EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მე მჯერა... უბრალოდ მჯერა »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: მარი

თარიღი: 2017-04-03 13:33:59

მე მჯერა... უბრალოდ მჯერა

მე მჯერა... უბრალოდ მჯერა

მე მჯერა... უბრალოდ მჯერა

 

ყველა განსაცდელი

ყველა ტკივილი

ყველა დარდი

ყველა ცრემლი

 

დასრულდება და გამოიდარებს

 

მზე ჩემ ფანჯარაშიც შემოანათებს

და გაფანტავს  სიბნელეს

და სულში სითბო დაისადგურებს

 

და წამომცდება  მალე უკვე გამოიდარებს

 

 

მე მჯერა

ყოველ დაღმართს აღმართი მოსდევს

ყოველ ბნელს - ნათელი

ყოველ ცრემლს - ღიმილი

 

გული მეუბნება

მოითმინე და გამოიდარებს

 

 

რამდენი ხანია ველოდები, ვინ იცის მხოლოდ შენ ჩემო გულო

ამ სანატრელ გამოდარებას

 

ან იქნებ უკვე გამოიდარა

ან იქნებ უკვე მზეა და მე უნდა დავინახო

 

 

არა ,

ჯერ ადრეა...

 

მე უფრო მეტი მინდა

განა ამდენი ღამეები

ამდენი უძილო ღამეები

რომელიც სწავლას,

რომელიც წერას

რომელიც ოცნებას

დაუთმე

 

ესაა..

 

არა მე უნდა ვიბრძოლო

ისე ისე როგორც მაშინ

როცა დედა კითხვას მასწავლიდა

როცა პირველი სიტყვა ია დავწერე

როცა სკოლა დავამთავრე, მერე უნივერსიტეტი ...

 

სადღაც შიგნით ექო მეძახის

შენ მეტი შეგიძლია

იბრძოლე

უკეთესი მომავლისთვის

იბრძოლე  ოცნებებისთვის

იბრძოლე შენი ოცნებებისთვის

და გამოიდარებს

 

 

სიკეთე ყველა ბოროტებას დაამარცხებს

ჯვარცმას აღდგომა მოჰყვება

 

და ვგრძნობ

სადღაც შორს

მზე უკვე  ამოსვლას იწყებს..

 

მარი