EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ღუმელში გამომცხვარი ქამა სოკო ყველითა და არომატული სოუსით »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-04-04 21:22:51

ღუმელში გამომცხვარი ქამა სოკო ყველითა და არომატული სოუსით

ღუმელში-გამომცხვარი-ქამა-სოკო-ყველითა-არომატული-სოუსით

ინგრედიენტები:

თეთრი ქამა სოკო 400 გ
ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
ნიორი 2 კბილი
ხმელი ქონდარი 0,5 ჩ/კ
ლიმონი 0,5 ცალი
გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი) 30 გ

მომზადების წესი:

სოკო გარეცხეთ, ან უბრალოდ კარგად გაწმინდეთ ხელსახოცით, რათა გარეცხვისას ზედმეტი წყალი არ აიღოს. დაჭერით თხლად და დაალაგეთ ღუმელის ლითონის ფირფიტაზე. სოკოს ფენა არ უნდა იყოს სქელი, რადგან ის კი არ უნდა მოიშუშოს, არამედ უნდა შეიწვას.

ზეითუნის ზეთში აურიეთ ქონდარი, ნახევარი ლიმონის ცედრა და წვენი (1 ს/კ), დაჭრილი ნიორი.

ქამა სოკოს მოაყარეთ მარილი, მოასხით სოუსი, მოურიეთ და მოასწორეთ. 

გახეხეთ ყველი და მოაყარეთ სოკოს.

შედგით ცხელ, 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთი. კერძს ბევრი წვენი გაუვა, ამიტომაც როცა გამორთავთ, კიდევ გააჩერეთ ღუმელში, რათა ზედმეტი სითხე ამოშრეს.