EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კლავიატურის კომბინაცია, რომელიც კომპიუტერთან მუშაობას გაგიადვილებთ »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-03-14 19:23:34

კლავიატურის კომბინაცია, რომელიც კომპიუტერთან მუშაობას გაგიადვილებთ
claviature
გთავაზობთ კლავიატურის კომბინაციებს, რომლებიც კომპიუტერან მუშაობას გაგიადვილებთ. კლავიშების კომბინაციები გამოიყენება პროგარამულ უზრუნველყოფასთან უფრო აქტიური და სწრაფი მუშაობისათვის. ზრდის შესაძლებლობების რაოდენობას რომლებიც სრულდება კლავიატურის საშუალებით. ის ფართოდ გამოიყენება კომპიუტერულ თამაშებში და არამარტო, უმეტესად ისეთ შემთხვევებში როცა აუცილებელია მოთამაშის სწრაფი რეაქცია.
win button
 
Win + D — ჩამოიხუროს ყველა ფანჯარა, ხელმეორედ დაჭერა აღადგენს ფანჯრების განლაგებას.
Win + E — გზამკვლევის (Explorer) გამოძახება.
 
Win + F — პროგრამებში ძიების ფანჯრის გამოძახება.
 
Win + R — ფანჯარა Run-ის გამოძახება.
 
Win + M — ჩამოიხუროს ყველა აქტიური ფანჯარა, გარდა თვისებების (Properties) ფანჯრისა.
 
Win + L — მომხმარებლების ასარჩევში გადასვლა
 
Win > U > U — კომპიუტერის გამორთვა.
 
Win > U > R — კომპიუტერის გადარესტარტება.
 
Win > U > S — კომპიუტერის დაძინება.
 
Win > L > L — მომხმარებლის ზონიდან გამოსვლა.
 
Win + Break — სისტემის თვისებების გამოძახება (System Properties).
 
Win + Shift + M — ფანჯრების ჩამოხურვის გაუქმება/გადაფიქრება.
 
Win + Tab — გზამკვლევში (Explorer) ფანჯრებში გადართვა.
 
Win + F1 — შველის/დახმარების გამოძახება.
 
Alt + F4 — ფანჯრის ან პროგრამის გამორთვა, თუ არაფერი არაა გახსნილი აგდებს იგივეს რაც Win > U (თიშავს თითქმის ყველაფერს ახალი თამაშების გარდა).
 
Alt + Tab — ფანჯრებს შორის გადამრთველის ამოგდება (გადასაწევად უნდა გეჭიროთ Alt–ზე და აჭიროთ Tab–ს).
 
Alt + Enter — იხსნება თვისებების (propertis) ფანჯარა მონიშნული ობიექტისათვის (ობიექტი შეიძლება იყოს, დისკი ფაილი, საქაღალდე).
 
Alt + Space — ხსნის აქტიური ფანჯრის სისტემურ მენიუს, ჯამში ეს კომბინაცია ტოლფასია მაუსით აქტიური ფანჯრის ხაზზე მარჯვენა კლავიშით დაწკაპუნებისა.
 
Alt + [და მენიუში ხაზგასმული ასო] — იძახებს მენიუს შესაბამის პუნქტს.
 
 
 
Backspace — ერთი დონით ზემოთ ასვლა Windows Explorer-ში, ხოლო Internet Explorer-ში კი ერთი გვერდით უკან დაბრუნება (თუ რა თქმ აუნდა ეს უკანა გვერდი უკვე გაიარეთ და დაბრუნება გსურთ).
 
Ctrl — დააჭირეთ ამ ღილაკს მაშინ როდესაც ფაილი გადაგაქვთ ერთიადგილიდან მეორეზე, იმისათვის, რომ საწყისი ფაილის კოპირება მოხდეს და არა გადაადგილება.
 
Ctrl + A — ყველაფრის მონიშნვა
 
Ctrl + B — მონიშნულის გასქელება
 
Ctrl + Z — ცვლილების გაუქმება (Undo), ბოლო მოქმედების გადაფიქრება, გადადება, ზოგიერთ პროგრამაში შეიძლება მხოლოდ ერთი მოქმედების დაბრუნება, ზოგიერთი კი უსასრულო რაოდენობის დაბრუნება შეიძლება.
 
Ctrl + Y — გაუქმებული ცვლილების დაბრუნება (Redo).
 
Ctrl + C — დაკოპირება მეხსიერებაში დამახსოვრება.
 
Ctrl + X — ამოჭრა მეხსიერებაში დამახსოვრება (იგივეა რაც გადაკოპირება ოღონდ საწყისის განადგურებით).
 
Ctrl + V — დაკოპირებულის ჩასმა.
 
Ctrl + I — მონიშნულის წაქცევა.
 
Ctrl + U — მონიშნულის გახაზვა.
 
Ctrl + O — გახსნა.
 
Ctrl + S — დამახსოვრება.
 
Ctrl + N — ახალი დოკუმენტი.
 
Ctrl + W — თუ გააჩნია რამოდენიმე ფანჯარა პროგრამას ხურავს ერთერთს მაგრამ პროგრამა არ ითიშება.
 
Ctrl + R — გვერდის განახლება.
 
Ctrl + T — ახალი Tab (არ მუშაობს ბრაუზერებზე რომლებსაც Tab–ები არ აქვთ, მაგ. Internet Explorer 6).
 
Ctrl + N — ახალ ფანჯარაში იგივეს გახსნა (მხოლოდ Internet Explorer).
 
Ctrl + F — გვერდზე ან დოკუმენტში რამე სიტყვისა თუ წინადადების ძებნა.
 
Ctrl + Alt + Delete — ეგრეთ წოდებული ცხელი კომბინაცია.
 
Ctrl + Esc — მენიუ Start-ის გამოძახება/დახურვა.
 
Ctrl + Shift — დააჭირეთ ამ კომბინაციას როდესაც გადაგაქვთ ფაილი ერთი ადგილიდან მეორეზე და საბოლოო ადგილზე მიიღებთ ფაილის მოკლე კლავიშს (Shortcut).
 
Ctrl + Shift + S — ახალ ფაილად შენახვა.
 
Shift + Delete — ობიექტის/ფაილის წაშლა სანაგვე ყუთში მოხვედრის გარეშე.
 
Shift + F10 — იგივეა რაც ობიექტზე მაუსის მარჯვენა კლიკი.
 
F1 — შველის/დახმარების გამოძახება.
 
F2 — მონიშნული ობიექტის სახელის შეცვლა.
 
F3 — ძიება.
 
F4 — Explorer-ში სისტემური მისამართების ფანჯრის გახსნა/ჩამოშლა.
 
F5 — განახლება.
 
F6 — გზამკვლევის (Explorer) მენიუებში გადართვა.
 
F10 — აქტიურს ხდის მენიუს პუნქტს.