EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ირინა სარიშვილი – მინდა მივმართო პატრიარქზე გადაფარებულ გულშემატკივრებს, რომლებიც მზად არიან მამა გიორგი შუაზე გაგლიჯონ, ცოტა მოდუნდნენ »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-22 15:10:41
,,არც ერთი სიტყვის არ მჯერა იმ ბრალდებიდან, რაც გამოითქმის და ისმის მამა გიორგი მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ მე ვიცი ვისზეა საუბარი და გამომდინარე იმ კომიკური სიტუაციიდან, რაც შეიქმნა ამ ბრალდებების ფონზე”, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ე.წ. ციანიდის საქმეს გადაცემა ,,პრიორიტეტის” ეთერში.
ირინა სარიშვილის განცხადებით, მას არ სჯერა პროკურატურის ვერსიის და არ მოსწონს მთავრობის წარმომადგენლების საპატრიარქოში მისვლის ფაქტი.
,,პატრიარქთან და მის წარმომადგენლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და მინდა მივმართო პატრიარქზე გადაფარებულ, გააფთრებულ მის გულშემატკივრებს, რომლებიც მზად არიან მამა გიორგი შუაზე გაგლიჯონ, ცოტა მოდუნდნენ და დაელოდონ მოვლენების განვითარებას.
რომელი ანალიზი უნდა გაკეთდეს იმ ვითარებაში, როდესაც ერთი მხრივ, მამა გიორგისგან და მისი დაცვისგან ამ გაუთქმელობის ფონზე მესმის რა უთხრა ერთმა მამალაძემ მეორეს, მერე რა უპასუხა ამ მეორემ პირველს, როგორ მივიდა მამა გიორგი ერთთან და ციანიდის ყიდვა მინდაო, რომ ერთი სასულიერო პირი მოვკლაო, მან უარი უთხრა და ჩაუშვა. ახლა წავიდა კიდევ ვერსიები, რომ ციანიდი სხვადასხვა კატეგორიის არსებობს.
ამ ყველაფრის ფონზე არც ის მომწონს, რომ მთავრობის დელეგაცია დღეს პატრიარქს სტუმრობს, არც ის მომწონს, როდესაც მამა გიორგისთან წავა მოლაპარაკებები, სავარაუდოდ”, – განაცხადა ირინა სარიშვილმა ,,პრიორიტეტის” ეთერში.
primetime.ge