EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ქართული სუფრა და სადღეგრძელოები - გაგრძელება »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2017-03-01 12:41:46

ქართული სუფრა და სადღეგრძელოები - გაგრძელება

ქართული სუფრა

უდროოდ გარდაცვლილთა სადღეგრძელო

ერთი დიდებული ქართველი ამბობს: “ქართველთა ლხინს მცირეოდენი სევდის გარეშე ლხინი არ ეთქმის” და აქ არაფერია გადაჭარბებული. ეს წესი ჩვენმა ისტორიამ განსაზღვრა, ჩვენმა რელიგიამ, ჩვენმა ქრისტიანულმა მორალმა ჩამოგვიყალიბა და ეს, ერთი შეხედვით, თითქოსდა შეუსაბამო ფაქტი, ჩვენი ხასიათის თვისებად გვიქცია. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ თუ დღეს, ამ ლხინისა და ბედნიერების დღეს, ამ ტოტალური ქეიფის დღეს, მცირეოდენი სევდა და მინორები შემოგვეპაროს. მეგობრებო! მე ამ სასმისით მინდა შემოგთავაზოთ იმ ადამიანთა ხსოვნისა და მოგონების სადღეგრძელო, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ და არ არიან, რომელთაც ყველა ჩვენგანივით სურდათ სიცოცხლე, მაგრამ, ვაი, რომ ბედისწერას თავისი გზები აქვს, თავისი კანონები და და ადამიანის სურვილებს თუ წინასწარ შედგენილ გეგმა-პროგნოზებს, სამწუხაროდ, არ მიჰყვებიან. ბატონებო! გარდა იმისა, რომ წარმოუდგენლად მძიმეა და ტკივილიანი ეს გრძნობა, გარდა იმისა, რომ სულით-ხორცამდე შემძვრელია და გამანადგურებელი, ამასთან, იგი საყოველთაოც გახლავთ და მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენგანს გვეხება. და რადგან ასეა, მე გთხოვთ, გარდაცვლილთა სულების პატივისცემის ნიშნად, ფეხზე წამოვდგეთ და ჩვენი ქრისტიანული წესის თანახმად ერთი წუთით ყველანი გავირინდოთ...

 

 
მომავალი თაობის სადღეგრძელო

ბატონებო! ადამიანი თითქოსდა გარიდებულია მიწიერ სიმდაბლეს (მაგრამ ცის სიმაღლესაც უიმედოდ დაშორებული), ვერ თავსდება ამ სამყაროში. ძნელია მისი დამაგრება დროსა და სივრცეში. განსაკუთრებით კი, მისი შეგუება საკუთარი წარმავლობის უცილებელ ფაქტთან. ის ქვეცნობიერად მუდამ მარადიულისაკენ ისწრაფვის, მუდამ მისი არსის საბოლოო შეცნობასა და გათავისებას ცდილობს.... ერთხელ, ძველი დროის უდიდეს ბერძენ ფილოსოფოსს - ჰერაკლიტეს ჰკითხეს თურმე: “ხომ ვერ გვეტყვით მარადისობა რა არის?” ჰერაკლიტემ უპასუხა: “მარადისობა, ეს კენჭებით მოთამაშე პატარა ბავშვია, ბავშვებს ეკუთვნით სასუფეველი ამ ქვეყანაზე.” საუკუნის უდიდესმა მოაზროვნემ ალბერტ აინშტაინმა ხელში აიღო მისი უნიკალური ქმნილება ‘’ფარდობითობის თეორია” და მსოფლიოს გასაგონათ წარმოსთქვა: “ჩემი ფარდიბითობის თეორია, პატარა ბავშვის თამაში ყოფილა და მეტი არაფერი პატარა ბავშვის თამაშათან შედარებით.” მართლაცდა ბავშვი სულაც არ არის დიდის უბრალო მინიატურა. იგი თავისი განცდებით, თავისი ემოციებით და მთელი შინაგანი სამყაროთი, უნიკალური ამოუცნობი ფენომენია. ახალგაზრდებო! თქვენს წინ მეტად რთული და ძნელი მარათონია, თქვენს წინ მთელი ცხოვრებაა თავისი ნაკლითა და დიდებულებებით, თავისი ნატურითა და ფერუმარილით, მადლითა და ცოდვისშვილობით, ბედისწერადი ნიაღვრებითა და მრუმე ნისლებით, ქარიშხლებითა და ქარტეხილებით, საშიში ფიორდებითა და აისბერგებით. გისურვებთ მხნედ და ვაჟკაცურად გევლოთ ამ გზებზე, საკუთარი ხნულიც გაგევლოთ და საკუთარი სიტყვაც გეთქვათ და საკუთარი წიგნიც შეგედგინოთ. მერე კი,ძალიან დიდი ხნის მერე, ისევ და ისევ ღვთის ნებით, თქვენს შემდეგ ლამაზი ლეგენდებიც დაგეტოვებინოთ, თქვენი და თქვენი ქვეყნის მძივად და სამკაულად. მაშ, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის იმედსა და უკვდავებას, ჩვენს მომავალ თაობას გაუმარჯოს! “აროდეს დაილევიან, ლომთა გორაზე მავალნი.

კიდევაც დაიზრდებიან ლომების შთამომავალნი,

სამშობლო საქართველოა, უფალი მისი მფარველი,

მამულის საკეთილდღეოდ, ღმერთო! გაზარდე ქართველი.”



ჩვენი რწმენის, ჩვენი ქრისტიანობის სადღეგრძელო
 

უთუოდ ყველანი კარგად ამჩნევთ, თუ როგორ უაზრო შეჯიბრად იქცა დღეს ადამიანის ცხოვრება შურის გამო. შურს როგორც წესი, უწიგნურობა იწვევს, უწიგნურობასთან ბრძოლის მხოლოდ ერთი გზა არსებობს ამ ქვეყანაზე - სახარების ყოველდღიური კითხვა. სახარების ყოველდღიურ კითხვას კი უდიდესი რწმენა სჭირდება - ფანატიზმამდე მისული რწმენა, რომლის მეტნაკლებ დეფიციტს, ნუ გავიკვირვებთ და, თითქმის ყოველი ჩვენგანი განვიცდით. მეგობრებო! აი, ამიტომაც მე ამ სასმისით სწორედ ჩვენი ჭეშმარიტი რწმენის, ჩვენი ქრისტიანობის დიდებული სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ. - მართლაცდა, რა არის ადამიანის ცხოვრება უღმერთოდ წარმოდგენილ წუთისოფელში? - უღმერთოდ წარმოდგენილ წუთისოფელში ადამიანის ცხოვრება წამიერი გაელვებაა მხოლოდ. ისიც გულცივი, უნუგეშო და აბსოლუტურად გაუგებარი. - რა არის ჩვენი ცხოვრება რწმენის გარეშე? - რწმენის გარეშე ჩვენი ცხოვრება, როგორც იტყვიან, სხვა არფერია თუ არა მარადისობისაგან კიდევ ერთი წამის წაგლეჯვის უღირსი მცდელობა, სამყაროს გათავისების მცდარად გადაწყეტილი პრობლემა. დიახ! ეს არის და ეს. სხვაგვარად ვერ მოიაზრება ადამიანის არსებობა ღმერთისა და რწმენის გარეშე. ,,ხსნა ყველგან არის” - ბრძანებდა ილია, და ღმერთიც, რა თქმა უნდა, არასოდეს მიატოვებს რწმენისაკენ თუნდაც ოდნავ მიბრუნებულ ადამიანს. მაგრამ ზოგი ჩვენგანისთვის უფრო გასაგები ალბათ მაინც თომას მანის სიტყვებია, რომელიც წერდა: "მე არ მაქვს დიდი რწმენა და არც ძალიან მწამს რწმენის. მე გაცილებით მეტად მწამს იმ სიკეთისა, რომელსაც რწმენის გარეშეც შეუძლია არსებობა და ის სწორედ რომ ეჭვის ნაყოფი შეიძლება იყოს.” მაშ, გაუმარჯოს ჩვენს ერთადერთ და ჭეშმარიტ რელიგიას, ჩვენს რწმენას, ჩვენს ქრისტიანობასა და ჩვენს ღმერთს! სწორედ რომ დიდებულად არის ნათქვამი:

უღვთითა წუთისოფელში უცხო უბერავს ქარიო.

წინ მიდის ჩემი აჩრდილი ხშირად ეცვლება მხარიო

გზას იქით, გზაა შორეთის, კარს იქით კიდევ კარიო,

ვერ შევიცანი საწუთრო მუდამ მდევს ავი თვალიო,

ვერასდროს გადავიხადე, ამ წუთისოფლის ვალიო.

უღვთოთა წუთისოფელში ისე უბერავს ქარიო.”

 

ქართველო ქალის სადღეგრძელო

ძველი ქართული ლეგენდის მიხედვით, ერთხელ თურმე ბეშქენ ოპიზარს დაავალეს ქართველი ქალის სიმბოლური სახის გამოსახვა. ეს სულაც არ იყო ადვილი დავალება. ერთიანობაში უნდა გადმოეცა ქართველი ქალის სინაზე და სინატიფე, იმავდროულად ქართველი ქალის თავგანწირულობა. ერთი სიტყვით მიწიერებისა და ზეციერების უცნაური კონგლომერატი უნდა გამოესახა. დაიწყო ამ უდიდესმა ხელოვანმა მუშაობა. ,,მოძრაობდნენ ოპიზარის თითები, - ჭკვიანი, ოქრონაჭედობათა უზადო მშვენიერებისათვის ნაწრთობი თითები, რომ იმ ვერცხლის ფირფიტაზე სიმშვენიერე ცისა და მიწისა ზღაპრულად მოქარგულიყო.” ყველაფერი დიდებულად გამოისახა, თურმე, მაგრამ თვალები!... ვერაფრით თვალები ვერ გამოუყვანა ისეთი როგორიც მას უნდოდა. ,,მის ცისფერ გუგაში ერთად ვერ ჩატია ელვარება ცისა და მიწისა.” მიუნებებია ხატვისათვის თავი და სანადიროდ წასულა. ნადირობის დროს მომაკვდავ ფრინველებს, მომაკვდავ შველსა და ირემს აკვირდებოდა თვალებში, რომ იქ როგორმე დაენახა ის საოცრება, ის სასწაული, რასაც მის გარდა ვერავინ ხედავდა - ,,ვერც ის ვარსკვლავი - იმ საღამოს ყველას რომ დაასწრო და მარტო აკიაფდა უღრუბლო ცაზე,” დაბრუნებულა. გაუგრძელებია ხატვა, მაგრამ ამაოდ. ,,ამაოდ ისარჯებოდნენ ჯადოსნური თეგები, ალმასის პირი უბლაგვდებოდა საჭრეთელს, ტყდებოდნენ ყალმები, უმოწყალოდ შრებოდნენ ბეშქენის გრძნეული საღებავები.” ისევ მიუნებებია ხატვისათვის თავი და ახლა საქეიფოდ წასულა, საქეიფოდ ალავერდობაზე ყოფილა კახეთში. მთელი კვირა დარჩენილა, მთელი კვირა აკვირდებოდა ყველაფერს ეს უდიდესი ხელოვანი, ზოგჯერ ფხიზელი, ზოგჯერაც მთვრალი (ეს ერთიდაიგივე არ არის), მაგრამ რაღაც განსაკუთრებული, რაღაც გამორჩეული ვერაფერი უნახავს. მოდის იქიდან დაღონებული, გაწბილებული. ამ დროს რაღაცნაირ მზერას გრძნობს ზურგში. თვითონ ვერ ხედავს, მაგრამ გრძნობს, რომ ვიღაც უყურებს (დიახ! დგება ზოგჯერ ასეთი ფსიქოლოგიური ეფექტი) მობრუნებულა და ხედავს გალავნის ქონგურზე დგას ულამაზესი ასული. სწორედ ამ ქალწულის თვალებში ბრწყინავს და ელვარებს მთელი ის მშვენიერება ცისა და მიწისა, რასაც ამდენი ხანია ეძებდა. მონისხეულივით მისულა მასთან ბეშქენი, ქონგურიდან თავისი ხელით ჩამოუყვანია. სიტყვები! რა საჭირო იყო სიტყვები, როცა გრძნობები ქუხდა და მეტყველებდა. ჯვარი იქვე ალავერდის ტაძარში დაუწერიათ, მცხეთაში წამოუყვანია და შემდეგ მისი თვალების ხატვა დაუწყია. მთელი დღე და მთელი ღამე ხატავდა, თურმე, ეს უდიდესი ხელოვანი და საოცნებო ასულის თვალთა ელვარება ჯადოსნური თაგებით გადაჰქონდა ღვთისმშობლის ცისფერ გუგაში. ბოლოს როგორც იქნა გამოუსახავს სწორედ ის, რაც მას უნდოდა, მაგრამ (ჰოი! საოცრებავ?!) დილით არც ქალს და არც მის დამხატველს თვალები არა ჰქონდათ. არავინ იცის, ღმერთმა წაიღო, თუ დიდმა ხელოვნებამ შეიწირა მათი თვალთა ჩინი. ,,ქალიშვილს წამწამსა და წამწამს შუა უკუნი ღამე ჩამდგარიყო და იქიდან ცისა და მიწის ფერთა ელვარების წილ ორი მრუმე ორმო, ორი ჩამქრალი ვულკანი იმზირებოდა.” ....და ის თვალები ახლა, როგორც ამბობენ, თავად ღვთისმშობლის ხატის და იმ ცისფერი ანგელოზის თვალებიაო ყინწვისის კედელხატულში. ის თვალები ახლა ბევრი ქართველი ქალის თვალებიც არისო, ასე ლამაზი, ასე მიმზიდველი, ასე საინტერესო და განსაკუთრებული. ერთდროულად ამქვეყნიურიცა და არაამქვეყნიურიც, მიწიერიცა და ზეციერიც. ამ სასმისით ქართველ ქალს გაუმარჯოს ბატონებო, ქართველ მანდილოსანს. ერთდროულად უბრალისა და უცნაურს, ჩვეულებრივსა და არაჩვეულებრივს, ამქვეყნიურსა და არაამქვეყნიურს, მიწიერსა და ზეციურს. ჩვენი ქვეყნის ბურჯსა და საჭიროების შემთხვევაში მის ზღუდე-გალავანს. სხვა შემთხვევაში ვერ ათქმევინებდა ქართველ კაცს:

“ო, რომ შემეძლოს ყინწვისის ტაძარს

მე, ხელმეორედ ავაშენებდი.

გავაჩაღებდი შიგ ქართულ კერას

და ქართულ აკვანს გავამრავლებდი.

საქმეს საგმიროს ქართველ ქალისა,

ვაგუგუნებდი ოშხეს ზარივით,

ტრფობის კედლებზე მე თქვენ სახელებს,

ამოვკვეთავდი ოპიზარივით.”

 

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ს ა დ ღ ე გ რ ძ ე ლ ო 

მოგეხსენებათ ,,ვისრამიანის” კატეგორიული ფრაზა ასეთია: ,,ვინცა მიჯნური არ არის, არცა კაცი არს.” დამეთანხმებით მეტისმეტად მკაცრი განცხადებაა, მაგრამ ამ განცხადებაში სიმართლე უფრო მეტია, ვიდრე სიმკაცრე. ყველას კარგათ გასხსოვთ გიორგი ლეონიძის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული თენგიზ აბულაძის შესანიშნავი ფილმი - ,,ნატვრის ხე”, რომელსაც წითელ ზოლად გასდევს მრავლისმთქმელი ფრაზა: - ,,სიკვდილი ხომ საშინელებაა და საშინელება, მაგრამ სიცოცხლე უსიყვარულოდ სიკვდილზე საშინელია.” ვის არ გვახსოვს ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი სიტყვები: ,,თუ კი ამ ქვეყნად ღმერთს ადამიანისათვის რაიმე ნიჭი მიუცია, ეს უპირველესად სიყვარულის ნიჭია და ცოდვაა ის კაცი, რომელიც სიყვარულის გრძნობის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.” გრიგოლ ორბელიანი ხომ პირდაპირ წერდა: ,,უსიყვარულოდ, უსიხარულიდ რა სანატრელს არს სიმრავლე დღეთა.” აკაკი წერეთელი კი კიდევ უფრო მკაცრად აღნიშნავდა: ,,თუ არ ღვთის რისხვა, სხვა რაა სიცოცხლე უსიყვარულოდ.” დამეთანხმებით, ყველა აზრი ერთიმეორეზე ძლიერი, ურყევი და უტყუარი ჭეშმარიტებაა. მეც ამ სასმისით მინდა შემოგთავაზოთ სწორედ სიყვარულის ულამაზესი გრძნობის, ამ ურყევი და უტყუარი ჭეშმარიტების დიდებული სადღეგრძელო. თუმცა შეუძლებელია ბოლომდე ჩაწვდე კაცი ამ გრძნობის შინაარსს. სიყვარული მართლაც ის უნატიფესი გრძნობაა, რომელსა

 

გადაფურცლეთ გვ.1