EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« წრფელი ლოცვა სისხლის სტრუქტურას ცვლის »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-03-06 15:25:17

წრფელი ლოცვა სისხლის სტრუქტურას ცვლის

წრფელი ლოცვა სისხლის სტრუქტურას ცვლის

პირველივე პაციენტის შედეგი გამაოგნებელი იყო. „მამაო ჩვენოს“ წაკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფაგოციტოზის, ანუ უჯრედების მიერ უცხო ნაწილაკების შთანთქმის პროცესის მაჩვენებელი 600%-ით იყო შეცვლილი უკეთესობისკენ.
ის, რომ ადამიანს ეკლესიაში ღვთისმსახურებისას სანეტარო სიმშვიდე და სულიერი სიმსუბუქე ეუფლება, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ლოცვა და მირონი რომ უებარი წამალივით მოქმედებს სულიერ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ესეც უამრავზე უამრავ მორწმუნეს სჯერა და, თურმე, არც თუ უსაფუძვლოდ. ლოცვის სასწაულებრივი სამკურნალო თვისებები მეცნიერულად დაასაბუთა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა მიხაილ ლაზორიკმა, რომელმაც საკუთარი კვლევების შედეგები დააპატენტა კიდეც.
მიხაილ ლაზორიკ
 
მიხაილ ლაზორიკი უკრაინის დამსახურებული გამომგონებელია და უკვე 166 გამოგონება აქვს დაპატენტებული. მორწმუნეა, ეკლესიაში ხშირად დადის, ღვთისმსახურებასაც ესწრება და ლოცულობს.
 
15 წლის წინ სისხლზე ლოცვის გავლენის შესწავლა გადაწყვიტა, აინტერესებდა, ხომ არ იცვლებოდა სისხლის სტრუქტურა ლოცვისას. კვლევებს საკუთარ სტუდენტებთან ერთად შეუდგა. ეკლესიის მსახურები არ მიუწვევიათ.
 
ექსპერიმენტში მონაწილეობას თხუთმეტი ადამიანი (ქალებიცა და მამაკაცებიც) დათანხმდა — ერთი პირობით, რომ მათ ვინაობას არ გაამჟღავნებდნენ. მათ შორის იყვნენ იურისტები, მედიკოსები, ასევე განათლების არმქონე ადამიანებიც, რომლებიც სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდნენ: ათეროსკლეროზით, В ჰეპატიტით, გულის პათოლოგიებითა და სხვა.
 
ცდის დაწყებამდე ექიმები პაციენტს კაპილარულ და ვენურ სისხლს უღებდნენ და ანალიზს უტარებდნენ. ამის შემდეგ ავადმყოფი (ან მისი ახლობელი) 15-20 წუთის განმავლობაში კითხულობდა ლოცვებს — გულში ან ხმამაღლა. ესენი იყო: „მამაო ჩვენო“, „მრწამს ერთი ღმერთი“, „მეუფეო ზეცათაო“, 50-ე ფსალმუნი, წმინდანთა და ზეციურ მფარველთა მიმართ ლოცვები. ამის შემდეგ კვლავ იღებდნენ სისხლს და განმეორებით ატარებდნენ მის ანალიზს.
კაცხის სვეტი და ეკლესია
კაცხის სვეტი და ეკლესია
 
პირველივე პაციენტის შედეგი გამაოგნებელი იყო. ეს კაცი სასწაულებრივად გადარჩენილიყო ავარიაში, რომელშიც ძმა დაღუპვოდა. ოსტეომიელიტი სჭირდა, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ფეხის ძვლები ულპებოდა. „მამაო ჩვენოს“ წაკითხვის შემდეგ, როცა მისი ლოცვამდე და ლოცვის შემდეგ აღებული სისხლი შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ფაგოციტოზის, ანუ უჯრედების მიერ უცხო ნაწილაკების შთანთქმის პროცესის მაჩვენებელი 600%-ით იყო შეცვლილი უკეთესობისკენ.
 
მიხაილ ლაზორიკი დარწმუნებულია, რომ ასეთ ზემოქმედებას ორგანიზმზე გულწრფელი და გაცნობიერებული ლოცვა იმიტომ ახდენს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ცენტრალურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ყველა სხვა ორგანოს მუშაობა.
 
ეტყობა ამიტომაც იყო, რომ ქალებში ფაგოციტოზის მაჩვენებელი კიდევ უფრო ძლიერ იცვლებოდა — ისინი ხომ ბევრად ემოციურები არიან.
 
კვლევის პროცესში ლაზორიკი „გულაგის“ ბანაკების სისასტიკეს გადარჩენილ ადამიანებსაც შეხვდა, რომლებმაც უთხრეს: კიდეც გვაშიმშილებდნენ, კიდევაც გვაწამებდნენ და აბუჩადაც გვიგდებდნენ, არაადამიანურად გვცემდნენ, მაგრამ… თვითონაც გვიკვირდა, ყველაფერ ამის შემდეგ საიდან გვეძლეოდა იმის ძალა, რომ ყოველ დილით მაინც გავსულიყავით კატორღულ სამუშაოზე, ეტყობა, იქიდან, რომ ლოცვის გარეშე დასაძინებლად არ ვწვებოდითო!
 
დიახ, ეს აქამდეც გვსმენოდა და ვიცოდით, მაგრამ ახლა უკვე მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ რწმენით გაჯერებული, გულწრფელი და გააზრებული, ანუ გაცნობიერებული ლოცვა, როცა ადამიანი მთლიანად ეფლობა მასში, ორგანიზმს კიდეც აჯანსაღებს და კიდეც აახალგაზრდავებს.
 
m.sputnik-georgia.com