

image

დელფინის წლებში ფილოსოფოსები იბადებიან. ისინი ძალიან ჭკვიანები და იდუმალებით მოცულები არიან, არასოდეს საუბრობენ თავიაანთი განზრახვების შესახებ. ამავდროულად, ნამდვილი მშვიდობისმყოფელები არიან და ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. ადამიან-დელფინებს ყველა პრობლემის მოგვარება, ყველაზე დელიკატურად შეუძლიათ. ისინი ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად მოვიდნეენ, მაგრამ ამის დემონსტრირებას არასოდეს ცდილობენ. ამ ნიშნით დაბადებულებს, კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და ზოგიერთი “დელფინი", შეიძლება ტელაპატური ნიჭითაც იყოს დაჯილდოვებული.

image

ტახი

1935, 1967, 1999, 2031

image

ადამიანი-ტახები მამაცი და გაბედულები არიან. არასოდეს ცვლიან გადაწყვეტილებას და სიმტკიცით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ საკუთარი ძალების სწორედ შეფასება და არ უყვართ მისი ტყუილად დახარჯვა. მაგრამ, თუ დარწმუნებულები არიან თავის მიზანში, დიდხანს აღარ ფიქრობენ და ყველაფერს აკეთებენ მის შესასრულებლად. ტახებს ლიდერობა უყვართ და არ ერიდებიან ღია დაპირისპირებას, მტრობასაც კი. მიუხედავად იმისა, რომ თვითდაჯერებულები არიან, ისინი ახლობლების აზრსაც იზიარებენ, ოჯახში და მეგობრებთან თითქმის უსაზღვრო მოთმინებას იჩენენ: ვინც ძვირფასია ტახის ნიშნით დაბადებულებისთვის, შეუძლიათ პრაქტიკულად ყველაფერი აპატიონ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი-ტახი ბობოქარი სულის პატრონია, ის ხელისუფლების მორჩილია, თუ დარწმუნებულია, რომ ის კანონიერია.

image

ბუ

1936, 1968, 2000, 2032

image

ბუს წლებში დაბადებულებს, ჩვეულებრივ, ძალიან უყვართ დღე ძილი, სამაგიეროდ, ღამე აქტიურები არიან. მათ თანდაყოლილი წინასწარმეტყველობის უნარი აქვთ. ასე, რომ, მათთვის მთავარია ენდონ საკუთარ ინტუიციას – შინაგანი ხმის კარნახს. სამწუხაროდ, სწორედ ეს არის მათთვის ყველაზე რთული: ადამიანი-ბუ ყოველთვის, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. გარდა ამისა, ამ ნიშნით დაბადებულები (განსაკუთრებით მამაკაცები) ძალიან გულჩათხრობილები არიან, უჭირთ ახალი ურთიერთობების დაწყება და ოჯახის შექმნა.

image

მიმინო

1937, 1969, 2001, 2033

image

მიმინოს ნიშნით დაბადებულებს უდიდესი საქმეების კეთება შეუძლიათ, მაგრამ ისინი მოუწესრიგებლები და უყურადღებონი არიან. უყვართ თეატრალური ეფექტები და ყველაფრის გადაჭარბება. მაგრამ, კარგი ხელმძღვანელის ხელში, საუკეთესო შემსრულებლები არიან. საჭიროა მათი ცუდი განზრახვების შეკავება და სწორი მიმართულებით წარმართვა. თუმცა, ეს სულაც არ არის ადვილი: ადამიანი-მიმინოები ძალიან ამაყები არიან და ვერ იტანენ, როდესაც სხვები რამეს კარნახობენ.

 

გადაფურცლეთ გვ.1

 

ავტორი: ლალი ადიკაშვილი
 
intermedia.ge