EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« „აგარის შაქარმა” წარმოება შეაჩერა – ქარხანა უკვე რამოდენიმე თვეა დახურულია »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: Juloboy
თარიღი: 2017-02-24 17:04:55
„აგარის შაქარმა” მუშაობა შეაჩერა, – ქარხანა უკვე რამოდენიმე თვეა გაჩერებულია და მისი დირექტორი კონკრეტულ დროს თუ როდის განახლდება მუშაობა ვერ ასახელებს.
ალხან ალიზადე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს, რომ ქარხანა იმპორტირებულ პროდუქციას ფასის კუთხით კონკურენციას ვერ უწევს. უმეტესად კი საქართველოში შაქარი უკრაინიდან შემოდის. ამასთან, ალიზადე განმარტავს, რომ ფასის ცვლილება საერთაშორისო ბირჟებზე არასტაბილურობამ გამოიწვია.
“ქარხანა ჯერ-ჯერობით მუშაობას ვერ განაახლებს. კონკრეტულ დროს ვერ ვიტყვით თუ როდის განვაგრძობთ მუშაობას, რადგან არ ვიცით საერთაშორისო ბირჟებზე ფასები როდის დასტაბილურდება”, – აღნიშნავს ქარხნის დირექტორი. მისი განცხადებითვე, პროდუქციის ფასი რომელიც საქართველოში იმპორტით შემოდის გარკვეულწილად დემპინგურია.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “აგარის შაქარი“ პროდუქციის წარმოებას და რეალიზებას გასული საუკუნიდან ახდენდა.