EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მარიხუანა მეხსიერებას აქვეითებს და შიზოფრენიას იწვევს »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Drugger

თარიღი: 2017-02-20 17:40:00

მარიხუანა მეხსიერებას აქვეითებს და შიზოფრენიას იწვევს

marihuana

ფართომასშტაბურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მარიხუანის მწეველებს ფილტვები არ უზიანდებათ. თუმცა, მცირდება ყურადღებისა და მოტივაციის კოეფიციენტი. მარიხუანის მოწევა იწვევს სირთულეებს სწავლაში და ზოგადად მეხსიერების დაქვეითებას, წერს The New York Times.

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერები 20 წლის განმავლობაში 5100 მწეველს აკვირდებოდნენ. მათ შორის იყვნენ როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის, ასევე მარიხუანის მომხმარებლები. კვლევის დაწყებისას მოხალისეთა საშუალო ასაკი 25 წელი იყო.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პულმონოლოგი დონალდ ტაშკინი, 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდა მარიხუანის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.  კვლევებმა აჩვენეს, რომ მარიხუანა, ყოველდღიური მოწევის შემთხვევაშიც კი, ფილტვებზე გავლენას არ ახდენს.  

გამოცემა Journal of Neuroscience კი წერს, რომ მარიხუანა ტვინის ნაწილებს ერთმანეთთან კავშირს „აკარგინებს“. შედეგად, მისი მომხმარებლების ქცევები შიზოფრენიით დაავადებულებისას ჰგავს.

ნეიროფიზიოლოგების ჯგუფმა, რომელსაც მეთ ჯონსი ხელმძღვანელობდა, სინთეზური ნარკოტიკის გავლენა იკვლია ვირთხებზე.

მარიხუანა ზემოქმედებს ტვინის გარკვეულ ნაწილზე, კერძოდ კი, ჰიპოკამპუსზე, რომელიც პასუხისმგებელია სივრცით ორიენტაციაზე, მეხსიერების გადამუშავებასა და ინფორმაციის შენახვა–რეპროდუქციაზე. ნეიროფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ტვინის სწორედ ამ სფეროს დაზიანება იწვევს შიზოფრენიას.