EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მეცნიერები ფიქრობენ, რომ მარსზე კარტოფილის მოყვანა შესაძლებელია »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2017-03-13 17:39:13
The Martian-ის ყურებისას, შესაძლოა სკეპტიკურად განეწყეთ, როდესაც მარსზე მიტოვებულმა მეთ დეიმონის გმირმა თავის გადასარჩენად წითელ პლანეტაზე კარტოფილის მოყვანა დაიწყო. თუმცა ახლა უკვე ნამდვილი მეცნიერები ამბობენ, რომ გამოგონილი ასტრონავტის გეგმა რეალურია და ამის მტკიცებულებაც აქვთ.
გასულ წელს, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გამოეკვლიათ, შესაძლებელი იყო თუ არა მარსის ატმოსფერულ პირობებში კარტოფილების გაზრდა.
Time-ის ინფორმაციით, მეცნიერებმა ნასასთან კოლაბორაცია გადაწყვიტეს. მათ დარგეს კარტოფილები სამხრეთ პერუდან, ლა ჰოიას უდაბნოდან მიღებულ მიწაში, რომელშიც მშრალი და მარილიანი გარემოა.
"აქ არის ნიადაგი, რომელიც ყველაზე ახლოსაა მარსის გარემო-პირობებთან" - აცხადებს ნასას მეცნიერი კრის მაკეი.
როდესაც მკვლევარებმა კარტოფილები ჰერმეტულად დალუქულ ყუთში მოათავსეს, მათ ზრდა დაიწყეს. აღნიშნული მოწყობილობა გასცემს საკვები ნივთიერებებით მდიდარ წყალს, აკონტროლებს ტემპერატურას, ჰაერის წნევას, ჟანგბადისა და ნახშიროჟანგის დონეს, რომელიც მარსთანაა მიმსგავსებული.
"იმ შემთხვევაში, თუ მარცვლეული შეეგუება იმ ექსპერიმენტულ გარემო პირობებს, რომლებსაც ჩვენ ამ ყუთში ვუქმნით, მათ აქვთ შანსი, რომ მარსზეც გაიზარდონ", ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი მეცნიერი.
მეცნიერების თქმით, კარტოფილის წითელ პლანეტაზე მოყვანის მიზნით, მარსზეც ისეთივე პირობები უნდა შეუქმნან, როგორიც მათ ყუთშია.
uk.businessinsider.com
on.ge