EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კანადაში ჩასული ნებისმიერი ადამიანი სამსახურს, უფასო ბინას და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-03-02 13:21:43

კანადაში ჩასული ნებისმიერი ადამიანი სამსახურს, უფასო ბინას და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს

kanada

კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პატარა დასახლება კეიტ ბრეტონი მოსახლეობის ნაკლებობას განიცდის. ამიტომ ადგილობრივმა ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს დასახლებაში მუშახელი მოიზიდონ.

ამისთვის ისინი კუნძულზე ჩასულ ადამიანებს სამსახურთან ერთად უფასო საცხოვრებელს და რამდენიმე ჰექტარ მიწასაც სთავაზობენ.

“ასე რომ, ყველა ადამიანი ვინც გადაწყვეტს, რომ კანადაში სურს გადასვლა, სამსახურს, უფასო ბინას და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს“, – აცხადებს ადგილობრივი მედია.

kanada

 კანადაში მდებარე მცირე საოჯახო ბიზნესი უნიკალური მეთოდით ცდილობს თანამშრომლები აიყვანოს. სამსახურთან ერთად საცხობი უფასოდ საცხოვრებელსაც სთავაზობს. კეიპ ბრეტონი კუნძულია, რომელიც კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პატარა დასახლებას ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს, ერთადერთი რამ რის ნაკლებობასაც ის განიცდის – არიან ადამიანები. კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 150 ათასია და ეს ციფრი ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მუშა ხელის მოსაზიდად მსურველები საცხოვრებელი მიწითაც უზრუნველყონ. ამიტომ, ყველა ადამიანი ვინც გადაწყვეტს, რომ კანადაში სურს გადასვლა, სამსახურს და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი CBC News ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც საცხობის მეპატრონემ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, ასობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი კუნძულზე გადავიდეს საცხოვრებლად.მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია პირველ რიგში, კანადელებისთვის გამოაცხადეს, სურვილის შემთხვევაში შესაძლოა უცხოელებმაც მიიღონ სამუშაო.
 
oknws