EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სამართალდამცველები მამა გიორგის ეუბნებოდნენ, რომ ის აპირებდა პატრიარქის მოწამვლას – მიხეილ რამიშვილი »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: Juloboy

თარიღი: 2017-02-22 15:31:06

სამართალდამცველები მამა გიორგის ეუბნებოდნენ, რომ ის აპირებდა პატრიარქის მოწამვლას – მიხეილ რამიშვილი

მიხეილ-რამიშვილი

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ჩამოსვლამდე დუმილის უფლებას იყენებდა. მან აღნიშნა, რომ დეკანოზის ადვოკატებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა მოახერხეს და საქმის გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს.

„თვითონ პირადად ძალიან დაინტერესებულია, რომ ეს ყველაფერი იქნეს გარკვეული ბოლომდე სამართლიანად. საუბრის პერიოდში ძალიან ბევრჯერ მოიკითხა მამა გიორგის მდგომარეობა,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, პატრიარქს მამა გიორგის პოზიცია გააცნეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის სახელი წერია და მოტივაციად ანგარება არის დასახელებული.

არჩევანის ეთერში დეკანოზის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ ბრალდებას მამა გიორგი მამალაძე უარყოფს.

„დაკავების შემდეგ, როდესაც გადაჰყავდათ მოდულის შენობაში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები მას ეუბნებოდნენ, შენ იცი რისთვის ხარ დაჭერილი… რამდენჯერმე გაუმეორეს, რომ ჩვენ ვიცით, რომ შენ აპირებდი პატრიარქის მოწამვლას,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.