EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« როგორ შეფასებას აძლევენ პაატა ცაავას - მიმოხილვა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Nina

თარიღი: 2017-03-02 14:00:54

როგორ შეფასებას აძლევენ პაატა ცაავას - მიმოხილვა

პაატა-ცაავა

პაატა ცაავას მიერ ერთ კვირაში გავლილი სასულიერო კარიერის სამი საფეხური, კითხვები გაქვთ?

კანადაში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი, საეჭვოდ მიიჩნევს მოქალაქე  პაატა ცაავას (იგივე მეუფე პეტრეს)  კარირულ წინსვლას სასულიერო სფეროში:

- " ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ბიოგრაფიას გადავხედე.

2000 წლის 27 აგვისტოს აღკვეცილა ბერად.

მომდევნო დღეს დიაკვანი გახდა,

3 სექტემბერს კი მღვდლის ხარისხში აიყვანეს.

ერთ კვირაში სასულიერო კარიერის სამი საფეხური…

თავის დროზე რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერით ამ საფეხურებს შორის აუცილებელი ხუთწლიანი ვადა დაწესდა…

კითხვები გაქვთ? "- წერს დათუაშვილი ფეისბუკის საკუთარ გევრდზე და იქვე მოკლე პარალელს ავლებს მიტროპოლიტ ავალიშვილის ბიოგრაფიასთან: 

- " ასე სწრაფად ხელდასმის პრაქტიკა არანორმალური მოვლენაა და ამის უკან ყოველთვის საეჭვო რამ დგას.

ასეთი პრაქტიკა არახალია. მაგ. მახსენდება ქუთათელ-გაენათელი და მერე ბათუმ-შემოქმედის მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი, რომელიც ილია მეორის ინტრონიზაციიდან რამდენიმე თვის მერე ბერად აღიკვეცა (მანამდე არანაირი შეხება ეკლესიას თან არ ჰქონია) და უმოკლეს ვადაში გაიარა ყველა საფეხური მიტროპოლიტობამდე.

არა და, ეს ჩვეულებრივი საერო ბიოგრაფიის კაცი აღკვეთის დროს მეშვიდე ათეულში იყო გადამდგარი და სულ ბოლოს ლიმონათის საამქროს უფროსად მუშაობდა სადღაც ყაზახეთში.

1983 წელს პატრიარქს ოპოზიციაში ჩაუდგა.

შეგიძლია მოიძიო მასზე მასალები ინტერნეტში."

tb24.ge

 

"დონ პეტრე მიშისტი მეუფეა, ეს როგორ ჟღერს?! ეს სამეგრელოში ყველამ იცის! – რა ინფორმაცია აქვს კახა მიქაიას" 

 
საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე “დაიცავი საქართველოს” ლიდერის კახა მიქაიას ინტერვიუ გაზეთ “ვერსიასთან”.
 
 
 
”ქართულ პოლიტიკაში ეკლესიის გამოყენება არახალია. ზვიადი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ეკლესია, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყო. ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის ოცნება კი, პირდაპირ ვიტყვი, პატრიარქის დისკრედიტაცია და ქართული ეკლესიის დაშლა იყო… 
 
დღეს რა ხდება?! რა ამბავია ჩვენს თავს?! მღვდლები რატომ საუბრობენ ერთმანეთთან ასეთი ჟესტიკულაციით, ტერმინოლოგიით, ტემბრით?! ზოგჯერ მეშინია საკუთარ დედაზე არ შეიგინონ, ეს დიდი სირცხვილია. 
 
უბედურებაა, რომ ბოკერია და პეტრე ცაავა უფრო რესპექტაბელურად გამოიყურებიან, პატრიარქის და მართლმადიდებლობის დამცველად მოგვევლინნენ…
 
პირველად მე ვუწოდე მას ”დონ პეტრე”. ვიცი, ასე არ უნდა მოვიქცე, მაგრამ სამეგრელოში პეტრე ცაავას როლმა მიხეილ სააკაშვილისა და როლანდ ახალაიას რეჟიმის გაძლიერებაში ეს გამაბედინა. იძულებული გავხდი, ეს მეთქვა. რთულია სასულიერო პირებზე ასე საუბარი, მაგრამ ისინი არ უნდა გვაძლევდნენ ამის თქმის საბაბს. პეტრე ცაავა ახალაიებსა და ქარდავას გვერდში ედგა ყველა საქმეში და დამარცხებულ ”ნაციონალურ მოძრაობას” სალხინოში იფარავდა, პოლიტიკური მოსაზრების გამო ბერებს ეკლესიიდან ყრიდა. მიშისტი მეუფეა, ეს როგორ ჟღერს?! ეს სამეგრელოში ყველამ იცის! პეტრე ცაავა ინარჩუნებს გავლენას მარტვილისა და აბაშის ეპარქიაში”, – აცხადებს მიქაია.
 
 
 
ვერსია