EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

lolipop

Beto2525

Gagamaru

chaba

shota12345






« დეკანოზ მამალაძის სკანდალური ჩვენება – ვის დაადო ხელი „ციანიდის საქმეზე“ დაკავებულმა პირმა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-03-06 17:28:03

დეკანოზ მამალაძის სკანდალური ჩვენება – ვის დაადო ხელი ციანიდის საქმეზე დაკავებულმა პირმა

გიორგი მამალაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი“ დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურ ჩვენებას აქვეყნებს. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, დეკანოზი მამალაძე ხელს პროკურატურის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ადებს და ამბობს, რომ იარაღი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მას სწორედ ჟურნალისტმა მამალაძემ მიაბარა. ირაკლი მამალაძე კი ამ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს და კომენტარისგან თავს იკავებს. როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, დეკანოზი მამალაძე აღსარების უფლებას ითხოვს. ექსპერტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღსარების რიტუალი ჯობია, არ ჩატარდეს.

„აღსარების საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ეს არის საეკლესიო სივრცე, თუმცა, რამდენადაც საქმე გვაქვს ატიპურ მოცემულობასთან – სასულიერო პირი საკმაოდ მძიმე ბრალდებით არის დაპატიმრებული, მისი უსაფრთხოება გაძლიერებულია – ამ შემთხვევაში ეს საეკლესიო სივრცის ფარგლებიდან გადის და ის მთლიანად სახელმწიფოებრივი პროცესის ნაწილი ხდება. ამიტომაც ძალიან საფრთხილოა ეს თემა. მით უფრო, რომ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ უნდა ჩაიბაროს აღსარება.

აღსარება, როგორც ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგის ფორმა, საფრთხილოდ მიმაჩნია. ეს ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. უმჯობესია, არ იყოს ზიარებაზე ნებართვა, სანამ პროცესის ძირითადი ნაწილი საკვანძო ადგილამდე არ გაიხსნება, არის რისკები. მაგალითად, პირველი, რის თქმას აპირებს ის მიტროპოლიტისთვის, ან მიტროპოლიტი რას ეტყვის, ხომ არ იქნება ზეწოლა, ხომ არ არის ეს დიალოგი ერთიანი შეთქმულების ნაწილის რაღაც სივრცე, სადაც გარკვეულ გეგმებსა და მოსაზრებებს ათანხმებენ და ასე შემდეგ…

ძალიან ბევრ ეჭვს აღძრავს თავად შეხვედრა. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა სინოდი შეთანხმდა, რომ ჯერჯერობით სასულიერო პირებს თავი შეეკავებინათ დაკავებულთან შეხვედრაზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მით უფრო, რომ გამოძიებას საქმისთვის ჯერ ზუსტი კვალიფიკაციაც არ მიუცია. ამ ფონზე, აღსარება ინტერპრეტაციებისთვის დიდ სივრცეს აჩენს. ახლა ეს შეხვედრა ძალიან დამაფიქრებელი, საფრთხილო და დასაეჭვებელია. თითქოს, რაც ვერ მოახერხა მეუფე პეტრემ რამდენიმე შეხვედრით, ახლა მეუფე დიმიტრი შეძლებს… აქამდე დიმიტრი კომენტარებზეც კი თავს იკავებდა, საერთოდ, გვერდზე იყო დამდგარი და ახლა მისი ინტერესი პროცესში ჩართულობაზე ჩანს. თანაც დიმიტრი არის პროცესში ერთ-ერთ შესაძლო ფიგურანტად დასახელებული. ნებისმიერმა კომუნიკაციამ შესაძლოა, დაპატიმრებული დეკანოზის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს. ერთხელ, მეუფე პეტრესთან საუბრის დროს, დეკანოზს გული ცუდად გაუხდა. ის ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არის – დაკავებულია, მისი მომავალი გაუგებარია… პროკურატურა იყო შესული და საუბრის დროს შეუძლოდ გახდა. მაშინ თავად აღსარების პროცესიც შეიძლება საშიში აღმოჩნდეს ფიზიკურად, თუკი მას ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი.

იმასაც გეტყვით, რომ დეკანოზის ვალდებულება, სახელმწიფოსთან ისაუბროს, უფრო მაღალია, ვიდრე მოძღვართან, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ასეა. აღსარების უფლება დატოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ის გარკვეულ თემებზე აპირებს შეუთანხმდეს მეუფე დიმიტრის და შემდეგ გააგრძელოს პროკურატურასთან შეხვედრა. მოკლედ, შეხვედრა ბევრ კითხვის ნიშანს და ინტერპრეტაციების სივრცეს გააჩენს, ამიტომაც აჯობებს, ამ ეტაპზე, საპატრიარქომ ამ რიტუალისგან თავი შეიკავოს“,-აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას არჩილ გამზარდია.

 

kvira.ge