EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჯეჯელავა:- გალაკტიონი არაკომპეტენტური იყო, მან ზუსტად იცოდა რომ მთვარე მთაწმინდისაა? »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-22 12:31:05
მას ეგონა, რომ მთვარე მთაწმინდისაა. ამიტომ ჩვენ ეს ამბავი უნდა გამოვასწოროთ, თორემ როდესაც ბავშვები ამ ლექსს ასეთი ფორმით წაიკითხავენ, შეცდომაში შევლენ. ამ ლექსს სასწრაფოდ უნდა დაერქვას - „მთვარე, რომელიც მთწმინდიდან დავინახე“. ეს საკთხი გავარკვიეთ, მაგრამ ახლა მაინტერესებს თავად გალაკტიონის კვალიფიკაცია.
საქართველოს განათლების ყველაზე ნოვატორი და გენიოსი მინისტრი მესამე ვიცე-პრემიერად დააწინაურეს და ბუნებრივია, შეიფერა კიდეც. კერძოდ, ვიცე-პერემიერს აღარ შეეფერება დაბალი დონის ზღაპრებზე ლაპარაკი და დროა, უკვე კლასიკაზე გადავიდეს.
როგორც ჩვენი ჯეჯელავაზე არანაკლებ ტუტუცი კორესპონდენტი გვატყობინებს, მესამე ვიცე- პრემიერმა არც აცია არც აცხელა და მორიგ საკბილოდ პირდაპირ გალაკტიონი აირჩია. როგორც ჯეჯელავა ამბობს, გალაკტიონი ჭიანჭველაზე კიდევ უფრო არაკვალიფიციურია და მისი ყველაზე ცნობილი ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ სასწრაფოდ არის ასაკრძალი.
ჯეჯელავას არგუმენტები, როგორც ყოველთვის, ნოვატორულია და მათი წაკითხვისა თუ მოსმენის შემდეგ, ყველანი დარწმუნდებით, რომ ასეთი განსხვავებული თვალით და ხედვით ამ ლექსისთვის და გალაკტიონის შემოქმედებისთვის ჯერ არავის შეუხედავს.
ჩვენი ჯეჯელავაზე უფრო ტუტუცი კორესპონდენტი კომბლეს ფორმაში გადაცმული ესწრებოდა იმ ბანკეტს, სადაც „გაწონასწორებულმა“ და მისმა „კამანდამ“ ჯეჯეს გავიცეპრემიერება აღნიშნეს. ჯეჯემ თანაგუნდელებს წაუკითხა მისი ნოვატორული ხედვა „მთაწმინდის მთვარის შესახებ“ და როდესაც საქეიფო დარბაზი ტაშმა და ოვაციებმა შეაზანზარა, გალეწილ მთვრალს ფურცელი მაგიდის ქვეშ დაუვარდა. ჩვენი ჯეჯეზე უფრო ტუტუცი კორესპონდენტი ეცა ამ ფურცელს და იმ წამს რედაქციისკენ მოკურცხლა. გთავაზობთ ჯეჯელავას ნოვატორულ განსჯას გალაკტიონის
„მთაწმინდის მთვარის“ შესახებ უცვლელად:-
„დავიწყოთ იმით, რომ ეს მთვარე ნამდვილად მთაწმინდის იყო? ეს ხომ სიბნელეა! არ შეიძლება მთვარე ეკუთვნოდეს რომელიმე ადგილმდებარეობას. მთვარე როდესაც ამოდის, იგი ჩანს ერთნაირად დედამიწის მთელი ერთი ნახევარსფეროდან და ამიტომ არ შეიძლება ის მხოლოდ მთაწმინდის იყოს! სიმართლე გითხართ, მეც არ შემიხედია ჯერ მთვარისთვის ამ თვალით, მაგრამ გუშინ დავგუგლე და ეს რომ წავიკითხე გუგლიში, უკვე სულ სხვა თვალით დავუწყე მთვარეს მზერა. როგორც ჩანს, გალაკტიონს არ ჰქონდა გუგლი. ამიტომ მას ეგონა, რომ მთვარე მთაწმინდისაა. ამიტომ ჩვენ ეს ამბავი უნდა გამოვასწოროთ, თორემ როდესაც ბავშვები ამ ლექსს ასეთი ფორმით წაიკითხავენ, შეცდომაში შევლენ. ამ ლექსს სასწრაფოდ უნდა დაერქვას - „მთვარე, რომელიც მთწმინდიდან დავინახე“. ეს საკთხი გავარკვიეთ, მაგრამ ახლა მაინტერესებს თავად გალაკტიონის კვალიფიკაცია. მოგეხსენებათ ეს ცრუ ლექსი იწყება ასე - „ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი“. ნუთუ ეს არ არის ძალიან არაკვალიფიციური განცხადება? რა იცის ვინმე პოეტმა გალაკტიონმა როდესმე მთვარე იყო თუ არა ასე წყნარი? იქნებ იყო? მე მაგალითად დავგუგლე და დავადგინე, რომ გაცილებით წყნარი მთვარე იყო 1456 წლის 24 მაისს! საიდან და როგორ მიმტკიცებს გალაკტიონი, რომ სწორედ მაშინ იყო ყველაზე წყნარი მთვარე, როდესაც მან ეს ლექსი დაწერა? აი რა არის, ჩემო კარგებო არაკომპეტენტურობა! ზოგადად, ამ ქვეყანას ეგ ღუპავს, რომ ყველა იმ საქმეს არ აკეთებს რაშიც კომპეტენტურია. გალაკტიონი რომ ყოფილიყო ასტრონომი, ხომ ეცოდინებოდა, რომ ამაზე უფრო წყნარი მთვარე ადრე არაერთხელ ყოფილა და აღარ მოატყუებდა მომავალ თაობებს, თითქოს ყველაზე წყნარი მთვარე მან ნახა?! მე მიმაჩნია, რომ ეს სტრიქონი უნდა გადაკეთდეს ასე - „მე პირადად, ჯერ არ მინახავს ამაზე წყნარი მთვარე“. მომავალში კი, მსგავსი შეცდომები რომ არ დაგვემართოს, ვიდრე მთვარეზე ლექსს დავწერთ, ჯერ უნდა გავიაროთ ასტორნომიის კურსები, ერთხელ მაინც უნდა გავფრინდეთ კოსმოსში და შევისწავლოთ რანაირია მთვარე. ან დავგუგლოთ მაინც. გადასარევი იქნება თუკი მთვარეზე მოჯმასაც მოვახერხებთ, მაგრამ ამის შესახებ უკვე მომდევნო ლექციაზე გესაუბრებით“
ასე მთავრდება აწ უკვე ვიცეპრემიერ ჯეჯელავას პირველი ლექცია მთვარეზე და გალაკტიონზე. მეორე ლექცია, როგორც ამ ნაწერიდან გავიგეთ, მოჯმის შესახებ უნდა ჩაატაროს და ნეტავ,როგორ მოემზადა იგი ამისთვის? კარგად გაქექა და შეისწავლა? აჰ, თუმცა, ის ხომ უკვე დიდი ხანია მძღნერის ჭამის ცნობილი სპეციალისტია და სავარაუდოდ, არც ამის შესახებ ლექციის წაკითხვა უნდა გაუჭირდეს.