EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« არ აადუღოთ წყალი ორჯერ: უაღრესად საზიანოა ჯანმრთელობისთვის »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2017-05-01 18:30:54
რამდენად ხშირად ვადგამთ ჩაინიკს, რათა გავაცხელოთ წყალი, ხოლო შემდეგ გვავიწყდება ის, მიზეზი? იმიტომ რომ იწყება საყვარელი სერიალი ანდა გამოგვიჩნდება რაიმე გადაუდებელი საქმე. შემდეგ კვლავ ვადგამთ და ვაცხელებთ, ვადუღებთ, მაგრამ იცით რა მოსდის წყალს განმეორებით ადუღების დროს?
ადუღების შემდეგ, წყალი საკუთარ შემადგენლობას ცვლის, ის თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან და უსაფრთხო ხდება. მაგრამ როცა მას მეორედ ვადუღებთ, ქიმიური ნაერთები იცვლება და სხვადასხვა მავნე ნივთიერება გროვდება.
დარიშხანი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ “დარიშხანი სასმელ წყალში ადამიანების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა”. ორგანიმზში დაგროვებისას, დარიშხანი იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, პერიფერიულ ნევროპათიას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, თირკმელების დისფუნქციას, კანის დაზიანებას, დიაბეტს და კიბოსაც კი.
ნიტრატები
როცა წყალს მაღალ ტემპერატურაზე ვადუღებთ, ნიტრატი კანცეროგენულ ნიტროზამინად გადაიქცევა. ამ ნივთიერებებს კი, შეუძლიათ კიბოს ისეთი სახეობები გამოიწვიონ როგორებიცაა: საკვერცხეეების, მსხვილი ნაწლავის, შარდის ბუშტის, პანკრეასის, საყლაპავი მილის და კუჭის კიბო
ფტორი
ის ფაქტი, რომ ფტორი წყალში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა უკვე დამტკიცებულია. ერთ-ერთ სამეცნიერო და სამედიცინო ჟურნალში დაიბეჭდა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვით დამტკიცდა, რომ სასმელ წყალში ფტორიდი ბავშვებში IQ-ს დაქვეითებას იწვევს.