EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჩემი სოფელი »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: Mari

თარიღი: 2017-03-11 20:59:34

ჩემი სოფელი

ჩემი სოფელი

სოფელი ზემო იმერეთშია - ულამაზესიადგილი სადაც ყოველი ზაფხული იყო ჩემთვის ბედნიერი დღეების უსასრულობა.

სახლი სადაც ყველანი ერთად ვცხოვრობდით  და მოხუცი ბაბუა რომლისთვისაც ჩვენ ყველაფერი ვიყავით.

 

მზე მაშინ საოცრად ლამაზი იყო როცა  პატარა სარკმელში შემოანათებდა, და ოთახში ძველი ხის საწოლზე მძინარეს სახეზე  შემომანათებდა.

ასე იწყებოდა გრძელი ზაფხულის დღეები.

ბაბუა ყოველთვის ადრე დგებოდა - დილით უფალს მადლობას შესწირავდა და საქონლის მოვლით გართულს ჩვენი ხმა აფხიზლებდა, ღრმა ფიქრებში ჩაფლულს.

ჩვენც ყოველთვის ვცდილბდით დავხმარებოდით, თუმცა მისი დაკოჟრებული ხელებით საქმეს არ გვაკარებდა. თქვენ კარგად იყავით მე გავაკეთებო, თუმცა ჩვენი სიახლოვე და ხმაური მას სიხარულის ღიმილს ჰგვრიდა.

ბაბუას ხშირად ვეხმარებოდით, ტყეში დავყვებოდით სოკოზე, კენკრაზე, მაყვალზე  და საღამოთი როდესაც ყველა მაგიდას შემოუჯდებოდით,სუფრას გვიმშვენებდა თონის პური, და დაღლა სრულიად გვავიწყდებოდა.

წიგნების კითხა ეს წესად ვგქონდა და შემდეგ ბაბუას მოვუყვებოდით ამა თუ იმ ზღაპარს და ხშირად ყველა წაკითხულ ზღაპარს ბაბუას მონაყოლი ამბები გვერჩივნა რადგან ის არასად არ ეწერა და  ხშირად მის კალთაზეც კი ჩაგვძინებია ტკბილად.

მიყვარდა კვირა.

 სოფლის პატარა ეკლესია, რომელიც სავსე იყო თავდაღუნული ხალხით  და შორიდან ჩანდა სანთლების სიუხვე უფლის ჯვარცმასთან.

 

შემოდგომა.

 წითელ-ყვითელ ფერებში მორთული ბუნება ზღაპარს მაგონებდა.

რთველი, ყველანი ბაბაუს გარშემო, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით თუ ვინ უფრო მეტს მოკრიფდა და ასე მხიარულად გრძელდებოდა ჩვენი ხმაური საწნახელშიც სადაც საოცარი სურნელი იდგა ყურძნისა და ბაბუას შეძახილი - ბარაქა, სიხარულით გვავსებდა ბავშვებს.

გვაინ ღამით კოცონს შემოუჯდებოდით  სიმინდის დასაგემოვდევლად იქვე დედა ჩურჩხელას ავლებდა და სიყვარულითგვიყურებდა

მარიამობას ერთად შემოუსხდებოდით სუფრას რომელიც სავსე იყო ხილით და ლოცვით მადლობას მივუძღვნიდით წმინდა ღვთისმშობელს.

მახსენდება წისქვილი სადაც სიმინდის ტომრით რიგში ბაბუას ვუსმენდით თუ როგორ იხსენებდა ომის ამბებს და გვეამაყებოდა ასეთი ბაბაუს გვერდით ყოფნა.

მეწისქვილე და ჩვენი ჟრიამული თუ ვინ იყო რიგში ასაწონად.

 

 ეს პატარა სურათი, მხოლოდ ნაწყვეტია იმ ბედნიერი დღეებისა.

 

დღეს ჩემი ქვეყნიდან ძალინ შორს მიწევს ყოფნადა ჩემი სოფელი მხოლოდ მოგონებების ბურუსშია გახვეული და საოცრად მენატრება, ეს ყველაფერი აქ.

 

სოფელში ჩავედი რამდენიმეჯერ,  თუმცა  გარემომეუცხოვა.

მზე საოცრად ცივი მეჩვენა, სახლი უკაცრიელი. ხალხი არც ისე თბილი როგორც მაშინ ერთ დროს.

სოფელი ნახევრად დაცარიელებული,ეკლესია კი ცარიელი დამხვდა.

მარტო არ ვყოფილვარ თუმცა მარტოობა და უცხოოობა  ვიგრძენი იმ  ადამიანებთან რომლებთანაც ბავშვობა გავატარე.

გარეთ გამოვედი, ქარი თითქმის არ არის, მზე არც ისე ძლიერად ანათებს.

უცებ ისევ ჩემს მოგონებეში ჩავიძირე, ვცდილობდი სადმე ჩემი თავი წარმომედგინა მაგრამ იქ უკვე ყველაფერი შეცვლილიიყო.

მხოლოდ ალვის ხეები იდგნენ ამაყად ისე როგორც ჩემს ბავშვობაში.

მარი