EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დონალდ ტრამპი: ამერიკას ბირთვულ სახელმწიფოთა შორის წამყვანი პოზიცია უნდა ეკავოს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Juloboy
თარიღი: 2017-02-24 16:31:00
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ბირთვულ სახელმწიფოთა შორის წამყვანი პოზიცია უნდა ეკავოს და მისი ბირთვული პოტენციალი უნდა გაიზარდოს.
"მე პირველი ვიყავი, ვისაც სურდა, რომ ბირთვული იარაღი არავის ჰქონოდა... ვოცნებობ, რომ არც ერთ ქვეყანას ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. მაგრამ თუ ქვეყანა აპირებს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, ჩვენ მათ შორის ლიდერები ვიქნებით ",- განაცხადა ტრამპმა.
ე.წ. ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე ხელშეკრულებას, დონალდ ტრამპმა "ცალმხრივი შეთანხმება" უწოდა.
"კიდევ ერთი ცუდი გარიგება, რომელიც უკვე ქვეყანამ გააფორმა... ჩვენ ვაპირებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კარგი საქმეების გაკეთება დავიწყოთ," - განაცხადა მან.
ამა წლის 28 იანვარს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონის ხელმძღვანელს ქვეყნის ბირთვული ძალების მდგომარეობის შესწავლა დაავალა.
"თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის ბირთვული ძალების ანალიზი უნდა განახორციელოს, რათა აშშ-ის ბირთვული ძალა თანამედროვე, მძლავრი, მობილური იყოს. ბირთვული ძალის მეშვეობით ჩვენ XXI საუკუნის საფრთხეებს უნდა ვუპასუხოთ და მოკავშირეები დავიცვათ", - ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მისი თქმით, ამერიკის შეიარაღებული ძალების „რესტრუქტურიზაციას" ისახავს მიზნად.