EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მარსის ეგრეგორი »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-03-20 22:12:54

მარსის ეგრეგორი

მარსის ეგრეგორი

ატლანტების და სხვა რასების წარმოშობის შესახებ…

ავტორი: ბორის მონოსოვი
მთარგმნელი: მამუკა გურული
 
როგორ განადგურდა ფაეტონი, მე არ ვიცი. ამის შესახებ ბევრ სხვადასხვა რამეს ამბობენ. მაგრამ მქონდა რა საქმე ფაეტონის მკვიდრთა შთამომავლებთან, ეჭვიც კი არ მეპარება: ყველა ამ ნათქვამს შეგვიძლია ვენდოთ! ერთნი საუბრობდნენ საშინელ ომზე, რომელმაც ეს პლანეტა გაანადგურა, სხვები ეკოლოგიის დარღვევაზეც და პლანეტის ბირთვის დაშლის დაწყებაზეც – გაუაზრებელი ექსპერიმენტების შედეგად, მარსისა და იუპიტერის გრავიტაციაზეც, რომლებმაც მზის სისტემის ეს პლანეტა გაგლიჯა. ვიცნობდი რა ამ ბიჭებს, გეუბნებით: ყველაფერი ერთად! მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. არა ის, რომ იუპიტერი, მაგრამ მერკური ქვას ქვაზე არ დატოვებდა მთელი თავისი მშვიდობისმოყვარეობის და მშვიდობისმყოფელის ტალანტის მიუხედავად. ხოლო მათ, ვისაც ფაეტონის არ სჯერათ, ვურჩევდი, რომ გაფრინდნენ და ნახონ: იქ, ძალიან ახლოს, მარსის ორბიტის უკან ისეთი რამეები დაფრინავენ, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ცხადია – ეს პლანეტა იყო.
ამგვარად, ღრმა მწუხარებით მინდა შეგატყობინოთ, რომ ამ საყვარელი პლანეტის მოსახლეობა გადარჩა, გარდა იმ ჯიუტების მცირე გამონაკლისისა, რომლებსაც არანაირი კატასტროფის არ სჯერათ. სწორედ ამ მოსახლეობამ ააშენა უზარმაზარი ხომალდი და მარსისკენ გაემართა. ვისაც არ სჯერა, შეუძლია მარსზე გაფრინდეს და ეს ხომალდი დაათვალიეროს, დღეს მას უკვე ფობოსს ვეძახით.
 
არადა ბევრია ჩვენს დროში გაკვირვებული იმით, რომ სირანო დე ბერჟერაკმა, ლოჟის წევრმა და მცირე საიდუმლოებების განდობილმა უკვე იცოდა ფობოსის შესახებ. ბევრი სხვა რამეც იცოდა, დარწმუნებულები იყავით, მაგრამ დუმილს ამჯობინებდა. ჭკვიანი კაცი იყო. ამგვარად, ფაეტონელების შესახებ: მას შემდეგ ისინი მარსიანელები გახდნენ, თუმცა არა დიდი ხნით. ბატონობის მათი ტემპებიდან გამომდინარე მარსი მალე გახდა მათთვის პატარა. მარტივად რომ ვთქვათ, მარსის რესურსები ამოწურეს, ჭამის სურვილი კი – ისევ დარჩათ. სწორედ მათ ააშენეს მარსზე ყველაფერი, რისი გადაღებაც ჩვენმა სადგურებმა შეძლეს, და ასევე ბევრი რამ, რისი გადაღებაც ვერ მოახერხეს. და გარდა ამისა, როგორც ხედავთ, მარსიანული ეკოლოგია სრულ უსიცოცხლობამდე მიიყვანეს. და მარსზევე რომ ამოხოცილიყვნენ, ეს ღირსეული დასასრული იქნებოდა მათი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ ეს იგივე მოსახლეობა კვლავ გადარჩა. იმ დროისთვის ფობოსი, როგორც სატრანსპორტო საშუალება უკვე აღარაფრად ვარგოდა, ბოლოს და ბოლოს მილიონობით წელი გავიდა (ჩემი აზრით). თუმცაღა მარსიანელებიც არ იდგნენ ერთ ადგილზე და შექმნეს ახალი კონცეფცია, რომელსაც მთელი სითამამით დავარქმევდი „კანალიზაციის საერთო და ნაწილობრივ თეორიას“. ამ რევოლუციური იდეის თანახმად, როგორც აღმოჩნდა, შეგიძლია იცხოვრო ერთ ადგილას, და მე მაპატიეთ და, მოისაქმო – სხვა ადგილას. ამ აღმოჩენამ ისე შეძრა მარსის მთელი ცივილიზაცია, რომ დიდხანს აზრზე ვერ მოდიოდნენ გაოცებისგან: თვითონვე მიხვდნენ! – მაგრამ სამწუხაროდ მალევე გამოფხიზლდნენ და საქმეს შეუდგნენ. ღრმა მწუხარებით მინდა შეგატყობინოთ, რომ ეს საქმე უკვე აქ, მიწაზე კეთდებოდა. ასე რომ მათ, ვისაც ამბის ამ ნაწილის არ სჯერა, უკვე წასვლა აღარსად ჭირდება, საკმარისია გარშემო მიმოიხედოს.

მარსიანელების პირველი უელსამდელი შემოტევა

snow man

სხვათაშორის, თავად მარსიანელები საკუთარ თავს იო-ტუს უწოდებენ, რაც შედეგად ტრანსფორმირდა იოტუნებად (ეტუნებად) და ეტებად. ეს არსებები გამოიყურებიან, როგორც ხუთმეტრიანი გრიზლის დათვები, მაგრამ ძალიან დიდი წითური ბეწვით და შებრტყელებული სიფათით, თითქოს ამ სიფათით რაღაც მაგარს და ბრტყელს დაეტაკნენ. და როგორი ფეხები აქვთ, თოვლის კაცებზე მონადირეებს ჰკითხეთ: მათ ამის შესახებ ყველაფერი იციან.
 
ასეთი ანატომია წარმოადგენს პატარა ცივი ფაეტონის პროდუქტს, თავისი ატმოსფეროთი, რომელიც მდიდარი არაა ჟანგბადით, და მარსის, რომელიც ამაზე ბევრად თბილი და სიცოცხლისთვის გამოსადეგი არაა. დედამიწაზე კი მარსიანელებს უსიამოვნო სიურპრიზები ელოდათ: მაღალი გრავიტაცია, რომელიც ამ “მახინებს”, მიუხედავად მათი მძლავრი მუსკულატურისა, მიწაზე აჯაჭვებდა, ძალიან ცხელი კლიმატი, სადაც სიცოცხლისთვის გამოსადეგი პირობები მხოლოდ პოლარულ ზონებში და მაღალ მთებშია, სადაც ამავე დროს გაიშვიათებული ატმოსფეროცაა. და რას ნიშნავს ჟანგბადის სიჭარბე, ყველამ იცის. რაც შეეხება საუბრებს სკაფანდრებსა და ხელოვნურ გარემოზე, აბა თავად სცადეთ, რომ ერთი წალი იცხოვროთ თავშესაფარში, ისე რომ არ მოიხსნათ აირწინაღი და ზურგზე მინიმუმ ტყვიამფრქვევი მაინც მოიკიდოთ. შემდეგ კი გაიმეორეთ იგივე გამოცდილება თქვენს ოჯახთან ერთად – სიდედრის ჩათვლით. სწორედ ამიტომაც დარჩნენ მარსზე და მცირე დასახლება შექმნეს მთვარეზე, სადაც შუალედური ბაზა გააკეთეს. თქვენ რა თქმა უნდა იკითხავთ: და რატომ შექმნეს მაინცდამაინც მთვარეზე ეს ბაზა? – და მე გიპასუხებთ: ურწმუნო თომებო, ჩაიხედეთ განმარტებით ლექსიკონში, იქ წერია, რომ მთვარე – ესაა მცირე ციური სხეული. მოკლედ, დედამიწაზე ისინი მთვარიდან მოდიოდნენ ხოლმე, ამიტომაც აქ ჩვენ მათ მთვარის პიტრისებს ვეძახით. სხვათაშორის, აზრზე არ ვარ, რას ნიშნავს სიტყვა პიტრისი. და ვისაც არ ვკითხე, არავინ იცოდა. ვფიქრობ, ეს რაღაც უძველესი სალანძღავი სიტყვაა, და იგი იდიომატურად წააგავს გამოთქმას, რომელსაც ხმამაღლა არ ვიტყვი. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ამ თემაზე არ ვილაპარაკო. ამრიგად, დედამიწაზე ისინი დიდი აღტაცების გარეშე მოვიდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე ათესილიყვნენ აქედან. აშკარა იყო, რომ პლანეტას ვერ დაიპყრობდნენ. ანუ დაპყრობას რა თქმა უნდა მოახერხებდნენ, მაგრამ მხოლოდ ვახტური მეთოდით: 2-3 დღით. მაგრამ მესამე დღის ბოლოს ყოველი მათგანი ყველა საიდუმლოს და იარაღს გადასცემდა მტერს, ოღონდ კი მალე გაცლოდა აქაურობას. ამიტომაც მარსიანელები მალე მიხვდნენ, რომ რაღაც შუალედური რგოლი სჭირდებოდათ, ანუ ვიღაც ბიჭები, რომლებიც მათთვის თხილის ზიდვას დაიწყებდნენ. მსურველები გარშემო არ იყვნენ, ამიტომ მსურველების შექმნა მოუწიათ. კიდევ არ გჯერათ? სარკეში ჩაიხედეთ!
 
მარსის ეგრეგორი

ადამიანთა შექმნა

იმ მომენტისთვის, როდესაც მარსიანელები დედამიწას ესტუმრნენ, მასზე უკვე იყო სიცოცხლე, და ფრიად მრავალფეროვანიც. გარდა მდიდარი ფლორისა, აქ მდიდარი ფაუნაც იყო, მათ შორის ორი შედარებით გონიერი რასაც.
პირველები, რომლებზეც მე ძალიან ცოტა ვიცი, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი იცოდა ლავკრაფტმა, წარმოადგენდნენ გონიერ ამფიბიებს, რომლებიც ადამიან-გომბეშოებს ჰგავდნენ. არ გჯერათ? სარკეში ჩაიხე… – ნუ ეს ზედმეტი მომივიდა. რა თქმა უნდა ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი მართლა მათი შორეული ნათესავია.
მრგვალი თვალები გადმოცვენაზე? ქვემოთ ნაკეცებით? თითებს შორის აპკი გაქვთ? შთამომავალი ხართ! ამასთან ბევრი ასეც ამბობს გომბეშო მახრჩობს (жаба душит), ან კიდევ, ავად ხართ, მკერდის გომბეშო გაქვთ. ყველა იმ გომბეშოს გულისხმობს, რომელიც მათ შთამომავლებშია დამალული. შედეგად ზოგიერთი ატლანტი თვლიდა, რომ ეს უცხოპლანეტელების კოლონია იყო, სხვები კი ფიქრობენ, და მეც მათ ვუერთდები, რომ ისინი ადგილობრივი აბორიგენები იყვნენ.
მეორე გონიერი რასა – ადამიანების იყო. ისინი ყველაზე მეტად ინდოელ დრავიდებს, პიგმეებს ან ავსტრალიერ პაპუასებს ჰგავდნენ. მოკლედ, შავკანიანი, დაბალი ტანის მოსახლეობა, რომელიც პირველყოფილი ედემის დონეზე ცხოვრობდა. აპრაქტიკებდნენ მაგიას, მოჰყავდათ ბოსტნეული და რაღაცეებს უცვლიდნენ ტექნოგენურ ამფიბიებს (გომბეშოებს), რომლებიც ოკეანეში ცხოვრობდნენ. გომბეშოები ღმერთებად თვლიდნენ თავს, სულ ვიღაცის შეჭმას ცდილობდნენ და დაბალი ხარისხის ნაგავს ხმელეთის მკვიდრებს ხელით ნაკეთ ექსკლუზიურ შედევრებზე უცვლიდნენ.
რატომ მოკიდეს ხელი პაპუასებმა კონკრეტულად ადამიანებს არ ვიცი. ალბათ გომბეშოებთან უფრო მეტი პრობლემები ჰქონდათ. ან შესაძლოა ადამიანები გენეტიკურად უფრო პერსპექტიულები იყვნენ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ მარსიანელებმა ერთმანეთს შეურიეს თავისი და ადამიანების გენები იმ მიზნით, რომ მარსიანელების ახალი სახეობა გამოეყვანათ – დედამიწის კოლონიზაციისთვის. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: რის გაკეთება შეეძლოთ გენეტიკაში უცხოპლანეტელ ხუთმეტრიან გრიზლებს გაბრტყელებული სიფათით? კიდევ სარკესთან გაგგზავნით. სწორედ ეს გააკეთეს. მაგრამ მოგვიანებით.
 
gnomes
თავიდან მათ დვერგები, იგივე დვარლინები (იგივე გნომები (მთარგმნ. შენიშვნა)) გამოუვიდათ. მარსიანელებმა დედამიწის გრავიტაციის შიშით ისინი პატარები შექმნეს – მეტრზე ცოტა მეტი, ძალიან მძლავრი მუსკულატურით. სახეც დიდი ვერაფერი გამოუვიდათ. არ ვიცი ფიფქია როგორ ფიქრობდა, მაგრამ ჩემი აზრით საფრთხობელებს ჰგავდნენ. გარდა ამისა, შავი კანის ფერის მორუხო-მოთეთროსთან შერევით რაღაც მესიე ფანტომასის სიფათის მსგავსი მიიღეს – მორუხო-მოლურჯო. აქედანაა სხვათაშორის გამოთქმა – „ცისფერი სისხლი“, რომელიც გვარის სიძველეზე მიუთითებს: მათზე, ვინც პირდაპირი ხაზით მოდის „ცისფერებისგან“.
ადამიანებმა ეს დვერგები მიწის ქვეშ განდევნეს. საქმე იმაშია, რომ მარსიანელებს მიწაზე სასარგებლო წიაღისეული სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა იკითხავთ: „რომლები?“ სწორედ ისინი, რომლებიც მარსზე გაუთავდათ. და როდესაც დვერგები თავის შახტებს ჩაუღრმავდნენ, აღმოჩნდა, რომ გარეთ გამოსვლა მათთვის რეკომენდებული არ იყო, რათა ადამიან ჯადოქრებს პირისაგან მიწისა არ აღეგავათ. ამასთან, გომბეშოებს ეს დვერლინები გემოთი მოეწონათ, და ადამიანებმა სწრაფად მოიფიქრეს, რომ წყლის ღორმუცელებისთვის ჯობდა ისინი შეეწირათ მსხვერპლად, ვიდრე ერთმანეთი. მთლიანობაში დვერგები ბოლომდე დღესაც არ გამქრალან.
 
beautiful elf
შემდეგი რასა ალვები იყვნენ. ესენი მარსიანელებმა არც სიმაღლით გაანაწყენეს, არც გონებით და არც გარეგნობით. თუმცაღა ალვები, იგივე ელფები, წვრილძვლიანები, ფიზიკურად სუსტები და უნაყოფოები აღმოჩნდნენ. გადავარდნენ რა ხელოვნებასა და მელანქოლიურ ფილოსოფოსობაში, ალვები ბოლოს და ბოლოს მიტოვებულ იქნენ მოთმინება-დაკარგული ეტუნებისგან და შევიწროებულნი – საბრძოლოდ განწყობილი ადამიანებისგან. შედეგად ისინი განდევნილ იქნენ ამ სამყაროს საზღვრებთან და დვერგებთან შერევით საწყისი მისცეს სხვადასხვა არსებებს: „დამავოებს“, ვამპირებს, უპირებს და ა.შ. გარდა ამისა ელფებმა მასშტაბირება ისწავლეს, ანუ სხეულის ზომების შეცვლა, რაც ერთ-ერთი უმაღლესი სიდჰაა, და შეერწყნენ რა ბუნებას, დაბადეს ლეგენდები ფერიებზე.
სამაგიეროდ, მესამე რასა ეტუნებს დიდებული გამოუვიდათ. გესაუბრებით, როგორც ტიპიური წარმომადგენელი, ასე რომ შეგიძლიათ დამიჯეროთ. ესენი იყვნენ ასსები, იგივე ასურები. ამ რასამ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა: აბორიგენები – შორეულ კუნძულებზე მშვენივრად მოწყობილ რეზერვაციებში, გომბეშოები – შელფიდან უფრო ღრმა ადგილებში, დვერგები – შახტებში, ალვები – მთებში. ეტუნებს პოლუსებზე ბრწყინვალე ქალაქი აუგეს მაცივრებით და მსგავსი კომფორტით. როგორღაც თავისთავად გამოვიდა, რომ უკვე რამდენიმე ათასი წლის შემდეგ ასურების ცივილიზაცია, იგივე ატლანტები, დამოუკიდებელი რასა გახდა და ბიოტექნოლოგიების განვითარებას ჩაუღრმავდა.
ბოლოს და ბოლოს ატლანტებმა სრულჰყვეს თავიანთი თავი და შექმნეს მაგები (წაიკითხე ჩემი წინა წიგნები). ეტუნები როგორც იქნა მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ დააგვიანდათ – პლანეტა უკვე ასურების საკუთრება გახდა. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, დაიწყო ბრძოლა ლოზუნგით: „დასცხე ასურებს, გადაარჩინე პლანეტა!“. იმ ომში, ჩვენ, ატლანტებმა, თითქმის გავიმარჯვეთ, ანუ იყო ჩვენი სუფთა გამარჯვება და იგი ზუსტად ექვსი წუთით გაგრძელდა. მაგრამ ვერც კი მოვაწარით, გამარჯვებულად გვეგრძნო თავი, რომ დაიწყო საყოველთაო წყალდიდობა, და ყველაფერი წყალში ჩაიყარა. არ გჯერათ? ბიბლია წაიკითხეთ!

ეტუნების მეორე მცდელობა

წარღვნის შემდეგ ჩვენ სუფთა „იპონი“ გვქონდა, როგორც საბრძოლო ხელოვნებების სპეციალისტები ამბობენ. შევინარჩუნეთ რა მეხსიერება წინა ინკარნაციების შესახებ, ჩვენ – ატლანტმა მაგებმა სწრაფად წავათრიეთ მთებში ყველაფერი, რისი ამოღებაც წყლიდან შევძელით, და ახალი ატლანტიდა ავაშენეთ. ეტუნები მთვარეზე და მარსზე ბინადრობდნენ, რესურსების ნარჩენებს ეკონომიას უწევდნენ და უფრო და უფრო უჭერდნენ ერთმანეთს ქამრებს. კაცობრიობა, ძირძველი დედამიწელები, რეზერვაციიდან გაიქცნენ, წყლის დონის დაკლებასთან ერთად ხმელეთზე დასახლდნენ და განაახლეს ვაჭრობა გომბეშოებთან, რომლებიც მთელი ჩაძირული ჯართის მფლობელები გახდნენ.
სანამ ჩვენ ჭრილობებს ვიშუშებდით, გომბეშოები კი აუქციონებს აწყობდნენ ჩვენივე ნარჩენებიდან, მარსიანელებმა გადაწყვიტეს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და დროა ციდან დედამიწაზე დაბრუნდნენ. ახალი შემოჭრისთვის, გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ რასა, რომელიც ბოლომდე დაემორჩილებოდათ, და ამ რასას ასევე მისცეს მაგიის გამოყენების შესაძლებლობა. ეტუნებს ესმოდათ, რომ ჩვენ, ატლანტები, მაშინვე მოვახდენდით ვანების ლოკალიზებას, მათ რომ მაგია არ სცოდნოდათ. შეგახსენებთ, რომ მაგიური უნარების ფლობის შესაძლებლობა დამოკიდებულია სუბიექტის კავშირზე დედამიწის გენიასთან და იწოდება ვრილის ენერგიად (წაიკითხეთ ჩემი და სხვა მაგების წიგნები).
ვრილის, ანუ ზეციური ცეცხლის მოტაცებას გვიანდელი ელინები პრომეთეს მიაწერენ. იგი, როგორც ცნობილია ტიტანი, ანუ ეტუნი იყო. თავის მხრივ ვანები ამ ქმედებას ცალთვალა ოდინს მიაწერდნენ, რომელიც ნახევრად ეტუნი იყო, ნახევრად ასსი. მე არ ვიცი იმ პირფერის სახელი, რომელმაც ვრილი მოიტაცა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე ლეგენდა იტყუება. ამ გაიძვერამ ინიციაცია, ანუ ვრილი ჩვენს ერთ-ერთ ტაძარში მიიღო და ეტუნებთან გაიქცა, რომლებმაც იმ დროისთვის უკვე შექმნეს ვანების რასა. სწორედ ამ რენეგატმა, ჩრდილოურ ქვეყნებში ლოკიდ, ანუ ცეცხლისა და ტყუილის ღმერთად ცნობილმა, მისცა კიდეც ვრილის ინიციაცია ოდინს – რუნების შემქმნელს. ხეზე უკუღმა ჩამოკიდებულება ახლაც წარმოადგენს ინიციაციის ნაწილს ზოგიერთ იზოლირებულ ტომში, რომელმაც უძველესი მაგია შეინარჩუნა. ჩამოკიდებული ადამიანისთვის შუბით ჭრილობების მიყენება მისი ცნობიერების დონის შეცვლის მიზნით მოგვიანებით ქრისტიანებმა გადმოიღეს, და ჩვეულებრივი რომალური ჯვარზე გაკვრა ლეგენდებში შუბითა და გვირგვინით ინიციაციად აქციეს. რაც შეეხება ოდინისთვის ერთი თვალის ამოთხრას, პარალელს გავავლებ ერთ ამბავთან ცნობილ შუასაუკუნეების შოტლანდიელ ცალთვალა წინასწარმეტყველზე, რომელიც ცარიელ თვალთან კრისტალს იდებდა ხოლმე ფოკუსირებადი ლინზის სახით, რაც საშუალებას აძლევდა, რომ მომავალი დაენახა. ასევე ბულგაკოვიც, ვოლანდის აღწერისას მკაფიოდ აღნიშნავდა, რომ ერთი თვალი: „მარცხენა, მწვანე, მას სრულიად გიჟური აქვს, მეორე კი – ცარიელი“. სხვათაშორის, კიდევ ერთი კითხვა: „საით იყურებიან ცალი თვალით ელამები?“ შემთხვევითი არაა, რომ „ვეძმებს“ აუცილებლად მიაწერდნენ სიელმეს. ესენი ყველანი ყველაფერს გვერდითი მხედველობით უმზერენ, როგორც მრავალი ოკულტური „გურუ“ გვირჩევს.

ვანებიც გარბიან

მარსიანელების მეორე შემოტევა ნოტებზე იყო გაწერილი. ყველაფერი დაიწყო ატლანტების ქალაქების თავზე ვიმანების – ეტუნთა საბრძოლო მფრინავი აპარატების – გამოჩენით. ვანების ქვეგანყოფილება („ფრთების“ ჩრდილოურ ტრადიციაში, რომლებიც თანამედროვე პარაშუტისტებს ჰგავდნენ) დესანტირებულ იქნენ დედამიწაზე და ფორსირებული მარშით მოდიოდნენ ატლანტთა ქალაქებისკენ. ცუდ მდგომარეობაში გამოჭერილი ატლანტები თავს იცავდნენ, როგორც შეეძლოთ.
მეცნიერები დღემდე ვერ პასუხობენ კითხვას: „რატომ მიატოვა მოსახლეობამ სამხრეთ ამერიკის და სხვა კონტინენტების უძველესი ქალაქები და რატომ გაიქცა სადღაც?“ მე პასუხობ: „უნდოდათ, გადარჩენილიყვნენ საჰაერო თავდასხმის პირობებში. ყველა პარტიზანად გაიქცა ტყეში. ზოგიერთი დღემდე იქაა“. მეცნიერები დღემდე საგონებელში არიან, რამ დაადნო უძველესი ირლანდიული ციხე-სიმაგრეების კედლები? გპასუხობთ: „სწორედ მათ დაადნეს, ანუ – ეტუნებმა“. სხვათაშორის მათ ახლაც დარჩათ მთვარეზე რამდენიმე სხივური იარაღი (ეს „ვარსკვლავთა ომების“ მოყვარულთათვის). მაგრამ სიმართლემ ჩვენი სახით (ასსების, იგივე ატლანტების) მაინც გაიმარჯვა. ვიმანები სეტყვასავით ჩამოცვივდნენ მიწაზე, როდესაც ჩვენი მაგია ჩავრთეთ. მეცნიერები დღემდე პოულობენ სადღაც, ესტონეთში, რომელიმე თეფშს, რომელიც 6-7 მეტრის სიღრმეში დევს მიწაში, თუ ერთ საეჭვო წყაროს დავუჯერებთ. სადღაც კიევშიც პოულობენ რაღაც მსგავსს, თუ სხვა, არანაკლებ საეჭვო წყაროს დავუჯერებთ, და საგონებელში არიან: „როგორ ჩამოვარდა აქ?“. გპასუხობთ: „ციდან ჩამოვარდა, დაენარცხა ანუ“. და როგორ არ ჩამოვარდებოდნენ, თუ მთელ ეკიპაჟს ფსიქოტროპული დარტყმით მიაყენეს პარალიზება?
 
მოკლედ, მაჰა-ბჰარატა წაგიკითხავთ? ტიტანომაჰიის შესახებ, ანუ ტიტანების მაჰა-დაჭერის შესახებ გაგიგიათ? მოკლედ, შეჩურთეს ღმერთებმა ტიტანები ტარტარში, ტარტარარში, როგორც ახლა ამბობენ, სადაც დღემდე იმყოფებიან. რაღაც დროის შემდეგ ვანებიც გატეხეს: მათ სჭირდებოდათ, რომ ვინმესთვის ეცათ თაყვანი, აქ კი ასურები იყვნენ თავისი მაგიით. ასურებმა პირველ რიგში ბაყაყებისადმი თაყვანისცემა და მათთვის მსხვერპლის შეწირვა აუკრძალეს. მართალია, დღემდე აფრიკაში ვიღაცეები კვლავ აპრაქტიკებენ შავ მაგიას (შავი კონტინენტის მაგიას), ანუ როგორც ამას კიდევ უწოდებენ ძველი ღმერთების კულტს (ვუდუს), რომელიც დაგონებიდან მოდის. მართალია, თავად დაგონები ტავიანთ ღმერთებს „ფერმკრთალ მელიებს“ ეძახდნენ და მათ სირიუსიდან მოსულებად თვლიდნენ. შესაძლოა ასეც იყო. ვინ იცის? მოკლედ, ვანების ყველა წარმატება ნულამდე იქნა დაყვანილი, და ეტუნები კვლავ მთვარეზე გაფრინდნენ, და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ძირითადად სხვა პლანეტების: იუპიტერის, სატურნის და ა.შ. თანამგზავრებზე დაიწყეს.