EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რატომ არ ემართებათ ჩინელ ქალებს მკერდის კიბო? »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-05-03 18:10:51

რატომ არ ემართებათ ჩინელ ქალებს მკერდის კიბო

არ ემართებათ ჩინელ ქალებს მკერდის კიბო

ერთი ონკოლოგიური პაციენტის ისტორია თავდაყირა აყენებს ჩვენს წარმოდგენას ჯანსაღ კვებაზე, თუმცა მისი არსი მართლაც საინტერესო და დამაფიქრებელია. შემთხვევით გაკეთებულმა აღმოჩენამ, რომელმაც პასუხი გასცა კითხვას – რატომ არ ემართებათ ჩინელ ქალებს მკერდის კიბო, ჯეინ პლანტი მკერდის კიბოსგან განკურნა!

1987 წელს, როცა ექიმებმა გეოქიმიის პროფესორს ჯეინ პლანტს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ჯეინი მოსიყვარულე ცოლი და დედა იყო და ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს მისი ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება დასრულდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, დანებებაზე არ უფიქრია და ავადმყოფობას ყველა არსებული მეთოდით დაუპირისპირდა. ჯეინის ქმარი, იმ დროისთვის ცნობილი მეცნიერი, ჩინეთში მუშაობდა. როცა ცოლის პრობლემის შესახებ შეიტყო, თავის კოლეგებთან ერთად, გამოსავლის ძიება დაიწყო და შემთხვევით, საოცარი აღმოჩენა გააკეთა. აღმოჩენა, რომელმაც პასუხი გასცა კითხვას – რატომ არ ემართებათ ჩინელ ქალებს მკერდის კიბო?

მეთოდიკა, რომელიც მეუღლეებმა შეიმუშავეს, ჯეინს დაავადების საბოლოოდ დამარცხებაში დაეხმარა, თუმცა ცოლ-ქმარი პლანტების მეთოდიკა მეცნიერებს საკამათოდ ეჩვენებათ, ამიტომ ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არა მას საკუთარ თავზე.

„ბევრჯერ მიფიქრია, რატომ არ ემართებათ ჩინეთში მცხოვრებ ქალებს მკერდის კიბო, ისეთს რას აკეთებენ ამ ვერაგი დაავადების თავიდან ასაცილებლად, რაც ჩვენ არ ვიცით. შემდეგ დადგა დღე, როცა თავად შევეჯახე პრობლემას და საკითხის დაწვრილებით შესწავლა გადავწყვიტე. კოლეგებთან ერთად, ვსწავლობდი ჩინელი ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას, ვაკვირდებოდი მათ ფიზიკურ დატვირთვასა და კვების რაციონს.

„თავიდანვე შევნიშნეთ, რომ ჩინელი ქალების რაციონში ძალიან ცოტა ცხიმი შედიოდა – დაახლოებით, 14%, როცა ევროპელი ქალის რაციონი, დაახლოებით, 36% ცხიმს შეიცავს, მაგრამ ეს არგუმენტად არ გამოდგებოდა.
ჯერ ერთი, არ არსებობს კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ რაციონში ცხიმის შემცველობა კიბოს რისკებს ზრდის. თანაც მე მთელი ცხოვრების მანძილზე ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტების დიეტას ვიცავდი, – ამბობს ჯეინ პლანტი, –
სანამ მე და ჩემი კოლეგები თავსატეხის ამოხსნაზე ვიმტვრევდით თავს, ერთ-ერთ ჩემს კოლეგას გონება გაუნათდა: ჩინელები ხომ რძის პროდუქტებს არ მიირთმევენ? როცა ამაზე დავფიქრდით, მივხვდით, რომ რაღაც დიდ აღმოჩენამდე მივედით და, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. რძე და რძის პროდუქტები უამრავი ალერგიის მიზეზია. გასაკვირიც არაა, რადგან პლანეტის მოსახლეობის 70%-ს რძის შაქრის – ლაქტოზას გადამუშავება უჭირს. სანამ მკერდის კიბოს დიაგნოზს დამისვამდნენ, ძალიან ბევრ რძის პროდუქტს ვიღებდი: იოგურტები, ყველი, ხაჭო… ეს ჩემთვის ცილების მთავარი წყარო იყო. ჩვენი ექიმები მიიჩნევენ, რომ რძე და რძის პროდუქტები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა ჩინელები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. ისინი ყველსა და ნაყინზეც კი უარს ამბობენ“.

„1989 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორმა დანიელ კრამერმა ამ დაავადების მატარებელი ასობით ქალი და მათი კვების რაციონი ყურადღებით გამოიკვლია და დაასკვნა, რომ იოგურტის ჭარბი მოხმარება შესაძლოა, საკვერცხეების კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. ამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩვენ რძეს უამრავ პროდუქტში გამოვიყენებთ: ნამცხვრებში, მზა სუპებში, სოიოს პროდუქტებში და ა.შ. და სრულიად შევწყვიტე რძის შემცველობის მქონე პროდუქტების მიღება. ამის შემდეგ 6 კვირის განმავლობაში სიმსივნე, რომელსაც ქიმიოთერაპია ვერ მოერია, დარბილდა, შემცირდა და საბოლოოდ გაქრა. ეს დაუჯერებელი იყო! ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ, მაგრამ ყველა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ რძის პროდუქტებზე უარის თქმიდან 6 კვირაში ჩემი სიმსივნე აღარ არსებობდა.
რა თქმა უნდა, ექიმების უმეტესობა ჩემს აღმოჩენას სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ჩემთვის მკერდის კიბოსა და რძის პროდუქტებს შორის კავშირი ისეთივე ნათელია, როგორც ფილტვების კიბოსა და მოწევას შორის. რძეზე უარის თქმამ მხოლოდ კიბოსგან კი არ მიხსნა, არამედ ჩემი ჰორმონალური ბალანსიც მოაწესრიგა“, – ამბობს ჯეინი.

ჯეინ პლანტის ისტორია თავდაყირა აყენებს ჩვენს წარმოდგენას ჯანსაღ კვებაზე, თუმცა მისი არსი მართლაც საინტერესო და დამაფიქრებელია.

 

funtime.ge