EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-03-02 01:10:12

ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებებისთვის დევნის საფრთხე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამომდინარე იქედან, რომ ისრაელის სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები (თუ არიარსებებს რეალური მიზეზი) არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა, ასევე, გულისხმობს თავშესაფრის მიღების მოთხოვნითწარდგენილი განცხადებების განხილვის პროცედურულ ცვლილებებსაც. კერძოდ:
– თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება განხილულ იქნება განსაკუთრებით დაჩქარებული წესით (მაქსიმუმ ერთითვის განმავლობაში);
– საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფარის მოთხოვნით მიმართავს ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს აღარ მიეცემა განცხადების განხილვის პერიოდში ისრაელში დასაქმების უფლება.
ისრაელის სახელმწიფო რიგით მეხუთე ქვეყანაა, ბელგიის სამეფოს, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდგომ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

 

 pia.ge