EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ზაფხულისთვის, სავარაუდოდ, გაზის ტარიფი გაიზრდება »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-21 15:17:41
ზაფხულისთვის, სავარაუდოდ, გაზის ტარიფი გაიზრდება. ინფორმაციას გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს.
“რეზონანსთან” ლაპარაკისას, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიის წევრი გოჩა შონია განმარტავს, “წელს მოხდება გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის სატარიფო რეგულირება. შესაბამისად, ამ კომპანიებისთვის ტარიფი გადაიხედება. ბუნებრივი აირის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების გადათვლა 2006 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა. 10 წელია, გაზ გამანაწილებელი კომპანიები ერთი და იმავე ტარიფით მუშაობენ,” – ამბობს შონია.
“ძალიან რთულია წინასწარ საუბარი, გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადი, ჯერ უნდა შევისწავლოთ კომპანიების სატარიფო განაცხადი. ტარიფი რომ გადაიხედება უდავოა, მაგრამ არ ვიცით, რა ცვლილებას მოვახდენთ”, – აცხადებს შონია და დასძენს, რომ საფუძვლიანად მოხდება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, რის საფუძველზეც მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება.