EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საჯარო მოხელეებს 12 კლასი მიენიჭებათ, რის საფუძველზეც მათ დანამატები დაენიშნებათ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: ქართველი

თარიღი: 2017-05-03 18:21:51

საჯარო მოხელეებს 12 კლასი მიენიჭებათ, რის საფუძველზეც მათ დანამატები დაენიშნებათ

გიორგი კვირიკაშვილი

სახელმწიფო მოხელენი კვლავ სკოლაში ისწავლიან, ოღონდ ამჯერად პრემიებს მიიღებენ...

2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევა მთავრობის დადგენილება “საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესის” შესახებ. დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს 1-დან 12 კლასამდე მიენიჭებათ. და ამ კლასების მიხედვით ისინი შესაბამის დანამატებსაც მიიღებენ.
 
 
 
მოხელის რანგები ასე გამოიყურება:
 
კლასი – საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი 
 
კლასი – საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი
 
კლასი – საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი
 
კლასი – საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი
 
კლასი – საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი
 
კლასი – საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი
 
კლასი – მესამე კლასის მრჩეველი
 
კლასი – მეორე კლასის მრჩეველი
 
კლასი – პირველი კლასის მრჩეველი
 
კლასი – სახელმწიფო მრჩეველი
 
კლასი – პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი 
 
კლასი – ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი
 
 
 
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამ ცვლილების მიზანი ასე გამოიყურება:
 
მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს.
 
მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა.
 
 
 
დადგენილების მიხედვით მოხელისთვის კლასის მინიჭების წესები კი ასეთია:
 
მოხელეს მოხელის კლასი ენიჭება მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით.
 
პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ
 
მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 2 წელიწადში ერთხელ
 
მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
 
 
 
დადგენილება ამ მოხელეთათვის “საკლასო დანამატების” გაცემას ითვალისწინებს, თუმცა დანამატების კონკრეტული ოდენობები არც ამ დადგენილებაში და არც საჯარო სამსახურში ანაზრაურების შესახებ კანონში არაა გაწერილი.
 
2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოში 115 ათასი საჯარო მოსამსახურეა, ამ დროისთვის უცნობია მათგან რა ნაწილს რა კლასი მიენიჭება. ასევე უცნობია თუ რა დანამატებს მიიღებენ ეს მოხელეები.