EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შხამიანი ჩიტები ახალ გვინეაში »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-02-23 16:51:16

შხამიანი ჩიტები ახალ გვინეაში

ახალ გვინეაში მიაკვლიეს ბეღურასნაირთა ორ შხამიან სახეობას. ესენია: შავ-ნარინჯისფერი პიტოხუ და ლურჯქუდა კოვალდის იფრითი.

იფრითი

 

გაირკვა, რომ პიტოხუს  კაშკაშა ნარინჯისფერი მტრისთვის გამაფრთხილებელი ნიშანია. ჩიტის არა მარტო შინაგანი ორგანოები და კანი, არამედ ბუმბულიც კი შხამით არის გაჟღენთილი, რომელიც გულის კუნთის დამბლას იწვევს.

პიტოხუსთან კონტაქტი სასიკვდილოა - ერთ ჩიტს ასობით მღრღნელის მოკვლა შეუძლია.პიტოხუ


გაირკვა, რომ შხამს ჩიტი კი არა, ის ხოჭო გამოიმუშავებს, რომელსაც პიტოხუ სიამოვნებით მიირთმევს, ხოლო თავად ჩიტუნას შხამის მიმართ იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული.

პიტოხუზე ორჯერ პატარაა იფრითი (ადგილობრივთა ენაზე - "მწარე ჩიტი"). მასაც ანალოგიური იმუნიტეტი აქვს და ზუსტად იმავე ხოჭოს მიირთმევს. ყველაზე მეტი შხამი მკერდსა და კლანჭებში უგროვდება და მასთან კონტაქტიც, ცხადია, სახიფათოა. ამიტომ იფრითსაც ისევე ერიდებიან, როგორც პიტოხუს.