EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ადამიანის გაცოცხლება შესაძლებელი გახდება – მეცნიერების სკანდალური განცხადება »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-05-03 17:33:57

ადამიანის გაცოცხლება შესაძლებელი გახდება – მეცნიერების სკანდალური განცხადება

humai

კომპანია “ჰუმაის” სპეციალისტები აცხადებენ, რომ მუშაობენ ადამიანების ტექნოლოგიურად გაცოცხლებაზე. ამერიკული კომპანია აპირებს, ადამიანები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მკვტრეთით აღადგინოს.

ფირმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადამიანის ტვინი გაიყინება, რის შემდეგაც მასში შეიყვანენ სპეციალურ ჩიპს. როდესაც ტექნოლოგიები საშუალებას მისცემენ, გაყინულ ტვინს ამოიღებენ კრიოკამერებიდან და ახალ ხელოვნურ სხეულში მოათავსებენ, ამ გზით დაუბრუნებენ ადამიანს სიცოცხლეს.

სიკვდილამდე პაციენტს შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით: მისი სამეტყველო სტილი, ქმედებები, აზროვნების პროცესი, ჩვევები. ეს ინფორმაცია ჩაიწერება ჩიპზე და გარდაცვლილის ტვინში ინტეგრირდება.

კომპანია “ჰუმაის” დამაარსებელი ჯოშ ბოკანეგრა აცხადებს, რომ კომპანია აპირებს შეაგროვოს პაციენტების შესახებ ინფორმაცია გარდაცვალებამდე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც შემუშავების სტადიაშია.

სიკვდილის შემდეგ ადამიანის ტვინი კრიოტექნოლოგიის მეშვეობით გაიყინება. როდესაც ტექნოლოგია დასრულებული იქნება, მეცნიერები დაიწყებენ ტვინის ხელოვნურ სხეულებში გადატანას.

topnews.ru