EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მსოფლიოს 10 ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი ქალი »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-03-02 01:27:03
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოს ქალებს. ბევრმა მათგანმა ხელოვნების, სამოდელო თუ სპორტული მოღვაწეობიდან გადაინაცვლა პოლიტიკურ არენაზე, ზოგიერთების უკან კი წარმატებული დიპლომატიური და სამეცნიერო კარიერა დგას:
კალინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, 47 წლის – 2015 წლის 15 თებერვალს ხორვატიის პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა. 2011-2014 წლებში ნატოს გენერალური მდივნის მრჩეველი იყო საჯარო დიპლომატიის საკითხებში; 2008-2011 წლებში ხორვატიის ელჩი აშშ-ში; ხორვატიის ევროპული ინტეგრაციის მინისტრი (2002-2005); ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი (2005-2008). დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.
იუნის ოლსენი, 38 წლის – მის სინგაპური 2000. 2004 წელს, 27 წლის ასაკში პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დანიშნული წევრი გახდა. 2008 წელს ოლსენი პრესტიჟული ახალგაზრდული პრემიის Asian Youth Award მფლობელი გახდა და დაინიშნა Young Global Leader-ის პოზიციაზე, რომელიც სინგაპურს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარადგენდა.
მარა კარფანია, 40 წლის – 2006 წელს იტალიის დეპუტატთა პალატაში აირჩიეს პარტიიდან “წინ, იტალია”, 2008 წლის 8 მაისს კი სილვიო ბერლუსკონის მინისტრთა კაბინეტის წევრი გახდა. დაქორწინებულია.
ანჟელა გერეკუ, 56 წლის – ჟურნალ Playboy-ის თანახმად, ყველაზე ლამაზი პოლიტიკოსი ქალების სიაში პირველ ადგილზე მოხვდა.
ყოფილი მსახიობი, შემდეგ კი საბერძნეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვიცე-მინისტრი. თანამდებობის დატოვება მოუხდა მას შემდეგ, რაც ათენურმა გაზეთმა “ელეფტეროტიპიამ” გამოაქვეყნა სტატია იმის თაობაზე, რომ ანჟელას ქმარმა ტოლის ვოსკოპულოსმა, რომელიც საბერძნეთში ცნობილი მომღერალი და მსახიობია, 5 მლნ ევროს ოდენობის გადასახადები არ გადაიხადა.
ევა კაილი, 37 წლის – ყოფილი ტელერეპორტიორი, 2007 წლიდან საბერძნეთის პარლამენტის წევრი. 2014 წლიდან მრეწველობის კომიტეტის წევრი.
მაგდალენა ოგურეკი, 36 წლის – პოლონელი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ისტორიკოსი, ჰუმანიტარული მეცნიერებების დოქტორი, პოლონეთის 2015
წლის პრეზიდენტობის კანდიდატი. დაქორწინებულია, ჰყავს ქალიშვილი.
ანა-მარია გალოიანი, 33 წლის – ესტონელი პოლიტოლოგი, სამი კომერციული ორგანიზაციის მმართველობის წევრი, რეფორმათა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ლიდერი.
ბარბარა სტიმანი – მის ბელგია 2005 გახლდათ, თუმცა შემდგომში პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, დაინიშნა ერთ-ერთ ოლქში, მაგრამ რეიტინგების დაწევის გამო რაიმე უნდა მოემოქმედებინა. გამოსავალი მოიძებნა: ბარბარა ეროტიკული ჟურნალისთვის გადაიღეს. მას შემდეგ რეიტინგი იმდენად მაღალი გახდა, რომ ადგილობრივი აღშფოთებული დეპუტატებიც კი ვერაფერს გახდნენ.
ალეხანდრა ბენიტეს რომერო, 35 წლის – მსოფლიო ჩემპიონი ფარიკაობაში იუნიორთა შორის, სამი ოლიმპიადის მონაწილე. ვენესუელის ერთიანი სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე. 2013-2014 წლებში სპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა.