EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლექსიკონი »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-03-01 13:11:02

ლექსიკონი

აბბა — (არამ.) ,,მამა". ქრისტე თავის მშობლიურ ენაზე ასე მიმართავს ღმერთს (მარკ. 14:36). ლექსიკონი

 


ალილუია — (ებრ.) ,,აქეთ უფალი". წარმოითქმოდა ძველაღთქმისეულ სატაძრო მსახურებისას. იუდეველთა და ქრისტიანთა მღვდელმსახურებაში: სალოცავი, ღვთის სადიდებელი შეძახილი. 

 


ალფა და ომეგა — ბერძნული ანბანის პირველი და უკანასკნელი ასოები. დასაწყისის და დასასრული სიმბოლო. ქართულად: ანი და ჰოე. 


ამინ — (ებრ.) ნიშნავს: ,,ჭეშმარიტად" , ,,ნამდვილად" . ,, გამოცხადებაში ამინი ქრისტეს ტიტულად გვხვდება (გამოცხ. 3:14). 


ანათემა — ნიშნავს ,,წყევას" , ,,დაწყევლას" . 


ანტიქრისტე — ქრისტეს მოწინააღმდეგე, რომელიც ქვეყნიერების დასასრულის წინ მოვა. 


არეოპაგი — ბორცვი ათენში, სადაც იკრიბებოდა ქალაქის საბჭო. 


ასარი — ფულის ერთეული (ლუკ. 12:6). 


ბაალი — ერთ-ერთი მთავარი კერპი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქანაანელი და პინიკიელნი. ებრაელებმა ქანაანის დაპყრობის შემდეგ თაყვანის ცემა დაუწყეს როგორც ბაალს, ასევე ქალღმერთ აშერს. 


ბელზებული — ბოროტი სულების მთავარი. 


გზა — ასე უწოდებენ პირველ საუკუნეში ქრისტეს მიმდევრობას (საქმე. 9:2; 19:9.23; 24:14,22). 


გოლგოთა — ბორცვი იერუსალიმის მახლობლად, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. ადგილი სადაც ქრისტეს ჯვარცმა მოხდა. 


გულისთქმა — ძლიერი სურვილი, გულის წადილი. 


გუნდრუკი — სურნელოვანი ფისი. 


დასი — ერესი. ანტიკურ პერიოდში ნიშნავს რელიგიურფილოსოფიურ მოძრაობას. ადრე ქრისტიანულ ეპოქაში იგი სექტის მნიშვნელობით იხმარება. 


დეკაპოლისი — ძვ.ქართ. ათქალაქი. ბერძნული თავისუფალი ქალაქების კავშირი. 


დიაკვანი — (ბერძნ. ,,მომსახურე" ). თავდაპირველად ასე ეწოდებოდათ ეკლესიის სოციალური მსახურებისათვის არჩეულ 7 კაცს. 


დიდრაქმა — ვერცხლის მონეტა. უდრიდა 2 დრაქმას. 


დრაქმა — ვერცხლის მონეტა. იყო მუშის დღიური გასამრჯელო. 


ეპისკოპოსი — ადგილობრივი ეკლესიის მსახური, რომელსაც ქრისტიანული თები ირჩევდა. იყო ეკლესიის წინამძღვარი. 


ინახად ჯდომა — სუფრასთან მხართეძოზე წამოწოლა. 


კაცის ძე — ქრისტეს ეს ტიტული მჭიდროდ უკავშირდება მესიას, რომელიც მოვიდა არა როგორც უძლეველი მეფე, არამედ როგორც მამის ვნებული მსახური. 


კოდრანტი — სპილენძის მონეტა, უდრის 2 ლეპტონს. 


კრავი — ახ. აღთქმაში არის ქრისტეს სამსხვერპლო სიკვდილის სიმბოლო. 


ლეგიონი — რომაული სამხედრი შენაერთი. მასში ირიცებოდა 5-6 ათასი მეომარი. 


ლევიანი — ადამიანი ლევის ტომიდან. ტაძრის მსახური, რომელიც მღვდლებს ეხმარებოდა. 


ლეპტონი — ფულის უმცირესი ერთეული. 


მადლი — 1. ღვთის ნიჭი. რომელიც ეძლევა ადამიანებს ღმერთის გულმოწყალებით, ადამიანთა მხრივ ყოველგვარი დამსახურების გარეშე. 2. ადამიანის გულზე ღვთიური ზეგავლენა და მისი შედეგები. 


მარანათა — (არამ.) ,,მოდი, უფალო!" ივარაუდება, რომ ეს სიტყვები წარმოითქმოდა პირველქრისტიანთა ღვთისმსახურებაზე (1კორ 16:22). 


მირქმა — მკლავებზე აყვანა. ,,მან მიირქვა ჩვილი მკლავებზე, ადიდა ღმერთი და თქვა" (ლუკ. 2:28). 


მნა — ვერცხლის მონეტა. 


მნე — პირი, რომელსაც დაწესებულებაში აბარია სამეურნეო საქმეები. 


მოგვი — ვარსკვლავთმრიცხველი, აღმოსავლელი ბრძენი.

 

მონათვლა — ბერძნ. ,,ბაპტისტმა" ნიშნავს წყალში შთაფვლას ნაწილობრივ ან მთლიანად. იოანე ნათლისმცემლისა და მისი მოწაფეების მიერ განხორციელებული ნათლობა მოდის რელიგიური განბანის იუდეური ჩვეულებიდან. ქრისტეს მიმდევრების ნათლობა არსებითად განსხვავებულ მნიშნველობას ღებულობს. 

 

მოციქული — (ბერძ. ,,წარმგზავნილი") იესო ქრისტეს მოწაფე, საქადაგებლად მოვლენილი პირი. თავდაპირველად მოციქულებიდან მოისაზრებოდა ქრისტეს მიერ ამორჩეული 12 მოწაფე. მოგვიანებით იგივე სტყვა გამოიყენება პავლესა და სხვა ქრისტიან მოღვაწეებთან მიმართებაშიც. 


მწიგნობარი — მოსეს რჯულზე განსწავლული კაცი. ახ. აღთქმის ეპოქაში მწიგნობრები, ჩვეულებრივ, ფარისეველთაგან იყვნენ. 


მხოლოდშობილი — ერთადერთი, დედისერთა. 


ნარდი — ძვირფასი ზეთი, რომელიც მცენარე ნარდის სურნელოვანი ფესვებიდან მიიღება. იგი ინდოეთში ხარობს. 


ორმოცდაათობის დღე  - სამკალის დღესასწაული, რომელსაც ისრაელიანები აღნიშნავდნენ პასექად 50-ე დღეს. ამ დღეს მოხდა სულიწმინდით მოფენა ქრისტეს მოწაფეებზე, რაც ეკლესიის დაარსებას მოასწავებდა. 


პასექი — უდიდესი ებრაული დღესასწაული, ეგვიპტის მონობიდან ისრაელიანების გამოხსნის ნიშნად. იგი მოდის ებრაული ნისანის თვის 14 რიცხვში (დაახლ. ამრილის პირველ რიცხვებში). 


პრეტორიუმი — რომაელი მმართველის რეზიდენცია. 


რაკა — წარმოსდგება სიტყვიდან ,,ცარიელი". დაახლ. ნიშნავს ,,სულელს" (მათ. 5:22). 


რჯული — (ძვ.) კანონი, სამართალი. ღმერთმა მისცა მოსეს სინაის მთაზე. ისრაელიანებს ევალებოდათ მისი დაცვა. ,,რჯული" ეწოდება მოსეს ხუთწიგნეულს, ზოგჯერ კი მთელ ძვ. აღთქმას. 


საათები — დღის დაყოფა რომის იმპერიაში. მე-ე საათი უდრიდა, დაახლოებით, დილის მე-9 საათს (მარკ. 15:25:); მე-6=დღის მე-12ს. (მათ.27:45); მე-9=დღის მე-3ს. (მათ. 27:46); ,ე-11=საღამოს მე-5ს. (მათ. 20:9). 


საგმირი — საჩხვლეტი ჯოხი, რომელსაც რკინის ბუნი აქვს ბოლოზე. საგმირით მხვნელი ხარებს ჩხვლეტდა ფეხებში, რათა გუთანი გაეწიათ. 


სამარიელნი — სამარია იუდასა და გალილეას შუა მდებარეობდა. იუდეველები და სამარიელები ერთმანეთს მტრებად თვლიდნენ. 


სამშვინველი — სიცოცხლე. ,,თქვენი სული, სამშვინელი და სხეული დაცულ იქნას უმწიკვოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას" (1თეს. 5:23) 


სახარება — (ბერძ. ევანგელიე) ,,სასიხარულო უწყება, ამბავი" იესო ქრისტეში ღვთის მიერ გამოჩენილ წყალობაზე. ბიბლიის ნაწილი. ახალი აღთქმის პირველი ოთხი წიგნი. 


სინედრიონი — იუდეველთა უმაღლესი სამსჯვარო, რომელიც 70 წარჩინებული თავკაცისაგან შედგებოდა. სინედრიონს სათავეში მღვდელმთავარი 60 მნას. 


ტალანტი — ვერცხლის მონეტა. უდრის 60 მნას. 


ფარისეველნი — იუდეველთა რელიგუირი დაჯგუფება იესოს დროს. ისინი მკაცრად იცავდნენ როგორც მოსეს რჯულს, ასევე იმ ადათ-წესებს, რომლების საუკენეთა განმავლობაში იყო დაგროვილი. მათ სწამდათ ანგელოზები, დემონები და მკვდართა მომავალი აღდგომა (მათ. 5:20). 


ქრისტე - (ბერძ.) ნიშნავს ,,ცხებულს". (ებრ. მაშიახ.) იესოს ეწოდება ქრისტე იმის გამო, რომ ღმერთმა ამოირჩია და გამოგზავნა ქვეყნიერების მხსნელად. 


ღვთის ძე — ქრისტეს ერთ-ერთი სახელწოდება ახალ აღთმაში. 


ღრეობა — დიდი ქეიფი, დროის ტარება. 


ჰეროდიანები — სადუკეველთა თანამოაზრენი. ჰეროდე ანტიპას მომხრენი, თუმცა კი პოლიტიკური თვალსაზრისით ისინი რომაელთა მხარეზე იდგნენ. (ფარისეველთაგან განსხვავებით); და მაინც, როცა საკითხი დაისვა იესოს გადაცემაზე ხელისუფლებისათვის, ისინი ფარისეევლთ მიემხრნენ (მათ. 22:16; მარკ. 3:6; 8:15; 12:13).