EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ადამიანის ამონასუნთქი უნიკალურ კვალს ტოვებს »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: Juloboy
თარიღი: 2017-03-11 18:32:27
ამონასუნთქის ქიმიური კვალი ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდები და სავსებით შეიძლება გამოყენებულ იქნას იდენტიფიკაციისათვის. კიდევ მეტი _ ის თურმე გამოდგება დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის.
მედიცინა ამ მიზნით, ტრადიციულად ეყრდნობა სისხლის, შარდისა თუ ქსოვილთა ანალიზებს. ეს ბიოლოგიური ნიმუშები შეიცავენ მეტაბოლიტებს - სხეულში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ნარჩენებს. მეტაბოლური პროფილი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე: კვების რაციონზე, ინფექციებზე, ცირკადულ რიტმებზე და ნაწლავებში არსებულ მიკროორგანიზმებზე. ყველაფერი ეს მოქმედებს სხვადასხვა ორგანოში არსებულ ქიმიური ნივთიერებების ტიპსა და რაოდენობაზე, მათ შორის იმ ნაერთებზე, რომლებიც გამოიყოფა სუნთქვის პროცესში.
2015 წლიდან მსგავსი დიაგნოსტიკისათვის იყენებენ ძაღლებს: სპეციალურად გაწვრთნილ ოთხფეხებს უნარი შესწევთ 90% შემთხვევაში ადამიანის სუნთქვით გაარკვიონ, არის თუ არა იგი კიბოთი ავად. ამ სფეროში უკანასკნელმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ სუნთქვითი ”ანაბეჭდების” გამოყენება შეიძლება სხვა დაავადებათა დასადგენადაც.
მეთოდი არის მინიმალურად ინვაზიური. სისხლის ანალიზისგან განსხვავებით, არ არის საჭირო ნემსი; შარდის ანალიზისგან განსხვავებით - არიდებულია უსიამოვნო პროცედურა, ხოლო მას-სპექტრომეტრიის შედეგები პრაქტიკულად მყისიერად მიიღება.