EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მოგონებების წაშლა შესაძლებელია »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-02-21 15:40:08

მოგონებების წაშლა შესაძლებელია

თავის-ტვინი

მკვლევარებმა მოახერხეს იმის დამტკიცება, რომ მოგონებების წაშლა შესაძლებელია. ინფორმაციას The Independent აქვეყნებს.

მეცნიერებმა შეძლეს მიეკვლიათ ტვინის უჯრედებისთვის, რომლებიც კონკრეტულ მოგონებებს ინახავენ. ამის შესახებ ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესომა შინა ჯოსლინმა ყოველწიურ სამეცნიერო კონფერენციაზე ილაპარაკა.

An-experiment-on-a-mouse

კვლევის პროცესში, მეცნიერები ამ კონკრეტულ უჯრედებზე, გარკვეული ხმოვანი სიგნალის დასრულებისთანავე, მცირე ელექტროდარტყმებს ახორციელებდნენ. რაღაც დროის შემდეგ, ტვინმა ხელოვნურ ზემოქმედებაზე რეაგირება შეწყვიტა, ანუ ტვინში არ დარჩა მოგონება ტკივილის გამომწვევი მომენტის შესახებ.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ამ უჯრედების ხელმეორედ სტიმულირება, ანუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნება შეძლეს, აღმოჩნდა, რომ მათ ასოციაციურად დამახსოვრებული ჰქონდათ ე.წ. “საშიში სიგნალები”.

An-experiment-on-a-mouse

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ ტიპის კვლევების ჩატარება ადამიანებზე, ეთიკური ნორმების გამო, შეუძლებელია. თუმცა ფიქრობენ, რომ მომავალში, ტრავმული მოგონებების გონებიდან ამოშლა შესაძლებელი იქნება.