EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ოცნების ტაბლეტი – რა არის მოდაფინილი? »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-05-02 15:49:10

ოცნების ტაბლეტი – რა არის მოდაფინილი

Modafinil

მეცადინეობით და მუშაობით გადაღლილები, ენერგიაგამოცლილები, გამოფიტულები ...  გამოსავალი ყოველთვის არსებობს:  ე.წ. „ჭკვიანი“ წამლები ბევრისთვის ყველა მსგავს პრობლემას მომენტალურად აგვარებს, თუმცა...

BBC-ს კორესპონდენტმა ამ წამლების არსებობის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, შემდეგ საკუთარ თავზეც გამოსცადა და მოგვიანებით, შთაბეჭდილებები ჩვენც გაგვიზიარა:

ბენჟამინ ზანდი, ჟურნალისტი:   ამ აბებს ჩემი მეგობარი სვამდა და მისი გამოყენება მეც მირჩია.

-„ამას ყველა აკეთებს, ეს ხომ მხოლოდ აბებია, რომელიც კონცენტრირებაში გვეხმარება“, - მითხრა მან.   

როგორც აღმოჩნდა, ის სწორედ ამ მეთოდით იხსნიდა დაძაბულობას მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან დღეს.

საერთოდ,  ფსიქოსტიმულატორები ჩვეულებრივი სამკურნალო საშუალებებია, რომელიც  კონკრეტული ავადმყოფობების და/ან აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენება.

მაგალითად, ერთ-ერთი „ჭკვიანი“ წამალი - მოდაფინილი  ძილიანობის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო, რომელიც, თავის მხრივ,  ნარკოლეფსიით არის გამოწვეული, ასევე უძილობისას, რომელიც დღე-ღამის სხვადასხვა დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან არის კავშირში.

თუმცა სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სვამს მოდაფინილს, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოს.

Modafinil

გვერდითი ეფექტები

ჰარვარდისა და ოქსფორდის მეცნიერებმა მას   პირველი უსაფრთხო „ჭკვიანი“ წამალი უწოდეს. მათი თქმით, რისკის დონე მაშინაც კი არ იქნება მაღალი, თუ ამ წამალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მივიღებთ. თუმცა ამ პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენებიც: უძილობა, თავის ტკივილი და გამონაყარი კანზე.  გარდა ამისა, არსებობს მონაცემებიც, რომელიც გვიჩვენებს, რად შეიძლება შემობრუნდეს მოდაფინილის გამოყენება ხანგრძლივ პერსპექტივაში.

მიუხედავად ამისა, ინტერნეტსივრცეში ბევრი დადებითი გამოხმაურების წაკითხვის შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი სტუდენტის ისტორია შევიტყვე, რომელსაც პრეპარატი მაღალი ქულების მიღებაში დაეხმარა,  გადავწყვიტე,  ეს მედიკამენტის ჯადოსნური ძალა საკუთარ თავზე გამომეცადა.

ბრიტანული კანონები მოდაფინილის გაყიდვას ექიმის რეცეპტის გარეშე კრძალავენ, თუმცა მისი შეძენა კანონით დასჯადი ქმედება არაა.

გარდა ამისა, ინტერნეტში  არაერთი საიტი აღმოჩნდა, მათ შორის,  ინდოეთში რეგისტრირებული, საიდანაც  მისი გამოწერა იყო შესაძლებელი.

ჩემი შეკვეთა ერთ კვირაში ჩამოვიდა. შეფუთვაში იყო აბები, რომელიც ვიზუალურად ცოტა რამით თუ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი პარაცეტამოლისგან. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რომელმაც მითხრა, რომ მე, როგორც ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანს, პრეპარატი მაინცდამაინც დიდ ზიანს ვერ მომაყენებდა, საქმის სისრულეში მოყვანა გადავწყვიტე.  

 

პირველი შეგრძნებები

მოდაფინილის პირველი აბი კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მივიღე. ლაბორატორიის თანამშრომელმა რამდენიმე ტესტი ჩამიტარა, რომლითაც ჩემი გონებრივი შესაძლებლობები შეამოწმა - ყურადღების კონცენტრირება, ვიზუალური-სივრცითი  და ეპიზოდური მეხსიერება - მოდაფინილის მიღებამდე და მიღების შემდეგ. 

პროფესორი ბარბარა სააკიანი დარწმუნებული იყო, რომ პრეპარატი ჩემზე დადებითად იმოქმედებდა:

-ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ მოდაფინილის მიღების შემდეგ უმჯობესდება კოგნიტური პროცესები, ანუ გონებრივი აღქმის და გარე ინფორმაციის გადამუშავების უნარი. საუბარი იყო რამდენიმე განსხვავებულ პირზე - ექიმებიდან დაწყებული, რომლებიც ღამის საათებში მუშაობდნენ ჩვეულებრივ ადამიანებამდე დამთავრებული, რომლებიც ამ ტესტებს კონტროლირებად სამეცნიერო ვითარებაში გადიოდნენ.

მოდაფინილის მიღებამდე ჩემი მონაცემები არც ისე ცუდი იყო. მაგალითად, კონცენტრირების უნარით  ჩემს ასაკობრივ ჯგუფში საუკეთესოთა  15-20%-ში შევედი. აბის მიღების შემდეგ ჩემი შედეგები ამაღლდა და მე უკვე იმავე მაჩვენებლების  მქონე ადამიანების 5-10%-ში მოვიაზრებოდი.

წამლის მიღების შემდეგ თავს ბევრად უფრო მხნედ ვგრძნობდი და ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რას შეეძლო ჩემი განერვიულება და რა გამიცრუებდა იმედებს. რა თქა უნდა, ტესტის შედეგებზე გავლენის მოხდენა სხვა ფაქტორებსაც შეეძლოთ, თუმცა...

მაგრამ დღე გრძელდებოდა და ჩემი ტვინი სრული დატვირთვით მუშაობდა. სახლში, ლივერპულში,  მატარებლით მომიწია დაბრუნება, ოთხი საათი ვმგზავრობდი, მაგრამ არანაირ დაღლილობას არ ვგრძნობდი. აი, აქ დამთავრდა მოდაფინილის დადებითი გავლენები.  

უძილობა და შეშუპება

მომდევნო დღეს ისევ მატარებლით მიწევდა მგზავრობა და ვფიქრობდი, რომ ამ სასწაული აბის დახმარებით ამ დროს შედეგიანად გავატარებდი,  მაგრამ შევცდი.

პირველ რიგში, ყურადღება ჩვეულებრივზე მეტად გამეფანტა. მართალია, პრეპარატი კონცენტრირებაში მეხმარებოდა, მაგრამ ჩემი კონცენტრაციის ობიექტი ის ნამდვილად არ იყო, რაც მჭირდებოდა. მაგალითად, ვიდეოთამაში ჩემს სმარტფონზე.

რამდენიმე ხნის შემდეგ საშინელი თავის ტკივილი დამეწყო, დავკარგე მადა და ხშირად დავრბოდი საპირფარეშოში, ფაქტობრივად, შემიძლია ვთქვა, იქიდან არც გამოვდიოდი. ჩემი ტვინი, შარდის ბუშტისგან განსხვავებით,  აქტიურად მუშაობას ნამდვილად არ ჩქარობდა.  

საღამოს მოდაფინილის ძალა ძილიანობის წინააღმდეგ საკუთარ თავზე გამოვცადე. ჩაძინების ყოველი მცდელობა მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ მთავრდებოდა. უძილობის დამარცხება მხოლოდ დილისთვის შევძელი.

გარდა ამისა, ფეხიც შემიშუპდა და საშინელი ქავილი დამეწყო,  მეორე დღეს ასეთივე „ბედნიერება“ ხელზეც გამიჩნდა.

როგორც ჩანს, ჯეისონ ოლდისგან განსხვავებით (ათლეტი და მეწარმე ედინბურგიდან),  მე არ გამიმართლა. მისი თქმით, მოდაფინილის მიღების შემდეგ ის თავს ყოველთვის ისე გრძნობს, თითქოს ამქვეყნად არაფერი შეუძლებელი არაა.

-ის გაძლევს შეგრძნებას, რომ შენ ფუნქციონირებ 100%-ით, რომ სრულად იხარჯები. ჩვეულებრივ შემთხვევაში, ეს შეუძლებელი ჩანს, მაგრამ მოდაფინილი იძლევა ამის განცდის საშუალებას, - აცხადებს ოლდი.

იმედგაცრუება

პრეპარატის მიღების პირველ დღეს ენერგიის მოზღვავება და კონცენტრირების უნარის გაუმჯობესება ნამდვილად ვიგრძენი,  თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

მომდევნო დღეებმა იმედები გამიცრუა.  მაშინ, როდესაც მთელი დღე მონტაჟით უნდა ვყოფილიყავი დაკავებული,  თავის ტკივილები განმიმეორდა და ჩემს ორგანიზმში დეჰიდრატაცია დაიწყო.

უფრო უარესიც, მეგობრები ჩემი კანის საშინელ მდგომარეობაზე ალაპარაკდნენ. მოდაფინილი არ მაძლევდა დაძინების საშუალებას, ამასთან,  საშინლადაც გამოვიყურებოდი.

საღამოს რვა საათისთვის, როდესაც ეს ყველაზე ნაკლებად მინდოდა, პრეპარატმა მოქმედება დაიწყო. ოფისში 11 საათამდე ვიმუშავე - რედაქტირებას ვაკეთებდი, ფოტოსა და ვიდეოს ვიღებდი, ვწერდი, ვამოწმებდი ყველაფერს, ვაკეთებდი იმასაც, რისი გაკეთებაც, სავარაუდოდ, სულ  არ იყო საჭირო.

ვგრძნობდი, რომ მუშაობა უნდა გამეგრძელებინა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ეს ძალიან მინდოდა.

იმედგაცრუებული ვიყავი. უკუჩვენებები და არასაკმარისი პროდუქტიულობა იმას ნიშნავდა, რომ სასწაულმოქმედი წამალი არ არსებობდა.

ერთი პერიოდი ისიც ვიფიქრე,  პრეპარატის შეკვეთისას  ინტერნეტით  ცუდი ხარისხის მედიკამენტი ხომ არ „ შემომაპარეს“-თქო, თუმცა ჯეისონ ოლდმა დამარწმუნა, რომ  ამ მომწოდებლის მომსახურებით თვითონაც სარგებლობდა.

პ.ს. სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს ქიმიურ ნივთიერებებსა და ცალკეულ აბებზე. ექიმმა ამიხსნა, რომ ჩემმა ღვიძლმა  განსაკუთრებული ფერმენტი გამოიმუშავა, რომელიც ორგანიზმიდან მოდაფინილის გაძევებას ცდილობდა.  

ერთი რამ ცხადია, ჩემს შემთხვევაში,  პრეპარატის მიღების ნეგატიური ეფექტი ბევრად აღემატებოდა დადებითს...

 

sazogadoeba